ჩვენ ძმაო ლაპარაკი გვიყვარს.
დაჟე ლაპარაკიც არა, კლავიატურაზე კაკუნი.
ყველაზე მეტად წუწუნი გვიყვარს და სხვების დადანაშაულება.

წაეთრევიან ემიგრაციაში და მერე მე დამდევენ, გვიშველე ძმაო, გვიშოვე რამე სამსახური ბერლინში ვარ, ვარშავაში ვარ, ამსტერდამში ვარ და გადამაგდესო...კი არ გადაგაგდეს, გამოგაგდეს, შე ###ო, იმიტომ, რომ მუშაობა გეზარება, არ შეგიძლია, დააიგვიანე სამსახურში, მოწეული მოხვედი და მოიპარე...
ხოდა, საღამოს აქ დაჯდები მერე კიდევ ეგეთი და იასნია, სხვებს დაუწყებ გინებას.
ეს დედა....ი, სუპერმარკეტში შევდივარ, ნებისმიერში და ნებისმიერ სალაროსთან გრძელ რიგში ვდგავარ, ტელეფონის საყიდლად შევდივარ, იქაც რიგში ვდგავარ, რესტორანში შევდივარ, ადგილი არაა, ტანსაცმლის საყიდლად შევდივარ, იქაც რიგში ვდგავარ, ბაკურიანში ნათლულს ჩავაკითხეთ წამოსაყვანად და ნემსი არ ჩავარდება, უძრავი ქონებაა და ავტოიმპორტი და მისდით საქმე ლიწინ-ლიწინით... შავი მუშა დამჭირდა და დღეში 200 ლარზე (თითომ) უარი თქვეს ტიპებმა.
ყველას უნდა რო სხვის მაგივრად თვითონ ედოს ტრაკი ჯიპის სიდენიაზე და მის მაგივრად აიღოს არაფრის კეთებაში დიდი ფული, თორე საქმე საქმეზე რო მიდგება, თურმე არავისაც არაფერი არ აწუხებს, მანქანაც ყავს, ბაკურიანშიც ისვენებს და კვირაში ორჯერ რესტორანშიც თუხთუხებს...
ხოდა, ქუჩაში ვინმეს რამეს რო ეტყვი, კი დაგიქნევს, კი, ძმაო, კი, უმუშევარი ვარ, მიჭირს, ამათი დედა #####ანო, მარა საქმეზე რო მოიპატიჟებ, ბოდიშს მოგიხდის, ეხლა საქმეზე ვარ გასაქცევი და ხვალიდან შენთან ვარო და წავა...წავა რამე გართობის პონტის ასაგდებად.
ეგა ვართ ჩვენ: საქმის კეთება არ გვიყვარს (აქციის მოხოდვაც საქმეა), მარტო გულაობა გვიყვარს...სხვისი შრომის ხარჯზე.
A patriot must always be ready to defend his country against his government. © Edward Abbey