iverskiეს არასერიოზული საუბარია, როდესაც არგუმენტირებულ პასუხებზე გაიძახი ვერაფერს გიპასუხებ ვერაფერს გიპასუხებ
თან დაობ ისეთ რამეზე და სხვას უწუნებ ჭკუას, რაც თავად არ იცი ანუ ელემენტარული აპარატის სწორი დასახელება არ იცი და სხვას უსწორებ

1.რაც შეეხება ავიამზიდებს, ტაიფუნების პროექტში დიდი წილი გერმანიამ შეიტანა და ვინც მუსიკას უკვეთავს, ისე ხდება შესრულებაც
გერმანიას არ ყავს ავიამზიდი და არც აინტერესებს თქო ეს კომპონენტი, იმიტომ არ აქვს ტაიფუნს ეგ ფუნქცია, თორე რო უნდოდეთ არც ეგ იქნებოდა პრობლემა
2. გერმანია ატომურ ძრავიან წყალქვეშა ნავებს არ აწარმოებს და არც ბირთვული პროგრამა აქვს თქო, ამაზე გიპასუხე უკვე
მაგრამ რა ტიპის წყალქვეშა ნავებსაც აწარმოებს(შემტევი) მსოფლიოში პირველია მაგ კლასში, ზოგადად ისრაელის საზღვაო ძალები კი თითქმის მთლიანად გერმანული შეიარაღებითაა, რადგან გერმანიას ძალიან ძლიერი კორვეტები, ფრეგატები, დესთროიერები ყავს (მსოფლიო ტოპ სამეულშია)
3. 80 რაფალეს კონტრაქტი ეხლახანს დაიდო და რამდენიმე წელზეა გათვლილი, მასე რამდენიმე კვირის წინ გერმანიამ ეგვიპტესთან დადო 6 მილიარდიანი კონტრაქტი, ასე რომ ცალკეული ხელშეკრულებებით ნუ მსჯელობ
ფაქტი ერთია, მსოფლიო მაშტაბით გერმანული სამხედრო ტექნიკა უფრო მრავლ ქვეყანაშია, თუნდაც გადახედე რამდენი არმიის შეიარაღებაშია ლეოპარდი, გერმანული ჯავშანტექნიკა, არტილერია და ა,შ
და გიმეორებ მაშინ როდესაც გერმანიას არ აქვს მილიტარისტული პოლიტიკა და მეორე მსოფლიო ომის მერე გარკვეული შეზღუდვები აქვს სამხედრო კუთხით
4. მსოფლიოს მომავალი არის განახლებადი და მწვანე ენერგია, რაღა დროს ატომური ენერგიაა
ინვესტიციები სწორედ მომავალზე იდება და გერმანია 2030 წლისათვის იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც მწვანე ენერგიაზე იქნება სრულიად
ატომური ენერგია კი იაფი ჯდება და მაგიტომ იყენებენ ის ქვეყნები, ვისაც ფულის დაზოგვა უნდა
მწვანე ენერგია გაცილებით ძვირია, თუმცა ბევრად უსაფრთხო და ეკოლოგიურად დადებითი
ასე, რომ გერმანია ენერგეტიკის მხრივ ბევრად წინაა, ვიდრე საფრანგეთი
კიდევ უამრავი საკითხი "გაატარე" რომელზეც ელემენტარული პასუხი არ გაქვს
ნუ გასაგებია, OK
პ.ს უბრალოდ სასაცილოა მსოფლიო ეკონომიკურ მონსტრად წოდებულ გერმანიაზე ქილიკი, ეს არის ქვეყანა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის მერე მიწასთან გაასწორეს და დღეს ერთ-ერთი მოწინავეა ყველაფერში
ეს არის ქვეყანა, რომელიც პირველი მსოფლიო ომში განადგურების მერე, უდიდესი ვალების ფონზე ჰიტლერმა 5-7 წელში მსოფლიოში უძლიერეს სამხედრო მონსტრად აქცია და დღესაც გერმანიას ყველაზე მარტივად შეუძლია სამხედრო მონსტრად გადაიქცეს სურვილის შემთხვევაში
ეს არის უდიდესი შესაძლებლობების მქონე ქვეყანა და სასწაული ერია
გასაგებია მისი პოლიტიკა არ მოგვწონს, მარა ასეთი სისულელეების საუბარი უბრალოდ სასაცილოა