საქართველოში დღეს-დღეობით 5000+ ოდენობით კვების ობიექტი ფუნქციონირებს, რომელშიც შედის;  სწრაფი კვება, რესტორანი, სასატუმრო, მარკეტი, მარკეტის ქსელები და ა.შ
დღევანდელი კანონმდებლობით, ბიზნეს ოპერატორი რომელიც გააჩუქებს პროდუქციას იბეგრება როგორც დღგ-თი ასევე მოგების ან საშემოსავლო გადასახადით.  ანუ კვების ობიექტს გაჩუქება ეთვლება ჩვეულებრივ გაყიდვად.
ყოველდღიურად მთელი საქართველოს მასშტაბით ნადგურდება ათასობით კილო ვარგისი საკვები, რომელსაც ვერ იყენებს ვერავინ.
ჯერ მარტო: კარფური, სპარი, ნიკორა, 2 ნაბიჯი და ასეთი ქსელები იმდენ რამეს ყრიან დღეში რომ...
როგორ შეიძლება საქართველოში (დიდ ქალაქებში მინიმუმ) შიმშილის პრობლემის აღმოფხვრა.
1) შევიდეს ძალაში საკონონმდებლო ინიციატივა სადაც კვების ობიექტებს გაჩუქებული პროდუქცია არ დაებეგრებათ.  (დღეს განადგურება ურჩევნიათ რადგანაც უფრო იაფი უჯდებათ)
2) შეიქმნას სამსახური გამგეობის დაქვემდებარებაში, რომელიც უზრუნველყოფს ობიექტებიდან ყოველდღიურად საკვების შეგროვებას და უფასო სასადილო პუნქტებში მიწოდებას
3) უნდა შეიქმნას RS.GE-ზე განყოფილება სადაც კომპანია ატვირთავს ჩასაბარებელი პროდუქციის ნუსხას (როგორც ვადაგასულს ტვირთავს), რომელსაც ინსპექტორი მისვლისას მიღება-ჩაბარებით წამოიღებს
4) ბიზნესს დაევალოს პროდუქციის გადარჩება/დაფასოება შესაბამისად ვარგისიანობის მიხედვით (კონტეინერებში და ა.შ)
5) დაიწყოს სოციალური კამპანია #დააპურე  და გაპიარდეს კომპანიები ვინც ჩაერთვებიან აღნიშნულ კამპანიაში
6) ყველა კვების ობიექტს რომელიც იქნება ჩართული ამ სისტემაში ექნება გარკვეული სახის შეღავათი სახელმწიფოსგან  რომ მოვიტაცია ჰქონდეთ დაფასოების და ა.შ
7) ყველა სოც დაუცველს ექნება ბარათი რითაც შეეძლება მივიდეს აღნიშნულ სასადილოში და წაიღოს გარკვეული ოდენობის ულუფა ყოველდღიურად.
რას მოგვცემს ფინანსურ/სოციალურად ეს მოდელი?
1) სახელმწიფო ხარჯავს უფასო სასადილოებში ფულს და ისეთ კვებას ტავაზობს ხალხს რომელსაც კალაძე ხელშიც კი არ იღებს
2) გადაყრის მაგივრად პროდუქცია მიზანმიმართულად მივა სასადილოებში (ხორცი, ყველი და ყველაფერი და არა მხოლოდ მაკარონი და წყალწყალა სუპი)
3) მშიერი ბავშვები და მოხუცები არ გვეყოლება (ან მნიშვნელოვნად შემცირდება)
4) კომპანიებსაც არ მოუწევთ დამატებითი ხარჯები გადასაყრელ პროდუქციაზე. 
იდეა და ჩარჩოები ესააა, დანარჩენი უკვე დეტალებია და ჩამოსაყალიბებელ/გასაწერი.
ააჰა ესეც უფასო იდეა ოპოზიციას 

)     აწიეთ ტრაკები და იმუშავეთ ბლიად!!!  
ყველას ნუ ამოიყვან ტალახიდან, ზოგი მისი ბინადარია.