მინიმუმ 20-30% დონეცკის და ლუგანსკის მოსახლეობის არის გაქცეული სახლებიდან იმის გამო რომ ღორებმა თავისი "რუსული მშვიდობა" მიიტანეს.
2014 წლის ივნისის ბოლომდე ვიყავი ლუგანსკში, დაჟე იმ ქართველ ტიპებსაც ვიცნობდი უკრებმა რომ აიყვანეს,2 ქართველი, სანგრებს ათხრევინებდნენ ღორები, დაჭერილები ყავდათ.
ჩემი მეგობრების, ნაცნობების ნახევარი ერთ მხარესაა ნახევარი მეორე მხარეს, ძირითადათ ღორების მხარეს ისინი არიან ვინც პროპაგანდამ გამოალენჩა და 60 ავტობუს ბანდერას ელოდებოდნენ იანვრიდან ივნისამდე.
მაგალითისთვის რომ წარმოიდგინოთ რამდენად ჩლუნგები არიან ზოგიერთი მათგანი:
მყავს ნაცნობი გოგონა რომელიც პროფესიით არის უკრაინული ენის მასწავლებელი, მეტი არაფერი არაა, მის მშობლებს ჰქონდათ სახლში საარჩევნო ოლქი გახსნილი როდესაც ეგრედ წოდებულ "რეფერენდუმს" ატარებდნენ, მათი სახლიც მოჰყვა რაღაც პერიოდის შემდეგ დაბომბვის ქვეშ და დაინგრა.

მაგრამ მიუხედავად იმისა რომ მომავალი ფაქტობრივად არ აქვს უკრაინის გარდა ამ უნარ შეზღუდულს და ახლაც უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიაზე საკმაოდ კარგად ცხოვრობს, მაინც ღორების მხარესაა.
მეორე მაგალითისთვის მოგიყვანთ იქ მცხოვრები პენსიონერების დამოკიდებულებას უკრ მთვრობის მიმართ რაც ადგილზე თავადაც მინახავს და გამიგონია და ბევრჯერ წამიკითხავს კიდეც ინტერნეტ სივრცეში:
როდესაც არეულობა დაიწყო სეპარატისტებმა რომლებმაც ქალაქის პარალიზება მოახდინეს და კბილებმდე იყვნენ შეიარაღებულები ოღონდ უკრაინის სამხედრო ფორმებით, დაიკავეს სტრატეგიულად ყველაზე ცუდი ადგილები იერიშის მისატანად, როგორიცაა საცხოვრებელი ბინები, უნივერსიტეტების საერთო საცხოვრებლები და დაიწყეს იქ თავისიანების თავმოყრა, ერთერთი უნივერსიტეტის ლექტორთან მქონდა მაშინ საუბარი, მაშინ პირველად აღიარა ამ ლექტორმაც რომ ღორები იყვნენ გადაცმულები, მანამდე თვითონაც არ სჯეროდათ, ელოდნენ რომ ღორები შემოსულიყვნენ და ფიქრობდნენ ეს შეიარაღებული ხალხი ადგილობრივები იყვნენ რადგან მათ რიგებში მართლაც იყვნენ რამოდენიმე ტვინ გამორეცხილი ვატნიკები, თან ილუზიები ჰქონდათ რომ "თუ რუსეთი შემოვიდოდა" როგორც ყირიმს ეგრე დაიკავებდნენ ამ ორ ოლქს და ყველანაირი გასროლის გარეშე გადავიდოდნენ საღორის ხელში, დამწუხრებულები იყვნენ როდესაც გაიგეს რომ ღორები უკვე იქ იყვნენ და კონფლიქტისათვის ამზადებდნენ ნიადაგს, ფაქტიურად უხდებოდათ რაც ვუწინასწარმეტყველე და (როგორც ჩვენთან) საშვილიშვილო სიძულვილისთვის მსხვერპლად წირავდნენ.
მოკლედ ამ კეთილშობილმა შეიარაღებულმა მშვიდობის მთესავებმა დაიწყეს ქალაქის ინფრასტრუქტურის ათვისება, მერე საწარმოების, მაღაზიების ქსელების და ბანკების, ერთერთი ძირითადი სამიზნე მათთვის იყო პრივატბანკი რომელიც როგორც ჩვენთან ლიბერთი იყო ერთ დროს სახელმწიფო სამსახურში დასაქმებულებს უხდიდნენ ხელფასს(ახლა არ ვიცი ჩვენთან შეიცვალა რამე თუ არა) და პენსიებს გასცემდნენ.
სეპარატისტებმა დაიწყეს ჯერ შენობების გაძარცვა ამორჩევით, შემდეგ უკვე საინკასაციო მანქანების გატაცება რომლებსაც ფული უნდა შეეტანათ ბანკებში და მოემარაგებინათ ბანკომატები, უამრავი ვიდეოები ვრცელდებოდა იმ პერიოდში მსგავსი მანქანების გატაცების ჩანაწერებით, სოც ქსელში vkontakte.ru, მოკლედ ამ ყველაფერმა გამოიწვია მხოლოდ ის რომ პენსიონერების უდიდესი ნაწილი უკრაინის მთავრობას ადანაშაულებდა პენსიას არ გვირიცხავენო.
თან დარბოდნენ და ღორების საქმეს აკეთებდნენ, მათ პროპაგანდას ავრცელებდნენ.
ჩემი უახლოესი ორი მეგობარიდან ერთი 2014წლის შემოდგომიდან უკრაინის ჯარში მსახურობს, მეორე მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად ქალაქი "სჩასწიე"-დან.
თუ დარჩენილი სეპარატისტების 90%ზეა საუბარი არც ეგაა სრული სიმართლე, ბევრი დაიღალა უკვე ამ სროლებით, ბრძოლებით, მშვიდი ცხოვრება მათაც უნდათ ხო და ბევრს უკვე იმ უკრაინის კონტროლის ქვეშ დაბრუნებული ოლქებისაკენ უჭირავთ თვალი რომლებშიც ცხოვრება დაბრუნების შემდეგ ჩვეულ რიტმში გაგრძელდა, არც არავინ არავის ხოცავს და არც რუსული ენის გამო ჰკლავენ, არიან ოჯახები რომლიდან რამოდენიმე ადამინიც მუშაობს უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე ნაწილი კი ჯერ კიდევ დონეცკში ან ლუგანსკში ცხოვრობს, დღესასწაულებზე და ა.შ ცდილობენ ხოლმე ახლობლების მონახულებას, ანუ ჯერ-ჯერობით სრულად არ არის დაკარგული მათ შორის კავშირი და ამის მოსპობა უნდათ ახლა ღორებს, შეჰყოფენ დინგს სადამდეც მოახერხებენ და შედეგად ისე გადაამტერებენ ერთმანეთს როგორც ჩვენ და აფსუებს, ან ოსებს სამაჩაბლოდან.
რაც შეეხება აყვავებულ ყირიმს, ფასებზე ჰკითხეთ რა ხდება, როგორი იყო უკრაინაში და როგორია ახლა?
უამრავი ვიდეო ვრცელდება როგორ ართმევენ ადგილობრივებს კუთვნილ ქონებას ღორები და რა მდგომარეობაშია ყირიმი, შეიძლება იხტიბარს არ იტეხდნენ მაგრამ არც ისე ყვავის როგორც ყვებიან.
This post has been edited by almaximum on 23 Jan 2022, 09:34