ვიდეოკადრები ტრაგედიის ადგილიდან: "დაღუპულები 25 წლამდე ასაკის გოგოები არიან" - გონიოში დატრიალებული ტრაგედიის დეტალები
ტრაგედია დატრიალდა გონიოში. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა "ბმს"-ში გადაიყვანა.
ambebi.ge-ს ცნობით, დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეძახა, ხოლო ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილსაც შეეჯახა.
ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები არიან მობილიზებული, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
https://www.palitravideo.ge/video/180019-vi...ediis-detalebi/
"სასწრაფოს ბრიგადას სამივე გარდაცვლილი დახვდა" - ცნობილია გონიოში, ავარიის შედეგად დაღუპული გოგონების ვინაობა
ფოტოზე: მეგი ჯაიანი, ანა მახარაძე, სალომე გორგაძე
ტრაგედია დატრიალდა გონიოში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ახალგაზრდა დაიღუპა, ხოლო ორი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა “ბმს”-ში გადაიყვანა.
დაღუპულები 25-წლამდე ასაკის გოგონები არიან. შემთხვევა წვეულებათა სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, გარდაცვლილები არიან მეგი ჯაიანი, სალომე გორგაძე და ანა მახარაძე. ისინი სოფელ სამებიდან იყვნენ.
ადგილობრივების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევისას ორი მსუბუქი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, ხოლო ამის შემდეგ ერთ-ერთი მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს დაეჯახა.
"დიდი ტრაგედია დატრიალდა. სამი ულამაზესი გოგონა დავკარგეთ. ავტომობილით გაჩერებულ სატვირთოს შეეჯახნენ. სასწრაფოს ბრიგადას სამივე გოგონა დაღუპული დახვდა. მათთან ერთად ორი ბიჭი იყო, რომლებიც კლინიკაში არიან გადაყვანილი" - ჰყვებიან თვითმხილველები.
როგორც შსს-ში გვითხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლით დაიწყო.
AMBEBI.GE მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი ახალგაზრდების ოჯახებს
ეს გოგოები არიან

ღმერთმა ნათელში ამყოფოს
https://www.ambebi.ge/article/328152-sascra...vlili-daxvda-c/?