ნათლისღება — ძირითადი აქტი, რომლითაც ადამიანი ქრისტიანად ითვლება, არის ნათლობა. ნათლობის რიტუალს წინ უძღვის კათაკმევლობის პერიოდი, რომლიც განმავლობაში ახალმოქცეული ემზადება ნათლისღებისთვის, ეცნობა ძირითად ჭეშმარიტებებს, სწავლობს მრწამსს, ესწრება საკვირაო ლიტურგიას, ოღონდ არა ბოლომდე. კათაკმევლობის პერიოდი განსაზღვრული არ არის. ასევე განუსაზღვრელია ასაკი ადამიანისა, რომელიც ინათლება. ნათლისღება ხდება წყალში სამჯერ შთაფვლით ან სხურებით, უკიდურეს გამონაკლის შემთხვევებში — ქვიშით. ნათლობის რიტალს აღავლენს მღვდელი. მართლმადიდებლური მოძღვრების მიხედვით, მონათლული განიწმინდება ცოდვებისგან და ხდება ქრისტეს ეკლესიის წევრი. მართლმადიდებლობა ნათლისღებას სულიერ შობად, მეორედ დაბადებად მიიჩნევს და ის მხოლოდ ერთხელ ხდება ადამიანის ცხოვრებაში.
მირონცხება — ნათლობის შემდეგ ხდება წმინდა მირონის ცხება, რაც მონათლულს სულიწმიდის მეშვეობით ანიჭებს სასიცოცხლო ძალას. მირონცხება უშალოდ მოსდევს ნათლისღებას და მის ნაწილად აღიქმება, თუმცა ცალკე საიდუმლოა.
ზიარება, ანუ ევქარისტია — ყველა ქრისტიანი, სასულიერო თუ საერო პირი ეზიარება ქრისტეს სისხლს და ხორცს პურის და ღვინის სახით. ამით ის მისტიურად მონაწილეობს საიდუმლო სერობაში, როდესაც ქრისტემ თავის მოციქულებს გაუნაწილა უკვდავი სიცოცხლე. არ არის განსაზღვრული, თუ რა სიხშირით უნდა ეზიაროს მართლმადიდებელი.
სინანული — ქრისტიანი პერიოდულად აბარებს აღსარებას მღვდელს, რომელიც მას მიუტევებს ქრისტესა და ეკლესიის სახელით
ქორწინება — წყვილის შეუღლება რომ საეკლესიო წესით კანონიერი იყოს, ის საჭიროებს დადასტურებას მღვდლის მიერ
ზეთის კურთხევა — აღსრულდება მძიმე სნეულებაში მყოფი ქრისტიანის სულის და სხეულის საკურნებლად და იმ ცოდვების მისატევებლად, რაც მოუნანიებელი დარჩა სიკვდილის სარეცელზე მწოლარეს
მღვდლობა — საიდუმლოს აღასრულებს მღვდელმთავარი იმ პირის მიმართ, რომელიც განწესებულია სასულიერო იერარქიის რომელიმე საფეხურის დასაკავებლად.
ბოლო ორიდან გამომდინარე ან მღვდლობას აპირებს ან წმინდანობას
This post has been edited by მამაო ენუქი on 6 Dec 2021, 15:40