#58770182 · 12 Jan 2022, 14:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან მალემწრმენი უნდა იყო ადამიანი იმისი გჯეროდეს, რომ ბიძინას მილიარდები გააკავებს აშშ და რამე თუ არ მოეწონა არ გააქრობს ერთ პირობით კვირაში? ან იმისი გჯერათ, რომ ბიძინას, კობახიძეს ან ღარიბას ანდა ვინმეს აქვს იმისი ერთი ადგილი, რომ ვექტორი შეატრიალოს და ქარტველებს რუსეთის ბოროტებანი დაავიწყოს? ან გგონიათ, რომ ზალკალიანი განცხადებას გააკეთებს თუ არა ორ ხმაში უკრაინასთან ერთად მაგაზეა დამოკიდებული აშშ კეთილგანწყობა? ამ პოლიტიკურ ბაზრობაზე ჩვენ არ ვართ ობიექტები--ვართ სუბიექტები. ეს გვინდა თუ არა და მოგვწონს თუ არა დღეს მასეა. ის ილუზია, რომ მიშას პირადი მეგობარია ბუში, ტრამპი ან ბაიდენი არის უდიდესი მარაზმი და სისულელე. ამის დასტურია მიშას დღევანდელი მდგომარეობაც. უხერხულია ყოფილი ნოვატორი პრეზიდენტის ციხეში გდებაო. არავინ ამბობს არ ეკუთვნისო--უხერხულიაო. ასეთია აშშ და ზოგადად დასავლეთის პოზიცია. ასევეა ჩვენი ქვეყნის მიმართაც--აქვთ სიპმპატია ჩვენი იდენტობის მიმართ ჩვენი ქრისტიანობის გამო, რაც არ უნდა სასაცილოდ ეჩვენებოდეს აქაურ ,,ათეისტ-გნოსტიკოს,, საზოგადოებას. ასევე იმის გამოც, რომ შეისწავლა აშშ ჩვენი ფსიქოტიპი კაი ხანია და მენტალურად გვთვლიან ევროპეიდულ კონსერვატიულ ერად. ასეთი აშშ ბევრი შტატია და ნაცნობია მათთვის. ჩვენი გეოგრაფია არის ჩვენი კოზირიც და ჩვენი უბედურებაც. არავინ არ დაუთმობს იდიოტ რუსეთს, რომელსაც უომრად შეეძლო ჩვენი სახით ჰყოლოდა მეგობარი და დასაყრდენი საიმედო- რეგიონში და მოსისხლე მტრად გადაგვაქციეს. თვითონაც კარგად იციან, რომ არ შევეგუებით ტერიტორიების დაკარგვას და თავისივე უკუდო ამპარტავნობის გამო ვერ ატრიალებენ უკუღმა ფირფიტას, თორემ თვითონაც ხვდებიან სიტუაციის აბსურდულობას. ყოველ წელს უკლებენ საბიუჯეტო დახმარებას ოსებსაც და აფხაზებსაც. წყალში გადაყრილად თვლიან. პუტინის ერის დასრულებით გამოინახება გამოსავალიც. ძალიან კარგია, რომ ასე მკვეთრად დააყენა რუსეთმა საკითხი--ახლა მოუწევს დასავლეთს ნაბიჯის გადმოდგმა თუ საერთოდ უნდა ჩვენი მიღება სადმე, თუ არადა მოილაპარაკებენ რუსთან წითელ ხაზებზე და გვეცოდინება ჩვენი ადგილი და სტატუსი. იმედია რუსეთის ანუსი არ მოგვეჩინება საბოლოოდ. ეს ყველაფერი არის არა ბიძინას გადასაწყვეტი, არამედ აშშ და დასავლეთისა. ბიძინას ტავისი გასჭირვებია--ორივე მხარისა ეშინია და საქართველოშიც აღარ ასვენებენ. ასე რომ დაანებეთ თავზე ნაცრის წაყრას თავი და ვაცალოთ მთავრობას რა ამბავს ჩამოგვიტანენ. თუ ქვეყნის სიკეთე გინდათ და არა ძალაუფლება--დაანებეთ დასავლეთისათვის იმის მტკიცებას თავი, რომ რუსეთუმეა ქოცობა და მიჰყავს რუსეთისაკენ. ამით ავნებთ ქვეყნის ინტერესებს.
This post has been edited by Leodarsa on 12 Jan 2022, 14:11
|