განათლდი:
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
ბრძანება №917
2010 წლის 29 ოქტომბერი
ქ. თბილისი
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესისა და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას
„საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -12 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 314 -ე მუხლის მე -7 ნაწილის და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დატკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 27 დეკემბრის №614 ბრძანებულებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების“ მე-11 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს თანდართული ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.
2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ი . მერაბიშვილი
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი და იმ სატრანსპორტო საშუალებათა ნუსხა, რომლებიც არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას
მუხლი 1. რეგულირების სფერო
1. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების წესი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების სამართლებრივ მექანიზმებს.
2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებების უკანა საქარე მინებზე.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამუქებული მინები – ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების შუქგამტარობის შემცირება 40%-ზე მეტი ოდენობით;
ბ) სპეციალური სამსახურები – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებ ი; სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესაბამისი დანაყოფებ ი; საქართველოს პროკურატურა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები, რომლებიც ახორციელებენ ოპერატიულ -სამძებრო და საგამოძიებო საქმიანობას; საქართველოს სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები; ჯანმრთელობის დაცვის შესაბამისი სამსახურები; საბანკო დაწესებულებების საინკასაციო სამსახურები;
გ) თანხმობა – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის წერილობითი თანხმობა, საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით.
მუხლი 3. სატრანსპორტო საშუალებებები, რომლებიც არ საჭიროებენ საპატრულო პოლიციის თანხმობას
საქართველოს ტერიტორიაზე იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებ ების მოძრაობა, რომელთა შუქგამტარობის შემცირება არ აღემატება 40% -ს, არ საჭიროებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანხმობას.
მუხლი 4. ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქებისა და მათი გამოყენების თაობაზე თანხმობის გაცემა
1. აკრძალულია იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართელოს ტერიტორიაზე მოძრაობა, რომელთა მინები დამუქებულია და არ გააჩნია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის შესაბამისი თანხმობა.
2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ სატრანსპორტო საშუალებებზე დამუქებული მინების გამოყენების თანხმობა გაიცემა სპეციალურ სამსახურებზე და იმ თანამდებობის პირებზე, რომელთა დაცვას უზრუნველყოფს სახელმწიფო.
3. თანხმობის მიღების მიზნით დაინტერესებულმა უფლებამოსილმა პირმა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს უნდა მიმართოს წერილობითი ფორმით, რომელშიც უნდა აღინიშნოს:
ა) იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მონაცემები (მარკა, მოდელი, სახელმწიფო ნომერი), რომელიც ისარგებლებს დამუქებული მინებით;
ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მინების დამუქების საჭიროების დასაბუთება.
4. წერილობით მომართვას თან უნდა დაერთოს ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო მოწმობის ასლი .
5. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი თანხმობას გასცემს წერილობითი მომართვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში. უარყოფითი პასუხი განმცხადებელს ეცნობება იმავე ვადაში.
6. თანხმობა გაიცემა ერთი წლის ვადით.
მუხლი 5. თანხმობის გაუქმების საფუძვლები
1. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ გაცემული თანხმობა უქმდება , თუ:
ა) გასხვისდება ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ბ) გაუქმდება ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქების საფუძველი.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შემთხვევაში წერილობითი ფორმით უნდა ეცნობოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მინების დამუქება დაუყოვნებლივ უნდა გაუქმდეს.
მუხლი 6. ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მინების დამუქების შემოწმება და პასუხისმგებლობა
1. ავტოსატრანსპორტო საშუალების დამუქებული მინების შუქგამტარობის შემოწმება ხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მიერ, მინების შუქგამტარობის განმსაზღვრელი ხელსაწყოს მეშვეობით.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვა, რომლის მინები დამუქებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანხმობ ის გარეშე, წარმოადგენს სამართალდარღვევას, რომლისთვისაც პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსით.
დამატებით:
https://matsne.gov.ge/ka/document/view/1068730?publication=0