გამომხედონ საიდანაც უნდათ

გამყრელიძის მონა არ ვყოფილვარ მე, არც ამათ მოთხოვნაზე გამიკეთებია...
ამათი მკაცრი რეგულაციებიც მეკიდა, პირბადე იქნებოდა, ხელების დეზინფექცია თუ შეკრებებისგან თავის არიდება...
ვაქცინაციას რაც შეეხება, შტატებში ვიყავი მაგ დროს და ვხედავდი რა სასტავი იკეთებდა ვაქცინას, განათლების დონით თუ ინტელექტით საქართველოს მოსახლეობის 99% (ექიმიან-ოაციენტებიანად), ახლოსაც რო ვერ მივა...
არანაირი იძულება არ ყოფილა ვაქცინაციის, იყო მხოლოდ მოწოდება.
გეუბნებოდნენ რომ ვაქცინაციის შემთხვევაში შეგეძლო თავისუფლად გევლო ყველგან, თუ არავაქცინირებული იყავი, პირბადე გაგეკეთებინა...
ოღონდ ჩვენგან განსხვავებით არავინ გამოწმებდა მაღაზიაში ან კვების პუნქტში შესვლისას ვაქცინირებული იყავი თუ არა...
შენი გადასაწყვეტი იყო.
უბრალოდ გაიკეთებდი ვაქცინას და გული მშვიდად გქონდა, პასუხისმგებლობებს იხსნიდი.
ჩამოვედი აქაც და დამხვდა სავალდებულო პირბადე, რაც მეკიდა როგორც ვაქცინირებულს და ორჯერ კი დამაჯარიმეს 20 ლარით

გადავიხადე და ისევ მეკიდა...
არც კონტაქტობის გამო გადავსულვარ როდესმე იზოლაციაში, არადა ძაან ბევრჯერ ვიყავი, არც ვინმეს ნახვისგან შემიკავებია თავი...
მე პირადად რო არ გამეკეთებინა ვაქცინა, 99% დარწმუნებული ვარ ვერაფერს მიზამდა კოვიდი, რომც დავინფიცირებულიყავი, მაგრამ სხვაზეც დავიკიდე ვაქცინაციის შემდეგ, ვინც არ იკეთებს ვაქცინას, იმას თუ ჩემგან გადაედო, თავის თავს დააბრალოს მეთქი...
პანდემიის პირველ რამდენიმე თვეს თუ არ ჩავთვლით, არაფერში შემიზღუდავს თავი კოვიდის გამო.
ვაქცინამ გამაბლატავა...
შიშს რაც შეეხება, გაგეცინებათ და ვაქცინაციისას ყველაზე მეტად ნემსის შერჭობის მეშინოდა, ბავშვობიდან მეშინია ნემსის ))
ვაქცინამ რა დამაკლო არ ვიცი, მაგრამ რა მომი9მატა, ეგ კი.
სტრესში არ მიცხოვრია არც ერთი პიკის თუ ტალღის დროს, თავისუფალი გადაადგილების საშუალება მქონდა მსოფლიოში და პანდემიის სამი წელიც ისე გადავაგორე, რომ ვირუსი არ შემხვედრია...
ან შემხვდა და ვაქცინის და/ან ჩემი იმუნიტეტის წყალობით ისე გადავიტანე, ვერც მე ვიგრძენი და არც სხვას გადავდე...
ხო, ვაქცინაციის პონტში სან-ფრანცისკოს ID-იც ავიღე, 2026 წლამდე სან-ფრანცისკოელი ვარ, იქ ვარ ჩაწერილი

ყველაზე მაგარი მაინც ისაა, ფაქტია, რომ მსოფლიოს გადაუარა ამ ვირუსმა და სასტავი სიტუაციას გამყრელიძის ან ღარიბაშვილის ნათქვამიდან რო აფასებს

ვინც არ გაიკეთა აცრა და გადარჩა და ეხლა ნიშნის მოგებით ლაპარაკობს, მაგარი ვარო, ის ანტივაქსერებიც გაიხსენოს, რა ვირუსი, რის ვაქცინაო და დაინფიცირდნენ და დედა რო ეტირათ...
ანტივაქსერი კორონათი მკვდარი სასულიერო პირების თამადობით...
ვინც გეუბნებოდათ, თუ ვაქცინას არ გაიკეთებთ, 100% მოკვდებითო, იმათბ შეუძლია მოუგოს ნიშნი ყველამ და პატრონიც შეაგინოს ზემოდან...