ეს აქ უნდა დავდო
არ შეიძლება ამ თემების დავიწყება
იმედია როცა რუსებს გავრეკავთ
ამ საქმეების გამოძიება მოხდება
---------------
დაფიონი
2007 წლის სექტემბერში კოდორის ხეობაში ქართულმა სპეცრაზმმა რუსი დივერსანტები გაანადგურა. მაშინ მომხდარს რუსეთის მხრიდან მკვეთრი რეაქცია და მუქარა მოჰყვა. მომხდარიდან ხუთი წლის შემდეგ, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემდეგ ქართველი სპეცრაზმელები პროკურატურაში დაკითხვებზე დაიბარეს, 2014 წელს კი ხუთი სპეცრაზმელი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.
სპეცრაზმელი დიმიტრი კორძაძე კი 2010 წელს ბათუმში მომხდარი ტერაქტის შედეგად გარდაიცვალა, მაშინ ტერაქტის ორგანიზებაში ბრალდებულები აცხადებდნენ, რომ მათ კორძაძის მოკვლის დავალება რუსული მხარისგან მიიღეს.
დიმიტრი კორძაძე - დაიღუპა 2010 წელს, 5 მაისს, ბათუმში. ის საკუთარ ავტომობილში აფეთქდა.
ალექსანდრე დანელია - დაიღუპა 2013 წელს. მისი გარდაცვალების ოფიციალური მიზეზია თვითმკვლელობა. სხვადასხვა მედიასაშუალებაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის 2013 წლის 24 ნოემბერს, ორი ტყვიით მკვდარი იპოვეს.
სერგო უბილავა - გარდაიცვალა 2014 წლის 17 მარტს. მისი გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზია ღვიძლის ციროზი.
ივანე ივანიძე - გარდაიცვალა 2014 წლის გაზაფხულზე ავტოკატასტროფაში.
ზვიად ლაგვილავა - დაიღუპა 2014 წელს, 28 ოქტომბერს, ზუგდიდში, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში, საკუთარ კაბინეტში მომხდარი აფეთქებისას. გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა წყლის გამათბობლის გაუმართაობა.
შალვა თათუხაშვილი - 2014 წლის 24 მარტს იმ დროს გავრცელებული ინფორმაციით, გულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრების განცხადებით, მასზე, სასურველი ჩვენების მოპოვების მიზნით, გამომძიებლებისგან ზეწოლა განხორციელდა. ცხედარზე აღენიშნებოდა დაზიანებები
არჩილ მამაგეიშვილი - ის 2016 წლის 18 ივლისს, აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით.
იური ლომიძე - ის 2024 წლის 7 აპრილს "ბეთლგრაუნდში" აფეთქებას ემსხვერპლა.
This post has been edited by aneri on 31 Mar 2025, 22:27