ვახ, სახელმწიფო და მისი სუვერენიტეტი რისთვის არსებობს? 
არმია რისთვის არის? 
უყურე ვიდეოებს ომის დაწყებამდე 1 დღით ადრე და ნახავ რაც ხდებოდა 
ხალხი იხვეწებოდა ქართული არმიის შესვლას და მათ დაცვას 
მიშას არაფერი რო არ ექნა, ეს იქნებოდა ზუსტად ღალატი და საკუთარი მოსახლეობის მიტოვება 
მიშა გამოვიდა და ყველანაირ ცეცხლს ვწყვეტთო, დავჯდეთ და მოვილაპარაკოთო, ფართო ავტონომიას მოგცემთო, ყველას ამნისტიას მოვახდენო(მათ შორის კოკოითის) და რუსეთი იყოს თქვენი ავტომონიის გარანტიო 
ამაზე მეტი რაღა უნდა ეთქვა მშვიდობის სანაცვლოდ? 
მაგრამ კრემლში ომის გადაწყვეტილება მიღებული იყო და აზრი არ ქონდა ჩვენ ვუპასუხებდთ თუ არა 
რომ არ გვეპასუხა, დიდი იყო შანსი ქვეყნის სრული ანექსიის 
დაზვერვა იძლეოდა უტყუარ ინფორმციას, რომ რუსული არმიის ნაწილების მასობრივი მობილიზაცია იყო როკის გვირაბთან და დაწყებული იყო მათი შემოსვლა 
ჩვენ რომ არ გვეპასუხა, რუსეთის გეგმა იყო მაქსიმუმ 24-36 საათში სწრაფად ქალაქების და მისი ადმინისტრაციული შენობების დაკავება, სამცხეში აამყრალებდა სიტუაციას, მე-5 კოლონა თბილისში ყვავილებით შეეგებებოდა და სანამ დასავლეთი გამოიღვიძებდა თბილისის თავზე უკვე რუსული დროშა იფრიალებდა და დღეს ვიქნებოდით ყირიმივით რუსეთის გუბერნია 
რაც ყირიმში ქნეს(მწვანე კაცუნების ოპერაცია) იგივე უნდოდათ აქ 
მაგრამ ვიმეორებ, ჩვენი არმიის გმირული წინააღმდეგობით(რამაც რამდენიმე კრიტიკული დღე მოგვაგებინა), დასავლეთის ყველა კარის ატალახებით(მიშა ბუშს დღეში რამდენჯერმე ურეკავდა და იმოქმედეო, ტელეფონშიც კი უყვიროდა), უპრეცენდენტო მხარდაჭერით(ძირითადად პოლონეთი-უკრაინა) და მიშას არ გაქცევით(ჟორდანიას ხელისუფლების მაგვარად) ქვეყანა სრულ ანექსიას გადაურჩა 
მიშამ კი ვმეორებ, ბრძანება გასცა მოწინააღმდეგის საცეცხლე წერტილების ჩასახშობათ და კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენათ დაწყებულიყო ოპერცია
ჩვენ არცერთი ტყვია რუსეთის ტერიტორიის მიმართ არ გვისვრია 
შენს ტერიტორიაზე კი ომს რომც გინდოდეს ვერ დაიწყებ იურიდიულად
ასე, რომ როგორც იურიდიულად, ასევე პოლიტიკურად და სამხედრო მნიშვნელობით 
მიშას გადაწყვეტილება იყო აუცილებელი, სხვა გზა მას არ ჰქონდა 
და იმოქმედა, ისე როგორც ყველა ღირსეული სუვერენული ქვეყანის მთავარსარდალი იზავდა 
ეხლა შენ თუ მიშას პირადი ზიზღი გაქვს და ყველაფერში მაინც მას ხედავ დამნაშავედ, ეს სხვა თემაა  
  This post has been edited by DIDGORI-GEO on 18 Feb 2022, 20:09