სახელმწიფო გადატრიალება ირანში - როგორ შეიქმნა სეფიანთა ირანი და რა როლი ითამაშეს ქართველებმა ამ იმპერიის შექმნაში.
გააგრძელე საქართველოს ისტორია - XVI-ს საქართველოები - "სეფიანთა ირანის დაბადება და საქართველო"
https://www.youtube.com/watch?v=LgXrQMeNdT8&t=317s***
ბრძოლა ოსმალეთთან
რელიგიური დაპირისპირების გამო ოსმალეთის სულთანმა, სელიმ მრისხანემ სეფიანთა ირანს ომი გამოუცხადა და მის საზღვრებზე მცხოვრები 45 ათასამდე შიიტი მუსლიმი დაახოცინა, თავად კი 100 ათას კაციანი არმიით ირანისკენ დაიძრა. 1514 წლის 23 აგვისტოს სეფიანები სასტიკად დამარცხდნენ ოსმალების წინააღმდეგ ჩალდირანის ველზე გამართულ ბრძოლაში, რის შემდეგაც დაკარგეს სომხეთის დიდი ნაწილი, ქურთისტანი და აზერბაიჯანის პროვინციების ნაწილი, დედაქალაქი თავრიზი ოსმალებმა დაარბიეს და გაძარცვეს. ახალგაზრდა სეფიანთა სახელმწიფოსათვის მძიმე დარტყმა გამოდგა ეს მარცხი და იმპერია ქაოსმა მოიცვა. ჩრდილო-აღმოსავლეთით, ხორასანის პროვინცია შუააზიელმა უზბეკმა ხანებმა დაიკავეს. მეზობელი ოლქის, ფერგანის ხანი კი- ყანდაჰარის უტევდა. დამარცხებული ისმაილი ძლიერ გახდა დამოკიდებული ალკოჰოლზე და დროს ნადირობაში კლავდა. თუმცა ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, შაჰი ყველანაირ გამოსავალს ეძებდა, რომ ოსმალებისთვის სამაგიერო გადაეხადა და აღედგინა საკუთარი ავტორიტეტი მისსავე დაარსებულ იმპერიაში. ის მრავალ წერილს სწერდა ევროპელ და აზიელ მონარქებს ოსმალთა წინააღმდეგ კოალიციის შესაქმნელად. საბოლოოდ შეთანხმებას მიაღწია ეგვიპტის სულთანთან. გადაწყდა, რომ ოსმალთაგან თავდასხმის შემთხვევაში ერთმანეთს დახმარებოდნენ და შეთანხმებულად ემოქმედათ. ოსმალეთთან მეორე ომი უკვე მომწიფდა. სწორედ მათთან დაპირისპირების გამო ისმაილმა 1518–1522 წლებში 3-ჯერ ილაშქრა აღმოსავლეთ საქართველოში. 1518 წლიდან ქართლისა და კახეთის მეფეები და სამცხის ათაბაგი ყვარყვარე III სეფიანების ვასალები გახდნენ. 1522 წელს ისმაილმა თბილისი აიღო, გაძარცვა, ნარიყალას ციხეში ყიზილბაშთა გარნიზონი ჩააყენა და 15 000-მდე ქართველი ტყვედ წაიყვანა ირანში. იმავე წელს შექმნა ჰაბსბურგ-სეფიანთა ალიანსი ოსმალთა წინააღმდეგ, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ ალიანსი დაირღვა და სეფიანები მოკავშირის გარეშე დარჩნენ.
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «
This post has been edited by Катеньки on 21 Feb 2022, 13:38
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.