#58851465 · 8 Feb 2022, 13:35 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
zura73
| QUOTE | | მარა ეგ უნდა დავიმსახუროთ ხო? არბაიტ მახტ ფრაი ჰერრ გებელს, ენტშულდიგუნგ ბერმუხა ) |
ნამდვილად უნდა დავიმსახუროთ .... ადამიანს მარტო უფლებები არ აქვს , ვალდებულებებიც აქვს. გეთანხმები იმაში რომ ადამიანს აქვს უფლება ქონდეს ნორმალური ანაზღაურება. შენც დამეთანხმე რომ აქვს ვალდებულება ტვინი გაანძრიოს, ისწავლოს, იმუშაოს და ნორმალური სახელმწიფო ააშენოს. მიზეზ-შედეგობრივი კავშირი გვაქვს არეული ამხანაგო ზურაბ, ზუსტადაც რომ არბაიტ მახტ ფრაი და არა პირიქით. ყოველი ჩვენგანის კისერზე, შრომაზე და განათლებაზე დგას ეს სახელმწიფო, მარტო უფლებების ფრიალით და "სასარგებლო" რეგულაციებით ევროპას ვერ დავემსგავსებით.
თევზი თავიდან ლპებაო ტყუილად არ ამბობენ, ნორმალური ხელისუფლებაა საჭირო.
| QUOTE | საბჭოთა კავშირში ხალხი ირჩევდა ხელისუფლებას? დღეს რა არჩევანი გვაქ კაცურად მითხარი? ) პრობლემა მიწერია ხო გარკვეულად, ანუ წარმატებული ბიზნესის მაგალითი რომელი პარტია გვთავაზობს ამ პრობლემის მოგვარებას ან პრობლემად დასახვას? ) საბჭოთა კავშირში პარტიას 100% ირჩევდა იძულების მეთოდებით. აქაც ყველა პარტიას ერთად ჰაჰა 50% ირჩევს იძულებების და ხმის მათხოვრობების ჩათვლით და კარტოფილ ფხალეულობების შეთავაზებებით ) საჯდომს ვინ რატომ სწევს მერე ამის დამადლება რამდენად ადეკვატურად გამოიყურება შენთვის მომინდვია )
|
რომ არ ირჩევდა იმიტომაც იყო "მაგარი" ქვეყანა. არჩევანი ყოველთვის არსებობს. არ მაინტერესებს, ვინც უნდათ ის აირჩიონ, ტვინი გაანძრიონ, თვითონ შექმნან პარტიები, ოღონდაც ამ არჩეულმა კარგი შედეგი დადოს. თუ ამას ვერ აკეთებენ გამოდის არ ვარგანან .... ამიტომ წუწუნი არაა საჭირო. მთელი ცხოვრება ვიღაცის ხელებში ყურება არ შეიძლება, მთავრობის ბრალია, რეგულაციის არ არსებობის ბრალია, ღორი ბიზნესმენის ბრალია და ასე შემდეგ . რაც ხდება რეალურად ჩვენი ბრალია და მეტი არავისი.
|