#58731931 · 28 Dec 2021, 15:32 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
პაციენტები უფრო ხშირად კვდებიან არა კოვიდით, არამედ ჰოსპიტალური ინფექციით. საქართველოში გვაქვს კლინიკები, სადაც ლეტალობის მაჩვენებელი 2-3%-ის ფარგლებშია და გვაქვს ისეთი კლინიკებიც, სადაც ლეტალობის დონე 15%-ია.
ლეტალობის მიზეზი კლინიკების გარკვეული ნაწილის არაკეთილსინდისიერება და ჰოსპიტალური ინფექციის კონტროლის არარსებობაა - ეკატერინე ტიკარაძე
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი პირდაპირ აღიარებს სახელმწიფოს ჩამოშლას. რომ მათი სამედიცინო სექტორის დაუდევრობის გამო დაიღუპა ხალხი. არაკვალიფიციურობამ შეიწირა სიცოცხლეები.
ასეთი რამ სხვა ქვეყნის მინისტრს რომ ეთქვა, ეს იქნებოდა კატასტროფა. სახელმწიფოს არაკვალიფიციურობის დასტური და საკმარისი მიზეზი ამ მთავრობის ლეგიტიმაციის კითხვის ნიშნის ქვეშ დასაყენებლად.
საქართველოში კი რეაქცია არ მოჰყოლია დანაშაულის პირდაპირ აღიარებას.
--------------------
_________Liverpool____________
“I'm living the dream" - C.J
http://b.pix.ge:81/r/h7reu.gif
https://twitter.com/SkySportsNews/status/888413626465476609
|