თამო კეშა
1 სთ ·
ერთ ისტორიას მოვყვები ახლა, რომელიც აქამდე არასოდეს მითქვამს. თავის დროზე, ოჯახის თხოვნით, პირობა დავდე, რომ არ გავამხელდი, მაგრამ რამდენიმე წელი გავიდა და დროა, სახელის და გვარის გარეშე მაინც მოგიყვეთ, რადგან ყველას შვილი საფრთხეშია.
ბევრმა არ იცის, რომ ლექსო ლაშქარავას საქმის სცენარი პირველად არ დაწერილა და ის ყველას შვილისთვის აქვთ გამზადებული.
ერთ-ერთი აქციისას ახალგაზრდა ბიჭი სცემეს, მკერდში, თავში ურტყეს...
არ ვიცნობდი ამ ბიჭს მე, მაგრამ ტელეფონით ვესაუბრე ცემიდან ერთ-ორი კვირის მერე, მითხრა, რომ თავის ტკივილი ღამითაც არ აძინებდა, მითხრა, რომ უჩიოდა გულის ტკივილსაც. შევთავაზე ექიმთან წასულიყო, მაგრამ ახალგაზრდა იყო, ჯანიანი, თანაც, როგორც ჩვენ ყველა, ღარიბი, ტელეფონიც კი აღარ ჰქონდა, მას მერე რაც ცემისას დაუმტვრიეს. გაიცინა, მე კი არა, ვისაც ღია ჭრილობები აქვს, ნეტა იმათ მიხედავდნენო.
დღემდე ვადანაშაულებ თავს, რომ არ დავიჟინე, არ შევყარე ქვეყანა, არ მივაკითხე სახლში და არ მივუყვანე ექიმი...
რამდენიმე კვირაში გარდაიცვალა!
ოჯახს უთხრეს, რომ მის გარდაცვალებას თუ ცემას დაუკავშირებდნენ, სახელმწიფო იტყოდა, რომ ნარკომანი იყო და წამალში გაიპარა.
მიიღო ნარკოტიკი ტკივილის გასაყუჩებლად? არ მიიღო? - არ ვიცი, არ მაინტერესებს.
ჩემთვის იმის ცოდნაც საკმარისია, რომ ჯერ უმოწყალოდ გაიმეტეს, მაშინ გაიმეტეს, როცა ქალებს გადაეფარა, მერე ძირს დაგდებული, უგონო მდგომარეობაში მყოფი არ დაინდეს, მერე არ უმკურნალეს, მერე დაზარალებულად არ სცნეს და მერე, როცა გარდაიცვალა, იქვე, მის თბილ გვამთან უთხრეს ოჯახს, რომ ექსპერტიზის დასკვნაში ნარკოტიკი დაიწერებოდა გარდაცვალების მიზეზად!
ამაზე მეტის ცოდნა არ მჭირდება.
მასზეც ექნებოდათ რაღაცა ვიდეო გამზადებული, იმიტომ რომ, როგორც მთავრობამ თავად აღიარა, კარგად იცის, სად იყიდება ნარკოტიკი ქალაქში, მერე, ერთხელ, როცა მას დასჭირდება, ერთ ბუნაგს დააწიოკებს ხალხის დასანახად და თავიდან გრძელდება.
სხვათა შორის, ის ცნობილი ვიდეო ლექსოს საქმიდან, თითქოს კლინიკაში რომ არის გადაღებული, უკანონოდ ამოიღეს, ჯერ ამოიღეს და ორი დღის მერე მიიტანეს მოსამართლის ხელმოწერილი საბუთი ამოღების შესახებ, იცით რატომ? ესენი უფრო კაი ტიპები არიან და მოსამართლეს ღამით აღარ აღვიძებენ

ესენი უფრო მაგარი ტიპები არიან და კიდიათ, ღამით გაღვიძება ნოტარიუსების, პირდაპირ, დღისით, მზისით იქცევიან უკანონოდ და როცა მოუნდებათ მაშინ დასვამენ ბეჭედს...
ზემოთ რაც მოვყევი, ასეთი ისტორია არ იქნება ერთი, ზუსტად ვიცი, მეტი იქნება. არ შეგეშინდეთ, რაც უნდა მოგიგონონ, სიმართლე ვერ იქნება ბევრნაირი და ქვეყანა კი დააჩაჩანაკეს, მაგრამ არც იმდენად, რომ ტყუილ-მართალი, სამართალ-უსამართლობა ვერ გავარჩიოთ!
მოყევით ეს ისტორია მეგობრებთან და უთხარით მათაც, რომ ჩვენ ვიცით...