ჩემი არ არის .. ინტერნეტში წავაწყდი..
იყოს აქ....

არა მგონია ამ თემის ფანებმა წაიკითხონ , მაგრამ მაინც...
2021 ბევრი საინტერესო მოვლენა მოხდა:
მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მეცნიერები ახალი მთვარემავალის კონცეფციაზე მუშაობენ. მას მოძრაობა მთვარის ან ასტეროიდის ბუნებრივი ელექტრული ველის გამოყენებით შეეძლება.
სტენფორდის უნივერსიტეტის მკლევრებმა შექმნეს ახალი მზის პანელი, რომელიც ფურცელზე 15-ჯერ თხელია და მისი დამზადება, სტანდარტულ მზის პანელებთან შედარებით, გაცულებით იაფი ჯდება. ახალი პანელები დიჰალკოგენიდისგან მზადდება. ეს არის უთხელესი მასალა, რომელსაც იმაზე მეტი მზის ენერგიის მიღება შეუძლია, ვიდრე წინამორბედებ პანელებს და მისი მოხმარება სიმსუბუქის გამო ძალიან მარტივი იქნება.
ხელისუფლებისა და მოსახლეობის ცხოვრების გაციფრულებისთვის, დუბაის მთავრობამ ქაღალდის გამოყენებაზე საბოლოოდ თქვა უარი და ამ მხრივ მსოფლიოში პირველი დედაქალაქი გახდა. ამის შესახებ მათ 2018 წელს განაცხადეს, გეგმის რეალიზაცია კი საბოლოოდ წელს დასრულდა. მიჩნეულია, რომ ამ ნაბიჯის შედეგად დუბაიმ 336 მილიონი ქაღალდის ფურცელი, 14 მილიონი საათის შრომა და 350 მილიონი დოლარი დაზოგა, ყველა სამთავრობო პროცესმა კი ონლაინ სივრცეში გადაინაცვლა.
ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ლანგონის ინსტიტუტის ქირურგებმა გენმოდიფიცირებული ღორის თირკმელი რამდენიმე ადამიანს გადაუნერგეს. ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა. ამის შესახებ დაწესებულების პრესრელიზი იუწყება.
სურსათისა და წამლების ადმინისტრაციამ (FDA) სპეციალური თვალის წვეთები დაამტკიცა, რომელსაც წიგნის კითხვისას სათვალის საჭიროების ჩანაცვლება შეუძლია. ეს მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლის. ინფორმაციას CBS News ავრცელებს. თვალის წვეთები 65 წლამდე ადამიანებზე კარგად მოქმედებს. წვეთები 15 წუთში მოქმედებაში შედის და ეფექტს 6-დან 10 საათამდე ინარჩუნებს.
ბიოელექტრონიკის კომპანიამ, Pixium Vision-მა შექმნა ბიონიკური ხედვის ტექნოლოგია, რომელსაც უსინათლოებისთვის მხედველობის აღდგენა შეუძლია. სისტემა ევროპაში ჯანდაცვის მხრივ, შემდეგი თაობის ყველაზე ნოვატორულ ტექნოლოგიად აღიარეს. იგი შექმნილია მხედველობის ფორმის აღსადგენად პაციენტებში, რომლებიც ცხოვრობენ მხედველობის მძიმე დარღვევით და დეგენერაციული დაავადებებით გამოწვეული უსინათლობით.
CERN-ის სპეციალისტებმა შექმნეს მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ნეიტრინო — ყველაზე მოუხელთებელი ნაწილაკი — ხელმისაწვდომი ხდება და ამაში მსოფლიოში ყველაზე მძლავრ ნაწილაკების ამაჩქარებელს უნდა ვუმადლოდეთ. ნეიტრინოებს მოჩვენებით ნაწილაკებს ეძახიან, რადგან უკიდურესად მსუბუქები არიან და არ აქვთ მუხტი, ამიტომ მათი ურთიერთქმედების დაფიქსირება ძალიან რთულია. მათი შესწავლა და დაკვირვება მეცნიერებისთვის დიდი გამოწვევაა და მიიჩნევა, რომ ამას ფიზიკაში გარდამტეხი სიახლეების მოტანა შეუძლია.
Cortical Labs-ის ლაბორატორიაში, პეტრის თეფშზე განთავსებულ ადამიანის ტვინის უჯრედებს Pong-ის თამაში ასწავლეს. "მინი-ტვინები" 800 000-დან მილიონამდე ტვინის უჯრედისგან შედგებიან. როგორც New Scientist იუწყება, პეტრის თეფშზე ეს უჯრედები მოთავსებულია მიკროელექტროდების თავზე, რომელიც მათ ნერვულ აქტივობას აანალიზებს.
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა შექმნეს კამერა, მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის სიგანით, რომელსაც 500 000-ჯერ დიდი მოცულობის ობიექტივის მსგავსი ფოტოების გადაღება შეუძლია. ტექნოლოგიური გარღვევა შეიძლება გამოიყენონ სამედიცინო კუთხით ან ძალიან პატარა რობოტებისთვის. კამერა, რომელიც აღწერილია Nature Communications-ში გამოქვეყნებულ ნაშრომში, მუშაობს ისეთი ინსტრუმენტის წყალობით, რომელსაც მეტაზედაპირი ეწოდება. ეს მასალა დაფარულია 1,6 მილიონი ცილინდრული სვეტით, თითოეული მათგანი მუშაობს როგორც ოპტიკური ანტენა. ამის გარეშე კამერა ვერ შეძლებდა სწორად აეთვისებინა ობიექტიდან ასახული მთელი შუქი.
ამერიკელმა მეცნიერებმა პირველი ცოცხალი რობოტები შექმნეს, ახლა კი აცხადებენ, რომ ამ ე.წ. ქსენობოტებს გამრავლება შეუძლიათ. კვლევა სამეცნიერო ჟურნალ PNAS-ში გამოქვეყნდა. ქსენობოტები, როგორც მათ სახელშივე ჩანს, აფრიკული დეზებიანი ბაყაყისაგან (Xenopus laevis) ამოღებული ღეროვანი უჯრედებისაგან შექმნეს და სიგანეში დაახლოებით ერთი მილიმეტრი ზომისა არიან. მათ მოძრაობა, ჯგუფურად მუშაობა და თვითგანკურნება შეეძლოთ. მოლეკულური ბიოლოგიისა და ხელოვნური ინტელექტის ამგვარი კომბინაცია შესაძლოა, სხეულსა და გარემოსთან დაკავშირებულ არაერთ საქმეს წაადგეს, მათ შორის ოკეანეებში მიკროპლასტიკების შეგროვებას, ფესვთა სისტემების დათვალიერებასა და რეგენერაციულ მედიცინასაც კი.
იაპონიაში მდებარე კიოტოს უნივერსიტეტში მომუშავე მკვლევრებმა მოგონებებზე მანიპულირების ახალ მეთოდს მიაგნეს, რომლის დახმარებითაც თაგვებს ცოტა ხნის წინ მომხდარი მოვლენა წარმატებით "დაავიწყეს".
მათ ისინი ბნელ ოთახში შეუშვეს, სადაც მღრღნელებმა ელექტრული შოკი მიიღეს, ამიტომ ამ ადგილის მიმდებარედ ყოფნისას შფოთვა ეწყებოდათ. თუმცა, ექსპერიმენტში მონაწილეობის შემდეგ ისინი იქ უპრობლემოდ დაბრუნდნენ, რადგან შოკის მიღებიდან მალევე მათ კონკრეტული მოგონება წაუშალეს. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ახალი მეთოდით ფსიქიკური აშლილობების მკურნალობასაც შეძლებენ.
ვანდენბერგის კოსმოსური ძალების ბაზიდან NASA კოსმოსში ხომალდი გაუშვა, რომლის საბოლოო დანიშნულებაც ასტეროიდთან შეჯახება და მისი აფეთქება იქნება. მისიას Double Asteroid Redirection Test ჰქვია და მისი მიზანი იქნება გავარკვიოთ შევძლებთ თუ არა ასტეროიდების აფეთქებას მანამ, სანამ ისინი დედამიწას დაეცემიან.
როგორც New Scientist იუწყება, Cortical Labs-ის ლაბორატორიაში, პეტრის თეფშზე განთავსებულ ადამიანის ტვინის უჯრედებს Pong-ის თამაში ასწავლეს. "მინი-ტვინები" 800 000-დან მილიონამდე ტვინის უჯრედისგან შედგებიან.
ჩინეთმა უკანასკნელ პერიოდში არაერთი კოსმოსური მიღწევით გამოიჩინა თავი, ამჯერად კი საქმე წყალქვეშა ოპერაციებისათვის მსოფლიოს უდიდესი ანტენის ამუშავებაზე მიდგა. კვლევა ჟურნალ Chinese Journal of Ship Research-შია გამოქვეყნებული. კვლევის ავტორები აცხადებენ, რომ ზღვის ფსკერიდან 200 მეტრის ქვემოთ განლაგებულ ანტენებს შეუძლია, გიგანტური ანტენიდან მომავალი სიგნალები 1300 კილომეტრის დაშორებითაც კი დაიჭიროს. იგი უზარმაზარი საკაბელო ქსელისა და მაღალი ძაბვის გადამცემი ანძების გამოყენებით შექმნეს. SCMP-ის უწყებით, სისტემა ორი მიწისქვეშა გადამცემით მუშაობს, რომლებიც ელექტროდენით იტენება, დედამიწას კი გიგანტურ რადიოსადგურად აქცევს.
და რა საყურადღებო მოვლენები გვქონდა საქართველოში 2021 წელს? კიდევ ერთხელ ჩავშალეთ გეი-პარადი, კიდევ ერთხელ გავაყალბეთ არჩევნები, ცემით მოვკალით ჟურნალისტი და ისე დაუნდობლად ვათრიეთ მესამე პრეზიდენტი, რომ შეშინებულმა ახლანდელმა პრეზიდენტმა საყოველთაო შერიგებაზე დაიწყო საუბარი.