რუსი ექპერტები ხშირად მიჰყვებიან რუსული პროპაგანდის ფარვატერს.
რუსეთის მოსახლეობას თავისი პოლიტელიტა და მისი წარმომადგენელი ექსპერტები პროპაგანდით ჭყეპენ. იმათაც უთო რომ ჩართონ, რომელიმე ექსპერტი ან პოლიტიკოსი მისდგებათ ტვინის გამოსარეცხად. ინტერნეტია და ისმის არის სხვა აზრიც, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილი იმპერიალისტია.
რუსული ვიცი და ვუსმენ რუსეთის ექსპერტებს სხვადასხვა ბანაკიდან.
ახლა ერთი მუხთარ აბლიაზოვს უნდა მოვუსმინო, აქამდე არ ვიცოდი, მარა კაი კაძახი ჩანს )
* * *
თინა ზახარასგან ცოტა განსხვავებულად ხედავს:
https://www.interpressnews.ge/ka/article/69...oxilva-10012022„...დაუჯერებელია, რომ ხალხის მასშტაბური გამოსვლა ვიღაცის ორგანიზებულია. შეუძლებელია მთელ ქვეყანაში ხალხი მასშტაბურად ქუჩაში გამოიყვანო. ახლა ყაზახეთის დიდ ქალაქებში კი არა, სოფლებშიც დემონსტრაციებია. შესაბამისად, ულოგიკოა ვარაუდი, რომ ვიღაცის მაგიური ხელი მართავს ყველაფერს. ხალხი ქუჩაში მთავრობის არასწორ პოლიტიკას გამოჰყავს.
...
ცენტრალურ აზიაში დემოკრატიული ცვლილების პოტენციალის მქონე ძალები ან არ არიან, ან უკიდურესად მცირეა. თავისი არსითა და მასშტაბით დღევანდელი მოვლენები პოლიტიკური და სოციალური მღელვარების ჩარჩოებში ვერ ეტევა. როდესაც პოლიტიკურ მოძრაობას დემოკრატიული ცვლილებების მოთხოვნები არ ახლავს, როდესაც დღის წესრიგი ქაოსურია და ხელისუფლებაც ძალადობს, რაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ის შედეგიანი ვერ იქნება. რაც უფრო სისხლიანი და ძალადობრივი იქნება პასუხი, ხელისუფლებას უფრო გაუჭირდება მოსახლეობის დამორჩილება... ყაზახეთის პრობლემა ის არის, რომ ყოფილი საბჭოეთის ევროპული ნაწილისგან განსხვავებით, რომელსაც საქართველოსაც მივაკუთვნებ, საკმარისი დემოკრატიული რესურსი არა აქვს. იქ არ არის თავისუფალი მედია, რაც ასეთ დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია... მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავი პოლიტიკური ექსპერტები ჰყავთ, ინსტიტუციურად ფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება არ არსებობს.
...
ქუჩაში გამოსულ ხალხს სჭირდება ავტორიტეტი, რომელსაც პოლიტიკური გამოცდილება აქვს, რისი დეფიციტიც ძალიან მწვავედ დგას ცენტრალური აზიის ქვეყნებში. ნაზარბაევმა საჯარო ცხოვრებიდან პოლიტიკა გააქრო. ამიტომაც ამ მოძრაობაზე ოპტიმისტური დამოკიდებულება არა მაქვს. ნებისმიერი რევოლუციური მოძრაობა მაშინ არის შედეგიანი, როცა ფუნდამენტური ცვლილება მოაქვს. თუ რეფორმატორები, რომლებიც ცვლილებებს თავიანთ თავზე აიღებენ, არ არსებობენ, ცვლილება შეუძლებელია. ასეთი ორგანიზებული ინსტიტუციური ძალა კი, ყირგიზეთის გარდა, ცენტრალური აზიის არც ერთ ქვეყანაში არ არის... “დასახმარებლად” მისული რუსული ჩექმა ნამდვილად ძნელად ან აღარასოდეს ტოვებს ქვეყანას. არც ის არის სიახლე, რომ რუსეთს საკუთარი ანგარიში აქვს ყაზახეთთან და ეს არც ტერიტორიული პრეტენზიებისგან არის შორს. სამწუხაროდ, დასავლეთი არ არის ძლიერი ცენტრალურ აზიაში და მით უფრო ყაზახეთში, მათი ზემოქმედების შესაძლებლობები უკიდურესად შეზღუდული და უეფექტოა.
chukiusრუსეთი უნდა დაინგრეს.