#58784986 · 17 Jan 2022, 15:57 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გვარამია თავისი უკიდურესი და ხშირად არაპროფესიონალური მედიარადიკალიზმით წლების განმავლობაში აზიანებდა როგორც ნაცების, ისე ტელევიზიის საქმეს. მოკლევადიანი საეჭვო მიზნების დევნაში სრულად ჩასვარა გრძელვადიან მიზნებში. იგივე შეიძლება ითქვას ზოგადად ნაცების პარტიაზეც. მოკლევადიანი მიზნების რეგვნულ გატარებაში გრძელვადიანი მიზნები დაეკარგათ. და ახლა გვარამიამ აღმოაჩინა, რომ მიშას თურმე მასზე კიდევ უფრო უარესი რადიკალები ურჩევნია...
მოკლედ ქოცებმა, ბევრი ძახილის მიუხედავად, ნაცები ვერ დაამთავრეს. ისინი თვითონ იმთავრებენ თავს საკუთარი უგუნურების მეშვეობით. ოღონდ, თუ გვარამიას ტიპის რადიკალიზმის შემთხვევაში ეს დამთავრება წლების განმავლობაში გაიწელა, ახლა სააკაშვილი რადიკალიზმის ხარისხს ზრდის. ეჭვი მაქვს, ამით მხოლოდ თვითდამთავრებას დააჩქარებს.
პირველად ისტორიაში გვარამიას ვურჩევ ) გრძელვადიან მიზნებს მისდიოს, მაღალი ჟურნალისტური სტანდარტების დაცვის გზით სულ სათითაოდ მოუპოვოს თავის არხს არასექტანტი მაყურებელი. ეს მძიმე შრომაა და ძნელი სათქმელია, შერჩათ თუ არა შესაბამისი პროფესიონალიზმი ამდენი პროპაგანდისტობის შემდეგ. ცხადია, თუ ამ პერიოდში არხის არსებობის შენარჩუნებას მოახერხებს ფინანსური თვალსაზრისით... ცოტა არარეალისტური რჩევა კი გამოვიდა, მაგრამ რაცაა ეგაა ))
This post has been edited by griankali on 17 Jan 2022, 18:37
--------------------
რუსეთი უნდა დაინგრეს.
|