მწვალებლობა გონების ცოდვაა. იგი უფრო სატანური ცოდვაა, ვიდრე ადამიანური.
"საქმე ის როდია, საქართველო იპოვნის თუ არა გზას დასავლეთისკენ. საქმე უფრო ისაა,
ეს ცოცხალი საქართველო იქნება, თუ გვამი, რომელსაც შეასვენებენ "ევროპულ სახლში." /ზ. გამსახურდია/
საქართველოს პირველი პრეზიდენტის წინასწარმეტყველება ახდა ცხადად, პირდაპირ და მოკლე დროში, სამწუხაროდ...
ბავშვებს ატყუებენ: "საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა." და მერე? როგორ, რა პირობით გახდა?
ვინც სასწავლო პროგრამებს ადგენს, დემოკრატიის ცნება გააზრებული არა აქვთ. საქართველოს ისტორია "დაავიწყდათ".
მათთვის საქართველოს თვითარსობა, ჭეშმარიტი ფასეულობები, დემოკრატიული მმართველობა, კანონის უზენასეობა ცარიელი სიტყვებია.
ქვეყანაში, სადაც "სამართლებრივ გადაწვეტილებებს" კრიმინალური, მოძალადე, მძარცველი, მწამებელი რეჟიმი ღებულობს, რომლის მრავალწლიანი მძევალიც და
დონორიც ვართ მეც და ჩემი საქართველოც ასე უტიფრად, წესით ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებს უნდა აღუძრავდეს სულ მცირე სირცხვილის გრძნობას.
ინტერესი კი საქართველოს მიმართ იმდენნაირი შეიძლება არსებობდეს, რამდენი ქვეყანაც და ფიგურაც ურთიერთობს ჩვენთან "პირადი თუ საერთო სურვილებით".
შენ თუ ხელისუფლებად გაისაღე თავი წლებია, ზიხარ მოყუჩებული, ჩოთქს აჩხაკუნებ და ყველას ეუბნები: "თუ გინდა შენი ინტერესები გაატარო
საქართველოს მიმართ, მაშინ გადამიხადე პირად ანგარიშზე ამდენი და ამდენი". ანდა: "შეხედე საქართველოში თავისი ოცნებების ახდენის მსურველთა
სია რამხელაა... თუ გინდა ამ სიაში სამი პუნქტით წინ გადაგწიო, მაშინ ჩემთვის უკვე გადახდილ თანხას, კიდევ ამდენი პროცენტი უნდა მიუმატო. ხოლო თუ
გინდა ათი ადგილით წინ გადაგწიო და ჯერ შენი ოცნებები აგიხდინო საქართველოში, მაშინ 50%-ით გაიზრდება "გადასახადი". თუ არადა, დაელოდე შენს რიგს."
რასაკვირველია, ყველა ის ფიგურა თუ ქვეყანა, რომელიც საჯაროდ ერიდება საქართველოსთან დაკავშირებულ კერძო თუ საერთო არაკანონიერ ინტერსებზე
საუბარს, გადაუხდის ფულსაც პირად ანგარიშზე და არჩევნების დროსაც მხარს დაუჭერს მოღალატე, სულგაყიდული ხელისუფლების დატოვებას საქართველოში.
ამიტომ ცნობიერების პრობლემა ადგილზეა გადასაჭრელი ჯერ იმ წრისთვის, ვინც დროზე ადრე ჩაიქნია ხელი, მერე მისთვის, ვინც ეს ვითარება უზრუნველყო ქვეყანაში.
საქართველოს სულიერი მისია რომ გააპარტახეს და წიხლქვეშ უგდებენ ძალით ბოროტს ესაა მთავარი. პოლიტიკური კურსი რომ არაფერში გაუშვეს, ცალკე ტრაგედიაა.
რატომ არ წერენ სახელმძღვანელოებში, თუ როგორ დააქციეს საქართველოს ეკონომიკა ქოცებმა სავსებით გამიზნულად, რის სანაცვლოდაც თავად დიდ ფულს "ჭრიან".
არა, რას ამბობთ, დაიწყებენ კვლავ გაპრავებას: "ბიძინა ივანიშვილი, ჯერ პრემიერის, მერე პარტიის თავმჯდომარის ხელფასით სულდგმულობდა."
ამ დროს, რას გვეუბნება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა? კანონი ამბობს, რომ პოლიტიკური თანამდებობის პირს არ გააჩნია მატერიალური
სარგებელის მიღების უფლება სხვა წყაროებიდან. მას არა აქვს ბიზნესების ფლობის და განაკარგვის უფლება, მით უფრო საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებისა.
ივანიშვილი როცა მოვიდა პოლიტიკაში, ბიზნესები ნათესავ-ახლობლებისთვის კი არ უნდა "შეეფარებინა" ან დაემალა, არამედ უნდა
დაეთმო და უნდა ყოფილიყო პოლიტიკური, საჯარო მოხელე. თქვენს თვალწინ ირღვევა კანონი და პრავდება ოპერაცია პროსტიტუციით.
სადაც ივანიშვილი ირჯება წლებია უკანონოდ, იგივეს აკეთებს ყველა მაღალჩინოსანი. უფრო აღმაშფოთებელია ვითარება, ვიდრე დაუჯერებელი...
***
Internet_Contraband
ისტორიის გაყალბება და გადაწერა რომელი/ვისი კურსია, წესით კი უნდა იცოდეთ, ჩემს გარეშე...
This post has been edited by Катеньки on 7 Dec 2021, 14:24
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.