#58743703 · 2 Jan 2022, 23:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
mepar
QUOTE | თუ სოციალური კომენტარი ლიტერატურა არ არის |
არ კითხულობ ყურადღებით. ეს ოპონენტის მიმართ უპატივცემლობაა.  მე არ მითქვამს, რომ სოციალური კომენტარი ლიტერატურა არ არის. მე ვთქვი, რომ სოციალური კომენტარი არ არის მხატვრული ლიტერატურა. ის არის პუბლიცისტიკა. ანუ, "უმეტესად უკეთესდ": თუ ლიტერატურული ნაწარმოები მთლიანობაში(არა ცალკეული მომენტები) შეიძლება განვიხილოთ, როგორც სოციალური კომენტარი, მაშინ ეს ლიტერატურული ნაწარმოები განეკუთვნება პუბლიცისტიკის ჟანრს. მაგალითად, გერცენის "Кто виноват" არის მხატვრული ლიტერატურა, ხოლო მისი წერილები განათლების სისტემის პრობლემებზე, არის პუბლიცისტიკა. ლიტერატურაში არსებობს ასეთი ჟანრი- "Письмо" და ეს იმას ნიშნავს, რომ მისი წერილებიც ლიტერატურაა, მაგრამ არა მხატვრული. თუმცა, მკაცრად რომ ვთქვათ, ეს წერილები სიტყვაკაზმულობით ბევრად არ ჩამოუვარდებიან მის მთავარ ნამუშევრებს. QUOTE | მაშინ რითი განსხვავდება ერთმანეთისგან კაცია-ადამიანი და მგლის ბილიკი? |
კაცია ადამიანი ლამის ზეპირად ვიცი. მგლის ბილიკი დავიწყე, მაგრამ ორიოდე გვერდის შემდეგ მივხვდი, რომ არავითარ მხატვრულ ღირებულებას წარმოადგენდა და შევეშვი. მე არ ვიცი, რით განსხვადება ეს ორი ნაწარმოები ერთმანეთისგან. მაინტერესებს, მაგრამ არა იმდენად, რომ თავს ძალა დავატანო და მგლის ბილიკი წავიკითხო შესადარებლად.
QUOTE | დაგუგლეთ მისტიფიკაციის მნიშვნელობა, მისტიფიკაციაა მისტიკას არ ნიშნავს, მერე გაიაზრე იგივე სიტყვა კონტექტსში. |
ვაღიარებ, რომ შევცდი, მისტიკა არ არის მისტიფიკაცია(თუმცა ფუძე ერთია), მაგრამ კონტექსტში ეს არსებითად არაფერს ცვლის. მეტიც, უფრო გაუგებარს და ძნელად მისახვედრს ხდის. დიდად დამავალებ, თუ კონკრეტულ მაგალითს მოიყვან და ისე ამიხსნი, რა გქონდა მხედველობაში.
QUOTE | ლოგიკურია, ადამიანებს მოსაკლავად უფრო მარტივი მიზეზიც ჰყოფნის, მაგრამ არალოგიკურია თუ რასკლონიკოვისგან ქმნი ლოგიკურ ობიექტურ კომენტარს საზოგადოებაზე, |
დოსტოევსკი არ ქმნის ლოგიკურ კომენტარს. ის ქმნის ლოგიკურ სოციალურ ანომალიას(ლოგიკურ ანომალიაში არ ავურიოთ) ყოველგვარი კომენტარის გარეშე. (ან, შეიძლება, "კომენტარის" დეფინიცია სხვადასხვანაირად გვესმის.) იმისთვის, რომ კომეტარზე ვილაპარაკოთ, საჭიროა საკუთარი პოზიციის დაფიქსირება. დოსტოევსკის არ აქვს დაფიქსირებული არც სუბიექტური და არც ობიექტური პოზიცია რასკოლნიკოვის პიროვნების მიმართ. არ აქვს პირდაპირ ნათქვამი "რად" ან "ვინ"-ად აღიქვამს მას. ის, უბრალოდ აღწერს პერსონაჟს, ხოლო მის შეფასებას მკითხველს ანდობს.
QUOTE | როგორ უნდა დაიჯერო რასკოლნიკოვის ჯვარცმულობა რომელმაც მოხუცებული ქალი და მისი და არაფრის გამო ნაჯახით მოკლა? |
Не разочаровывай меня, друг ситный, не разочаровывай!
QUOTE | საქმე რაშია: გამოდის რომ შენ და კიდევ კაცობრიობის უმრავლესობამ, დოსტოევსკის ბოდვა ჭამეთ |
მხოლოდ შენ და პანასენკოვის მრევლი აღმოჩნდით იმდენდ გამჭრიახი, რომ შიზოფრენიკის ბოდვა არ ჭამეთ! QUOTE | მოკლედ აღვწერე ჩემი პირადი გემოვნება |
არავითარი პრეტენზია გემოვნებაზე. ალლაჰმა დამიფაროს! მე უბრალოდ გთხოვე, განგვანათლე-მეთქი გოგოლის მაგალითზე. იქნება, ჩვენც შევიცვალოთ-მეთქი გემოვნება. შენ, გოგოლის მაგივრად, დოსტოევსკის და ტოლსტოის შეუტიე. სხვათა შორის, ტოლსტოის "ომი და მშვიდობა" არის ბელეტრისტიკა ისტორიულ მოტივებზე და არა ფსევდოისტორია, როგორც შენ თვლი. ეს შენმა ავტორიტეტმა, პანასენკოვმაც კი აღნიშნა სადღაც. აი, თვითონ პანასენკოვის 1812 მართლაც ფსევდოისტორიაა, მიუხედავად იმისა, რომ ავტორს ღრმა "მეცნიერულ" ნაშრომზე აქვს პრეტენზია. მაგის "მეცნიერობა" არ გეიშვა.  მოვასწარი ჩასწორება, თორემ მაგარი სატოპკე იყო! This post has been edited by Buntaro on 3 Jan 2022, 00:19
--------------------
სტუფიდ ჩეხ რეპაბლიკ, შოუ მი იორ ხუი, იორ ლეხ ვალენსა, შოუ მე მანი (ფულს წაგლიჯავთ ხელიდან) სექს ვონტ? ხომ და სექს იორ ფაზერ, მაზერ, სისტერ, ბრაზერ, თიჩერ. დეგენერატ, ჯორჯია ვუმენ დონტ ბაი. კოკოიტი ფანდარასტ.(C)masha
ყლეზე მკიდია გრამატიკა©gramatikikina
|