ზვიად კირტავა:
...კოვიდი არ გამქრალა, ის, რომ კოვიდის ბოლო - ომიკრონის ტალღა საქართველოში აპრილისთვის თავის თავს ამოწურავდა, მოსალოდნელი იყო და ჩვენი ბოლოსწინა ინტერვიუს დროს მეც ვივარაუდე.
ბოლო ინტერვიუში კი ვისაუბრეთ ჩინეთში შემთხვევების გახშირებაზე და შანხაის უმკაცრეს ლოქდაუნზე, რომელიც 2 თვე გაგრძელდა და 26 მილიონიანი ქალაქის ლამის პარალიზება გამოიწვია - არა თავად ომიკრონის ტალღამ, რომელიც დასავლურ ტალღებზე ბევრად ნაკლები იყო, არამედ მასზე ჩინური ხელისუფლების დრაკონულმა ნულოვანი კოვიდის ტაქტიკამ, რომლის ბოლო და ერთადერთ განმახორციელებლად ახლა სწორედ ჩინეთი რჩება.
ახლა შედარებით მაღალი გავრცელება რჩება ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში, სადაც ახლა ზამთარია. საქართველოში გვაქვს მეტნაკლებად სტაბილური სიტუაცია ბოლო თვეებში - დაახლოებით 500 შემთხვევა და ერთეული გარდაცვალება ყოველკვირეულად.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი პოპულაციური იმუნიტეტის მთავარი ღერძი ახლა ომიკრონის იანვარ - მარტის მასიური ტალღის შედეგად განვითარებული ბუნებრივი იმუნიტეტია. თუმცა ომიკრონით განპირობებული იმუნიტეტი 4-5 თვეზე მეტხანს არ ძლებს და ეს დამცველი ფარი ალბათ აგვისტომდე გასტანს. ამიტომ ტრადიციულად ოქტომბერი იქნება საფრთხის შემცველი, თუ მსოფლიოში ახალი ვირულენტური მუტაცია გაჩნდა
რაც შეეხება ბავშვთა მწვავე ჰეპატიტს და მაიმუნის ყვავილს, რამდენადაც მათი გადაცემა არ ხდება ჰაერ-წვეთოვანი გზით, მათ არ ექნებათ გავრცელების კოვიდისეული ტემპი.
თუმცა კარგია, რომ საქართველოში უკვე არის მზაობა მაიმუნის ყვავილის ტესტირებისათვის და ქვეყანამ ასევე წარადგინა განაცხადი ამ დაავადების ახალი სამკურნალო პრეპარატის მისაღებად. ასე რომ ალბათ, მაინც ხანშიშესულთა და რისკის მქონეთა დროული კოვიდ-ვაქცინაცია იქ ნება ოქტომბრის ტალღის პრევენციის ყველაზე რეალური საშუალება.
- და ეს ახალი ოქტომბრის ტალღა , თქვენი აზრით გარდაუვალია?- არა, ამას არ ვიტყვი. შეიძლება უფრო ნაკლები გავრცელება ჰქონდეს, ან უფრო დაბალი სიკვდილიანობაც კი ვიდრე ომიკრონს. კარგი იქნება, თუ მომზადებული დავხვდებით.
მაგალითად, ახლა, ზაფხულის პერიოდში მობილობა მკვეთრად იზრდება, ხოლო პირბადეს არავინ ატარებს. არადა, ცუდი არ იქნება, თუ რისკის მქონე ადამიანები, ხანშიშესულები და ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები მაინც გაიკეთებენ პირბადეს ხალხმრავალ ადგილებში.
პრევენცია უფრო იაფიც ჯდება და ნაკლებად საშიშიცაა, ვიდრე დაავადება...
https://www.interpressnews.ge/ka/article/71...abi-rusetistvis
რუსეთი უნდა დაინგრეს.