არც ეგრე მარტივადაა საქმე ჩემო მეგობარო როგორც ერთი შეხედვით ჩანს რომ ვამბობთ ამ საქმეში დაზარალებული არავინააო, რეალურად მინიმუმ 2 დაზარალებული არსებობს
1. სახელმწიფო
2. ბანკის სხვა ინვესტორები
ახლავე აგიხსნი,
ანუ, შენი ბანკიდან ფიქტიურად გაცემ სესხს მესამე პირზე, რომლის საბოლოო ბენეფიციარი (ფულის ფიზიკურად მიმღები) ხარ შენ თვითონ და საბოლოოდ სესხს ბანკში აღარ აბრუნებს არავინ.
ბანკისთვის ეს სესხი ხდება პრობლემური და გარკვეული პერიოდის მერე ხდება ჩამოწერა შესაბამისი წესით, ეს ნიშნავს იმას რომ სესხის თანხის 100% დარეზერვდება ეროვნულ ბანკში და კომპანია ამ თანხას გაატარებს ზარალში.
ეს კიდევ თავის მხრივ იმას ნიშნავს რომ კომპანიის მოგება შემცირდა და შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტში ნაკლები მოგების გადასახადი უნდა გადაიხადოს მოგების გადასახადი არის 15%, პლიუს ის გარემოება, რომ ეს თანხა დივიდენდის სახით რომ აეღო დამატებით სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა დივიდენდის სახით აღებული თანხის 5%, ანუ ჯამში სახ. ბიუჯეტმა გადასახადის სახით დაკარგა ამ სესხად გაცემული თანხის 15+5=20%. და რამდენი იყო სესხი? 8 თუ 9 მილიონი დოლარი, თუ ვცდები?
ამ უკანონო სქემით 1 დაზარალებული უკვე ვიპოვეთ - სახელმწიფო.
მეორე დაზარალებულია ინვესტორები ვისაც ეს ფული, უბრალოდ ნაგლად აახიეს
და მიუხედავად იმისა ყავთ თუ არა მომჩივანი, ხაზარაძე-ჯაფარიძე კანონის კუთხით დამნაშავეები არიან, იმიტომ რომ კანონში მკაცრად არის გაწერილი საკუთარი კომპანიიდან როგორი ფორმით უნდა მიიღო სარგებელი და ეს ლეგალური ფორმებია: დივიდენდი მოგებიდან, ხელფასი და საჩუქარი, რომლებზეც შესაბამისი გადასახადები უნდა გადაიხადო და ამ გადასახადებიდან თავის არიდება არის ფინანსური დანაშაული
თუმცა ობიექტურობის თვის ისიც უნდა ითქვას რომ კანონს თუ გავყვებით აღმოჩნდება რომ ნახევარი საქართველო ციხეშა გასაშვები, იმიტომ რომ ვინც კი ინდ. მეწარმე ყოფილა, ან შპს ან სხვა ფორმის კომპანია ქონია, 99% სხვადასხვა სქემით, შეგნებულად თუ შეუგნებლად გადასახადებს თავს არიდებენ და ხაზარაძეზე ნაკლები დამნაშავები არ გამოდიან კანონის კუთხით, მხოლოდ ზარალის მაშტაბებზე და აქლემის ქურდი-ნემსის ქურდის თემაზე შეიძლება კამათი.
თუმცა ქოცნაბიჭვრები მხოლოდ იმათ იჭერენ, ვინც ფეხებში ეჩხირებათ, შესაბამისად ეს საქმე 100% პოლიტიკური ამბავია,
ესა ამ საქმის ანი და ჰოე.
This post has been edited by black hawk on 13 Jan 2022, 11:20