ბანკები რო მირეკავენ დღეგამოშვებით და წინასწარ დამტკიცებული სესხი გაქვსო და 30%-ში უნდათ შემომტენონ, ეგ არაა პარაზიტობა?
ყოველი თეთრი რომ მნიშვნელოვანია, სუპერმარკეტში ძვირია და ბაზარში მივდივარ პროდუქტების საყიდლად და გამყიდველი წონაში მატყუებს და დამპალი ხილის ან ბოსტნეულის შემოპარებას ცდილობს, ეგ არაა პარაზიტობა?
ტიპები პოლიტიკაში იმ მიზნით რომ მიდიან, რომ ფული იშოვონ, არ არის პარაზიტობა?
ექიმთან რომ მივდივარ და რაღაც კონკრეტულ ძვირ წამლებს მიწერს იმის გამო, რომ იქიდან საკომისიოს იღებს მერე, ეგ არაა პარაზიტობა?
ბარში რო ხართ სასტავი შესული და 20 კათხა ლუდს დალევთ და ანგარიშში 24-ს ჩაგიწერენ, მაინც ვერ მიხვდებიანო, ეგ არ არის პარაზიტობა?
კიდევ რომელი ერთი ჩამოვთვალო...
არაკეთილსინდიდიერ სამყაროში ვცხოვრობთ და მაინცდამაინც ამ ტიპებზე რატოა ეგეთი აღშფოთება, დიდ მაყუთს რო შოულობენ იმის გამო?
ბაზარში წონაში მომტყუებლის არაკეთილსიდისიერების მიმართ რატო არაა ეგეთი დამოკიდებულება...
თანამედროვე განვითარებადი სამყარო ესაა - უნდა შეტენო ვიღაცას პროდუქტი რომ ფული იშოვო...
დაბალგანვითარებული სამყარო გაყიდვებით შოულობს ფულს და ცხოვრობს...
ვინაა ჩვენში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კადრი, ვისაც ბევრის გაყიდვა შეუძლია, ის კი არა ვინც ქმნის რამეს...
და ჰაერის გამყიდველი უხარისხო პროდუქტის გამყიდველზე ნაკლებად არ მიმაჩნია მე...
ძაანაც კარგი, ეგ ახალგაზრდები მაგ ჰაერის გაყიდვით საკაიფო ფულს თუ შოულობენ და მონებად არ უწევთ მუშაობა.
აგერ წეღან ერთი ნაცნობი ფბ-მეგობრის პოსტი ამომივარდა, წარმატებული ბიზნესვუმენია... წუხს, რომ კადრების მოძიება ვეღარ ხერხდება.
ოღონდ აქამდე ნამუშევარი კადრი კი არ უნდა, გასაზრდელი კადრი უნდა.
პირდაპირ რომ ვთქვათ, კაპიკებზე რო ამუშაოს მონასაავით, ეგეთი კადრი...
თან ამბობს, მთელი ახალგაზრდობა გლოვოში მიდისო...
თითქოს გლოვოში მუშაობა ტეხავდეს და ვიღაცის თანაშემწე რო ხარ და ფურცლების მიატანა-მოტანაა შენი საქმე, ეგ საამაყო და პრესტიჟული...
ურჩევნიათ დღეს აიღონ 3500 ხელფასი და ვერ განვითარდნენ, ვიდრე მე გავავითარო და 4 წელში თავისით ავიდნენ მაგ 3500-ზეო

განვითარება ოფისში გამოწკეპილი ჯდომა, უფროსის თვალებში ყურება და მონური თავდაუზოგავი შრომა გონია...
იქ ვიღაც ფრენდმაც დაუკომენტარა, არანაირი კადრის საშუალება არ არისო, ახალგაზრდას ვეღარ ნახავ ან გლოვოში რო არ მუშაობდეს ან საზღვარგარეთ არ იყოსო...
მერე ვიღაცამ დაუპოსტა, იმ უცხოეთში რო მიდიან, იქაური ხელფასები შეადარე აქაურსო.
და ამან იქ ან მძღოლად მუშაობენ ან ავეჯს ეზიდებიანო, აქ კიდე ვითარდებიან საქმეშიო...
ანუ ოფიში კლერკად რო მუშაობ და 1000 ლარს იღებ და წლების შემდეგ 5000-ზე ადვლის იმედი გაქვს და ამ დროს თვიდან თვემდე ვერ გაგაქვს თავი, ბინას ვერ ყიდულობ, კაპიტალს ვერ აგროვებდ ა ა.შ... განვითარებაა და ვიღაც ფიზიკურად რო მუშაბს და 2-3 წელში შოულობს იმდენს, შენ რო 10-15 წელში ვერ იშოვი, ეგ არაა განვითარება

ჯერ ამ ქოუჩების დდშვც, განვითარებას კარიერულ წინსვლას რო ეძახიან და ხალხს აზომბირებენ.
მუშა-ხელისთვის იმის ჩანერგვა უნდათ, რომ სხვისი განვითარებისთვის თავდაუზოგავი შრომა და თავიანთთვის კაპიკების გამომუშავებაა განვითარება...
ბუღალტრის თანაშემწედ რო დაიწყებ მუშაობას და 7-8 წელში მთავარი ბუღალტერი გახდები და 1000-დან 5000-მდე გაგეზრდება ხელფასი, განვითარდი თურმე

ხო და ნახუი.
დარჩნენ ბიზნესები მუშა-ხელის გარეშე.
მივესალმები ყველა იმ ახალგაზრდას, რომელიც ფულს შოულობს ისე, რომ აქაურ ღორ ბიზნესმენებზე არ არის დამოკიდებული.
თუნდაც თაღლითური პროდუქტით შოულობდნენ...
ეგ ე.წ. ქოლცენტრის თანამშრომელი არანაირად არაა ჩემთვის ბანკის გაყიდვების მენეჯერზე უარესი...
This post has been edited by Frankens†ein on 11 Nov 2022, 17:02
Mens sana in corpore sano...