ვის ვუხდით ყველაზე მეტ ფულს
არაფრისთვის?
ყველაზე მაღალანაზღაურებად თანამდებობის პირთა სიაში პირველ ადგილს დავით საგანელიძე იკავებს. საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელმა 2017 -2020 წლებში, მარტო ხელფასის სახით, მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული.
მაღალხელფასიანებს შორისაა საქართველოს რკინიგზის დირექტორი დავით ფერაძე - მისი სახელფასო შემოსავალი ერთ წელში 219 141 ლარია. ფერაძე ხელფასის სახით ყოველთვიურად 18 000 ლარზე მეტს იღებს.
დავით ნარმანია, თბილისის ყოფილი მერი "სემეკის" თავმჯდომარის თანამდებობაზე, თვეში ხელფასის სახით 12 910 ლარს იღებს.
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურის ხელფასი თვეში 15 715 ლარია.
მაღალანაზღაურებადი პირების ქონებრივი დეკლარაციები მნიშვნელოვნად აღემატება მიღებულ სარგოებს.
ხალხის მიერ დაქირავებული სახელმწიფო თანამდებობის პირები ზედმიწევნით კარგად ემსახურებიან საკუთარი კაპიტალის დაგროვებას.
საქართველოში კი ეკონომიკური და სოციალური კრიზისია!