ამ ეტაპზე რთულია თუ კონკრეტულად რა გეგმით შეუტევს რუსეთი უკრაინას, თუმცა რუსეთის არმიის განლაგების მიხედვით შესაძლებელია შესაძლო განვითარების სცენარის გათვლა
ჩემი აზრით, რუსეთს სამხედრო კუთხით უკრაინის მიმართულებით აქვს შესაძლო განვიტარების 3 გეგმა
მინიმუმი( ბოლომდე აიღოს ლუგანსკისა და დონეცკის ოლქები)
საშუალო სცენარი (ბოლომდე დაიკავოს უკრაინის მთლიანი სანაპირო ზოლი ან მივიდეს მდინარე დნეპრამდე და სრულად დაიკავოს აღმოსავლეთ უკრაინა)
მაქსიმუმი (აიღოს კიევი და დასვას მარიონეტი მთავრობა)
ეხლა რაც შეეხება უშუალოდ შეტევის მიმართულებებს
სავარაუდოდ რუსეთის არმიის პირველი სატანკო არმია დარტყმას განახორციელებს ხარკოვზე(უკრაინის მთავარი სამხედრო სამრეწველო ცენტრი) და შეეცდება გავიდეს კიროვოგრადამდე(რუკაზე ასახულია წითლად შეტევის პირველი მიმართულება)
ასევე სავარაუდოდ ამავე მიმართულებაზე მე-6 არმია დაარტყავს სუმს და შეეცდება პოლტავამდე გასვლას
სამხრეთიდან რუსეთის არმიის 22-ე საარმიო კორპუსი სავარაუდოდ შეეცდება სანაპირო ზოლის გავლით(ხერსონის აღებით) ოდესამდე გასვლას, რომელსაც მხარდაჭერას გაუწევს შავი ზღვის ფლოტი და ცალკეული მოიერიშე სადესანტო ბრიგადები (რუკაზე მონიშნულია მე-3 მიმართულება)
ასევე სავარაუდოდ ყირიმიდან 58-ე არმიის ნაწილები შეეცდებიან სამხრთიდან კიროვოგრადამდე მისვლას და ჩრდილოეთიდან მომავალი პირველი სატანკო არმიაზე შეერთებას, რაც გამოიწვევს პრაქტიკულად აღმოსავლეთის სრულად ქვაბში მოქცებას, სადაც უკრაინას ყველაზე ძლიერათ აქვს გამაგრებული პოზიციები (ლუგანსკი და დონცკის მიმართულება)
უშულოდ დონეცკსა და ლუგანსკში კი სავარაუდოდ შუბლით შეახეთქებენ უკრაინულ თავდავის ზოლებს სეპარატისტებს და საზარბაზნე ხორცად გამოიყენებენ
აღმოსავლეთიდან სავარაუდოდ მე-8 არმია შეეცდება ფლანგებიდან(ზაპოროზიე და ხარკოვი) დნეპროპეტროვსკამდე მისვლას, რათა გადაჭრას უკრაინული არმიის მომარაგების მთავარი არტერიები აღმოსავლეთში და ლუგანსკსა და დონეცკში ალყაში მოაქციოს უკრაინული ნაწილები (რუკაზე მეოთხე მიმართულება)
ჩემი აზრით ბელარუსიაში განლაგებული არმია, რეალურად არ გადავა შეტევაზე და არც ლუკაშენკო მგონია ეგეთი დებილი, პირდაპირ ომში ჩაებას, ბელარუსიის ფრონტს რუსეთი გამოიყენებს დამოკლეს მახვილის ფუნქციად კიევის თავზე(კიევი ძალიან ახლოა ბელარუსიის საზღვრამდე), რაც უკრაინას გამუდმებით ამყოფებს ფსიქოლოგიურ ზეწოლის ქვეშ, ასევე უკრაინა დედაქალაქის დაცვას ვერ შეასუსტებს მოსალოდნელი საფრთხიდან გამომდინარე და შესაბამისად ვერ მოხსნის მნიშვნელოვან ძალებს და ვერ გადაისვრის სხვადასხვა მიმართულებებზე
მოკლედ, რუსეთის გეგმა იქნება, რაც შეიძლება გაწელოს უკრაინის თავდაცვა და მაქსიმალურად შეძლოს ერთ-ერთ მიმართულებაზე მაინც გარღვევა, რათა შეცვალოს ბრძოლის სურათი და ფსიქოლოგიურად გატეხოს უკრაინა
თუმცა, ჩემი აზრით ის ძალები რაც ეხლა უკრაინის საზღვართანაა გადასროლილი, არ ეყოფა ამ გეგმის აღსასრულებლად
როგორც უკვე ავღნიშნე რამდენჯერ, რუსეთს მიუხედავად იმისა რომ ფურცელზე უწერია 1 მილიონიანი არმია, რეალურად მას მაქსიმუმ 350 - 400 000 არმიის გამოყვანა შეუძლია, ხოლო უშუალოდ უკრაინის წინააღმდეგ მაქსიმუმ 150 - 200 000 სამხედრო შეიყვანოს
ეს კი ნიშნავს იმას, რომ უკრაინა მისთვის სავარაუდოდ გადაულახავი ბარიერი იქნება და "ავღანეთი 2" განმეორდება რუსეთისათვის

პ.ს ამჟამად მხოლოდ უკრაინის თავდაცვის ძალებს 5 საკომანდო მიმართულება და ცალკე სარეზერვო არმია ყავს(+სადესანტო ძალები)
ანუ ჯამში 14 მექანიზირებული ბრიგადა, 5 სატაკო ბრიგადა, 4 მოტორიზებული ბრიგადა, 9 საარტილერიო ბრიგადა და 2 სამთო ბრიგადა, ასევე ცალკეული სადესანტო, სპეცდანიშნულების ძალების, საჰაერო ტავდაცვის, საინჟინრო, კავშირგაბმულობის ნაწილები
საერთო ჯამში უკრაინის სახმელეთო ძალების შემადგენლობა დაახლოებით 170 000 სამხედროა
ამას ემატება ტერიტორული თავდაცვის 130 000-იანი ძალები
ასევე, ომის შემთხვევაში უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადებით კიდევ დამატებით 400 000 რეზერვისტის(ყოფილი სამხედრო) მობილიზება მოხდება
ასე, რომ ხუილოსათვის გადაულახავ ბარიერად იქცევა უკრაინა და დიდ ჭობში ჩავარდება სამხედრო თვალსაზრისით