ბენდუს 100 მლნ–ზე მეტად შეფასებული ქონება გადაეცა , სავალდებულო ინვესტიცია 8 მლნ ლარი იყო, რომელიც 2012 წელს გაუნახევრა მიშამ
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":
სულიკო ყამარაული, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი:
- პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მითითებით, საქართველოს მთავრობამ აგრარული უნივერსიტეტი და მასში შემავალი 14 სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტი თავისი შენობა-ნაგებობებით, მიწითა და სხვა ქონებით, საკუთრებაში გადასცა ბატონ კახა ბენდუქიძეს. ჩვენს მიერ მოკვლეული დოკუმენტებიდან ჩანს, რომ ეს ქონება შედგება 974 230 კვ.მ მიწის ფართობისაგან, რომელიც უმნიშვნელო ფასად - 4 მილიონ აშშ დოლარად - გადაეცა ბატონ კახა ბენდუქიძეს, თანაც - განვადებით (მან ეს თანხა 2 წლის განმავლობაში უნდა დაფაროს). მარტივი გამოთვლებით გამოდის, რომ ბენდუქიძემ 1 კვმ მიწის ფართობი, 4,1 აშშ დოლარად შეისყიდა. არადა, ამ ზონაში ერთი კვ. მეტრი მიწის მინიმალური საბაზრო ფასი შეადგენს 200 აშშ დოლარს, ანუ ბენდუქიძისთვის გადაცემული ფართობის რეალური ფასია 194,8 მლნ დოლარი, ამაში არ არის გათვალისწინებული დაახლოებით 120 ათასი კვ.მ. შენობა-ნაგებობების ღირებულება და იმ მოძრავი ქონების საფასური, რომელიც გააჩნდა იმ დროისათვის საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტსა და მასში შემავალ სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებს. ამ შენობა-ნაგებობების 1კვ.მ ფართის ფასი, სულ მცირე, 500 დოლარადაც რომ ვიანგარიშოთ, შეადგენს 60 მლნ აშშ დოლარს, ხოლო მოძრავი ქონების რეალური ფასია 25 მლნ დოლარი. ანუ მთლიანად იმ ქონების ღირებულება, რაც გადაეცა ბატონ ბენდუქიძეს, არის 280 მლნ აშშ დოლარი, ხოლო "დიდსულოვანმა" ბენდუქიძემ თანხმობა განაცხადა მხოლოდ 4 მილიონის გადახდაზე და თანაც - განვადებით. ამ ადამიანს ქართული ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები რომ სძულს, იმაშიც გამოიხატება, რომ თითქმის ბოლომდე ანადგურებს სოფლის მეურნეობას, "აგრარული რეფორმის" ნიღბის ქვეშ აგრარული უნივერსიტეტის მრავალმილიონიანი ქონების "ჩალის ფასად" პრივატიზაცია იმალება, რომლის გეგმაც ბენდუქიძემ უკარნახა მთავრობას. ბენდუქიძემ ჩალის ფასად ჩაიგდო ხელში სახელმწიფო საკუთრება. ეს არის ჩვეულებრივი კორუფციული გარიგება, რომელიც ე.წ. აგრარული განათლების რეფორმის `ნაციონალისტურ~ რიტორიკაშია გახვეული.
ქონების დასაკუთრების შემდეგ, ბატონმა კახა ბენდუქიძემ ჩაატარა ე.წ. რეფორმები და გააუქმა უნიკალური ლაბორატორიებით, სამეცნიერო-კვლევითი ბაზებით აღჭურვილი თითქმის ყველა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, დაანგრია ზოგიერთი კვლევითი ინსტიტუტის შენობა, დაითხოვა საქვეყნოდ ცნობილი მეცნიერები, სამაგიეროდ, სამსახურში მიიღო "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი, აწ უკვე ყოფილი მაღალჩინოსნები: ანდრია ურუშაძე, ხატია დეკანოიძე, თამარ ჩერგოლეიშვილი, ვატო ლეჟავა, შოთა უტიაშვილი და სხვ. ყოფილი მაღალჩინოსნების ერთად თავშეყრის ეს პოლიტიკა რასაც მოუტანს სოფლის მეურნეობასა და მთლიანად ჩვენს ქვეყანას, ალბათ, ყველასათვის გასაგებია.
- ამ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან რომელიმე თუ მუშაობს?
- 14 კვლევითი ინსტიტუტიდან გათავისუფლებულია 400-მდე მეცნიერ-მუშაკი, ხოლო ინსტიტუტების შენობა-ნაგებობების შენარჩუნების მიზნით, იქ დატოვეს 2-3 თანამშრომელი, თუ არ ვცდები, დარაჯები. 2-3 ინსტიტუტის გარდა, არც ერთში კვლევითი მუშაობა არ მიმდინარეობს. საკითხავია, მომავალში რა ბედი ეწევა ინსტიტუტების ჯერ კიდევ დარჩენილ მრავალმილიონიან ქონებას, იქ მომუშავე და უსამართლოდ დათხოვნილ პროფესორ-მასწავლებლებსა და მეცნიერებს, სტუდენტობას."რეფორმას" ამოფარებულმა კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტიდან და მის შემადგენლობაში შემავალი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტებიდან 1000-მდე მეცნიერი და პროფესორ-მასწავლებელი გაათავისუფლა, რისთვისაც მან სპექტაკლი მოაწყო და ჩაატარა ე.წ. პრეზენტაცია, რომელიც თავისი შინაარსით, გამოცდა იყო უცნობი კომისიის წევრების წინაშე, უამრავი შეკითხვის თანხლებით.
https://kvirispalitra.ge/article/16160-qben...fo-sakuthrebaq/აქ კიდევ 1 ლარად გადაცემული ქონებები, ბევრი ყოველგვარი პირობის გარეშე, კვლევა იმდროინდელი საერთასორისო გამჭვირვალობის ჩატარებულია
https://www.transparency.ge/ge/blog/vis-da-...lmtsipo-1-larad This post has been edited by Miss_Marple on 7 Feb 2022, 14:35