მოდი ასე იფიქრე. პოლიცია არის ლეგიტიმური ძალა. ანუ მე და შენ უსამართლოდ რომ არავინ დაგვჩაგროს ამისათვის გვყავს პოლიცია. ხომ ასეა?
ანუ ჩვენს დაქირავებულ პოლიციელებს ეს ევალებათ (ერთ-ერთი მოვალეობაა ეს).
ახლა თუ ორკები უმრავლესობაში იქნებიან. საპარლამენტო უმრავლესობასაც მოიპოვებენ. ანუ მოსახლეობის უმრავლესობა მათ აზრზე იქნება მაშინ კი ბატონო. მიიღონ ისეთი კანონები როგორიც უმრავლესობას უნდა. სცემონ ქუჩებში ხალხი თუ ეს უმრავლესობას უნდა. თუმცა ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნები ამას არ მოგვიწონებენ. ეს ამბავი ცოტათი (ან მეტად) იზოლაციაში მოგვაქცევს და ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში ქვეყანას კიდევ უფრო გააღატაკებს (სადღაც 90-იანებში გადაგდებს), რასაც ლოგიკურად ორკების ელიტის დამხობა და ხალხის ორკობიდან გამოსვლა მოყვება. ცოტა აპოკალიფსური სურათი დავხატე მაგრამ მაინც