მე მოვესწარი მაგ დროს...
არაფერია გასაგიჟებელი.
მაღაზიაში თავისუფლად იყო შემდეგი საქონელი:
1. პური (სვეცკი მაღაზიებში 2-3 სახის, ისე ძირითადად - 1 სახე - "კირპიჩი")
2. კარაქი (წონის)
3. ზეთი (1 სახის, სასტიკი სემიჩკის სუნიანი და მღვრიე, გაქონილ ბოთლებში)
4. მარგარინი
5. გადამდნარი ღორის ქონი
6. ფქვილი
7. რამე უბრალო სახის საწუწნი კანფეტი ("კოწახური", "ვზლიოტნი", "დიუშესი")
8. ლიმონათი
9. არაყი
10. მჟავე, მღვრიე და ნალექიანი ლუდი.
11. მარილი, სოდა, ქვაბების სახეხი "ნედე" და სარეცხი ფხვნილი "აინა"
12. კბილის პასტა - ჩვეულებრივ 3 სახე, "ლუგელა", "პომორინი" და ფხვნილი მრგვალ კოლოფებში
13. ტუშონკა
14. ერევნის წარმოების ბადრიჯნის ხიზილალა კონსერვში

15. მარილიანი და უგემური ყველი
ეპიზოდურად (იშვიათად შემოქონდათ ხოლმე და ეგრევე რიგი დგებოდა)
1. გაყინული ქათამი (შავი და გამჭლეული)
2. არაჟანი/რძე/კეფირი (70 -ების პირველ ნახევარში იყო დასალევი იოგურტებიც სხვადასხვა ხილის გემოთი, კეფირის ბოთლებში, მერე გაქრა)
3. ძეხვი/სოსისი, ისე რა ხარისხის.
4. სგუშონკა
5. გაყინული პელმენი
6. ე.წ. "მოსკოვის შოკოლადი" - "ალიონკა", "სლივოჩნიი" და სხვა.
7. უნგრული ან ბულგარული კონსერვები - "გლობუსის" ბარდა და მწვანე ლობიო, ბულგარული "ლეჩო"
8. ე.წ. "ჰოლანდიური" ყველი - პლასტმასის ნომრები რო ქონდა ჩარჭობილი და ვაგროვებდით ბავშვები.
მარტო პრაზდნიკებზე (1 მაისი, 7 ნოემბერი და სხვა წმინდა კომუნისტური ზეიმები) - წინასწარი ჩაწერით და ჩაწყობით:
1. ჩეხური ლუდი
2. სერველატი ან უმად შებოლილი ძეხვი
3. ვიჩინა
4. ხიზილალა
ეს დაგიწერეთ დაახლოებით 1975-80 წლის პერიოდი, მანამდე ძაან პატარა ვიყავი და არ მახსოვს კარგად, მერე კიდე ყველაფერს გაედო

ეს ეხება ზედ რუსთაველზე განთავსებულ მაღაზიებს, იყო მაშინ რამდენიმე მანდ.
ხო, ლაღიძის წყლებზე პიკის საათში იმხელა რიგები იყო, გარეთ იდგა ხოლმე ხალხი...
თუ კიდე გაინტერესებთ, მოგიყვებით საბჭოთა კავშირის შესახებ.
სულ ბოლოს -ეხლა რო წუწუნებთ, ხალხი სუნიანი და დაუბანელი დადისო. აი სუნი მაშინ უნდა გენახათ

ოოოო
ქალების დიდი ნაწილი იღლიასაც არ იპარსავდა და ზაფხულში საერთოდ კაიფი იყო ტრანსპორტში ასვლა

დეზერტირებთან ტაქსებზე 20-30 კაციანი რიგი - ნორმა იყო.....