შენც მოყევი საინფორმაციო ხაფანგში?

)
ნატო ვერასოდეს ვერცერთ ქვეყანას ოფიციალურ უარს ვერ ეტყვის.
რატომ? იმიტომ რომ უარით საკუთარ წესდებას დაარღვევს, უარით საკუთარ ღია კარის პილიტიკას არღვევს. ნატოს სულ რომ ჩრდილო კორეამ მიმართოს მიმიღეთო, ოფიციალურ უარს მასაც ვერ გაუგზავნიან. ეტყვიან ტრადიციულ ტექსტს, დააკმაყოფილე კრიტერიუმები და მიგიღებთო. ამჟამად ვერ აკმაყოფილებთ, ასე რომ კარგად იყავიო..
ზელენსკიმ კი ნატოს პასუხის გარეშეც უკრაინას უნდა მიხედოს, ამით უნდა იყოს დაკავებული, და არა პარტნიორების დისკრედიტაციით.
რა ულტიმატუმებს აყენებს უცნაურია, ან გვითხარით ოფიციალური პასუხი, ან რაო, ოკდბ შევუერთდებითო?

)) ან ნეიტრალიტეტს გამოვაცხადებთო?

))
უარზე თუ მიდგა საქმე, თვითონ ქვეყანამ უნდა თქვას უარი. ეს მათი სუვერენული საქმეა. მაგრამ ზელენსკის ამაზე სიტყვაც რომ წამოსცდეს, თვითონ უკრაინელები მაგ კლოუნს დედას მო###ავენ. 15 ათასი უკრაინელი და ტერიტორიები აბა რას შეეწირა.
ცალკე დასავლეთს პანიკის თესვას რომ აბრალებს უკრაინაში, და მეორე მხრივ ლეტალურ იარაღს რომ ითხოვს, რაღაც აბსურდი გამოდის. ხომ ეტყვიან ზელენსკის: თუ მეუბნები რუსები არ არიან საზღვარზე მოსული, არ აპირებენ შემოტევას და ხალხს ნუ მიშინებო, იარაღს აბა ვის წინააღმდეგ საბრძოლველად მთხოვ?

ესეც რუსების საინფორმაციო ომის ნაწილია.
გაიხსენე 2008 წელი, მიშა მთელი წელი იმას ყვიროდა დასავლეთო თვალები გაახილეთ, რუსეთი საქართველოზე აგრესიას აპირებს და იმოქმედეთო... რას გვპასუხობდნენ, ნუ ფანტაზიორობ მიშაო.
მოსალოდნელ აგრესიაზე რაც შეიძლება ხმამაღმა უნდა იყვირო და რაც შეიძლება ბევრი უნდა შეაწუხო, თუ გინდა რომ დანარჩენი საზოგადოებისგანაც დახმარება წამოვიდეს.
დასავლეთმა როგორც იქნა ხმა ამოიღო და კარგია ეს, ესეც რაღაც დოზით რუსულ აგრესიას აკავებს, ზელენსკი ამაზე პირიქით საყვედურობს, შიგ არ აქვს?

ან აშშ-მა რომ არ თქვას, მოსახლეობა ვერ ხედავს და დებილია ხო ქალაქის გარშემო ფორტიფიკაციებს რომ აგებენ?
პირიქით, მოსახლეობას უნდა ჩაუტარო ტრენინგები როგორ მოიქცეს დაბომბვის შემთხვევაში, რა აუცილებელი ნივთები იქონიოს , მცირე სამედიცინო კურსები ასწავლონ. ესენი კიდევ, დაპანიკდება მოსახლეობაო...
This post has been edited by vaxushtiii on 30 Jan 2022, 10:31