არ მოეწონათ, იწყინეს. ცნობილია, რომ როგორც ლომს, ქართველებს ამაყი და მედიდური ხასიათი გვაქვს.
ჩვენ გენეტიკურად გვიყვარს ფაფარზე ხელის გადასმა, მოფერება, მოფხანვა, ფუფუნება, როგორც მეფეთა ბუნებას შეჰფერის.
არადა, ფხანა ქეცმა იცის, ო. ხანდახან, ჯანსაღ კრიტიკას თითქმის ინფანტილურად მტრულ გამოვლინებად აღვიქვამთ. ხანდახან...
ზოგი კი ვირეშმაკობს და ამ ფხანვა-ფხანვაში ისეთ ქმედებაზე გვიყოლიებს, რაზედაც არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავთანხმდეთ.
ჩვენ საკმარისი სიბრძნე და გამოცდილება გვაქვს, რათა არ შევცდეთ, ვიფიქროთ მეტი, ვიყოთ უფრო ფრთხილნი და განვჭვრიტოთ მომავალი.
თუმცა როგორც ყველა ფისოს, ლომსაც შეუძლია ადგეს, გაგებუტოს და წავიდეს. ამიტომაც საგულდაგულოდ დაგვაბეს, რომ არ გავექცეთ.
გავაკეთოთ დაშვება, რომ ჩვენი გენეტიკური მახასიათებლები, ჩვენი ეროვნული ფსიქოლოგია ჩვენზე უკეთ სხვა ერებმაც შეიძლება იცოდნენ.
სწორედ ისინი გვიცნობენ, ვინც საუკუნეთა მანძილზე ძალიან ახლოს დგანან ჩვენთან და ქართველთა ეთნიკურ ხასიათს გულდასმით შეისწავლიან.
ზოგადად, ჩვენ საიმედო ერი ვართ. არც ისეთი ცუდები ვართ, როგორი დისკრედიტაციაც მიმდინარეობს ქართველთა მიმართ ათწლეულების მანძილზე.
ვერც ერთი ერი თუ ქვეყანა ვერ იტყვის ჩვენზე (და თუ დაგვდებს ბრალს, ძალიან უსამართლო იქნება), რომ მძიმე ჟამს ოდესმე ვუღალატეთ, "გადავაგდეთ", მოვატყუეთ.
ყველა ომში, სადაც ქართველობა სხვა ერებს გაჰყვა, საზარბაზნე ხორცად გავიწირეთ წინა ხაზზე მდგომები. დიახ, სხვის ომში გავიწირეთ თავები და გავწირეთ ჩვენი შვილები.
გავიხსენოთ, როცა ჩვენ დაგვჭირდა თავგანწირვით დახმარება სხვა ერების მხრიდან, რომელი ერთი გამოგვყვა ბოლომდე და რომელი გადაგვეფარა ფარად საკუთარი არსებობით?
სხვა საქმეა, რამდენად ღირდა და სწორი არჩევანი იყო ჩვენი მხრიდან იმ ომებში მონაწილეობა, რომლითაც უპირველესად სხვა ქვეყნებს მოვუტანეთ გამარჯვება და ძალაუფლება.
გვიღირდა და უნდა გავყოლოდით? ჩვენს მიერ გაწეული დახმარების ხარისხითა და რაოდენობით რა წვლილი შევიტანეთ საერთო გამარჯვებაში და სანაცვლოდ რა მივიღეთ...
დაგვიტოვეს კი სხვა არჩევანი და თუ დაგვიტოვეს, რამ შეგვიშალა ხელი, რატომ არ გამოვიყენეთ? შეგვეძლო გვეთქვა არა? იყო კი ეს გამარჯვება ნამდვილად გამარჯვება?
იქნებ ზუსტად რომ უარი უნდა გვეთქვა ამ ომებში მონაწილეობაზე და ეს იყო ჩვენი ვალი უფლის მიმართ, ეს იყო ჩვენი სულიერი მისია?!... და დღესაც.... ვიფიქროთ...
იქნებ, უნდა შევჩერებულიყავით და სხვებიც უნდა შეგვეჩერებინა - უნდა აგვეცილებინა ყველა ომი თავიდან, რამეთუ ეს იყო ჩვენთვის სწორი სტრატეგიული სვლა?
სად და როდის შევცდით? სიკეთე, დახმარება, გამარჯვება - როგორია ცნებათა ჩვენეული აღქმა, როგორია ჩვენი განცდა ჭეშმარიტი ფასეულობებისა?!...
ანდა, ჯანსაღი იყო და არის მომხმარებლური, არათანაბარი, უსამართლო დამოკიდებულება, რაც საქართველოს მიმართ გაუჩნდათ სხვა ქვეყნებს?
მადლიერებას ვინ ჩივის, მტრებადაც გამოგვაცხადეს. არათუ გასაჭირში მყოფებს არ დაგვეხმარნენ, იქით გაგვიჭირვეს და ზედ წიხლიც მოგვაყოლეს.
შანსი, რათა ქვეყნებს შორის არეული ურთიერთობები დაუბრუნდეს სწორ რელსებს, სწორედ უფლის მიერ რამოდენიმე საუკუნეში ერთხელ გვეძლევა.
მთავარია, ეს შანსი ყველა მხარემ დროულად დავინახოთ, გავაანალიზოთ ხელისშემშლელი ფაქტორები და ერთიანი ძალისხმევით გადავლახოთ ბოროტის ცდუნებები...
რამოდენიმე კითხვა:
მაშ, თუ სხვათათვის შეგვიძლია ომი, განა საკუთარი ქვეყნის ინტერესების დასაცავად არ შეგვიძლია თავგანწირვით ბრძოლა?!...
მაშ, სად მიედინება ჩვენი სულიერი, ფიზიკური თუ ინტელექტუალური ძალები და რესურსები, რა არსი იყენებს მას და რა მეთოდებით!...
მაშ, სად მიდის ჩვენი ცოდნა თუ ნაყოფიერება, ჩვენი თვითმყოფადობა თუ თვითკმარი ბუნება, რომელმა არსმა გვაქცია ძალადობით დონორად?!...
მაშ, როგორ მოვიშოროთ თავიდან ის ბოროტება, რაც ჩვენს ხარჯზე არსებობს, როგორც ვამპირი და არ გვაძლევს თავისუფლად არსებობის საშუალებას?!...
რატომ მოგვივლინა წმიდა სამებამ ამდენი განსაცდელი?!... განა შეიძლება უფალმა ის ჯვარი გვატარებინოს, რომლის ზიდვის ძალაც ჩვენ არ გაგვაჩნია?!...
იქნებ დროა ახლიდან გადავაფასოთ ჩვენს მიერ განვლილი გზა და დავინახოთ ისტორიის ის ღრმად დაფარული მხარეები, რასაც ვერ ვამჩნევდით აქამდე?!...
This post has been edited by Катеньки on 14 Feb 2022, 06:18
უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი შენი მხევალი ეკატერინე.
დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
წმიდა ხარ, წმიდა ხარ, წმიდა ხარ შენ, ღმერთო, ღვთისმშობელისა მიერ შეგვიწყალენ ჩვენ.