Amiran Salukvadze
gllt8m80oni4ofe54thmd7m ·
კიევის კანონიერი (საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით) მოთხოვნა, რუსეთმა მიაწოდოს იანფორმაცია უკრაინის სასაზღვრო რეგიონებში რუსეთის არმიის შემადგენლობის და მანევრების მიზნების შესახებ, რუსეთმა ულტიმატუმად შეაფასა.
ბევრჯერ მაქვს დაწერილი და ნათქვამი ინტერვიუებში, რომ საბჭოთა პერიოდშიც კი, თუ სსრკ სასაზღვრო რეგიონებში ფართომასშტაბიან მანევრებს აწარმოებდა, გაცილებით გამჭვირვალე იყო, ინფორმაციას აწვდიდა მოსაზღვრე სახელმწიფოს, იწვევდა სამხედრო წარმომადგენელს, ასევე საერთაშორისო დამკვირვებლებს.
თუ სამხედრო მანევრები მიზნად არ ისახავს დაძაბულობის შექმნას, მაშინ სახელმწიფო ისე იქცევა, როგორც აღვწერე.
თუმცა, რუსეთს სხვა მიზნები ამოძრავებდა და ამოძრავებს. ამ მიზნების შესახებ დავწერე იანვრის დასაწყისში, შემდგომშიც. აღარ გავიმეორებ.
უვრალოდ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ უკრაინის მოთხოვნა კანონიერია.
რუსული მედია გადმოსცემს, რომ დღეს ბაიდენს ონლაინ კონფერენცია აქვს ნატოს და ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებთან.
ასევე საუბრობენ, რომ იაპონია და სამხრეთ კორეა საელჩოების ევაკუაციას აპირებენ.
რუსულ მედიაში 2 დღეა დასცინიან ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრს. ლავროვმა წამოიკიდა ეშმაკური კითხვით, როსტოვსა და ვორონეჟზე რუსეთის სუვერენიტეტს თუ აღიარებთო. იმას ეგონა დონეცკსა და ლუგანსკზე მეკითხებაო და არასდროს ვაღიარებთო.
დასავლეთის ბევრ ლიდერს ახასიათებს ზედაპირულობა. რა თქმა უნდა მინისტრს შეიძლება არ სცოდნოდა რუსეთის 90-მდე ოლქი, მაგრამ დონბასის ქალაქები უნდა იცოდეს.
საგარეო უწყების შეფი ჩაანაცვლა სამხედრო უწყებამ. მოსკოვს უკვე ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი სტუმრობს.
დღეს რტრ-ის გადაცემა 60 წუთში ჩართვა ჰქონდა ჩვენთვის კარგად ცნობილ ამერიკელ გენერალ ბენ ჰოჯესს.
რუსულ ტოკ-შოებში ხშირად იმეორებენ უკრაინის და დასავლეთის მხრიდან ხშირად ნათქვამს, რომ რუსეთი გვამების ტომრებს მიიღებს. რუსი ჟურნალისტები ამბობენ, უკრაინელებიც მიიღებენ ცხედრებს და რატომ არ გადარდებთო? მარტივი პასუხია. უკრაინა არ ესხმის თავზე, ტავს იცავს და რა უნდა ქნან?! იმის გამო რომ მსხვერპლი ექნებათ, დანებდნენ?
მოკლედ, აჟიოტაჟმა იმატა, თუმცა, როგორც დავწერე 1 თვის წინ, ფართომასშტაბიან სამხედრო მოქმედებებს არ ველოდები. დაძაბულობა შენარჩუნდება. ეს რუსეთის მიზნების მისაღწევად დაწერილი სცენარის ნაწილია.
▪️▪️▪️
https://www.facebook.com/photo/?fbid=478942...191422964277772