რა წინასწარი პანიკებია და რა შიშებია...
არაფერი არ მომხდარა ჯერ ისეთი. ე.წ. ,,მცირე შეჭრაც" არ მომხდარა, არ წაწეულა ხუილო შიშოვიჩი წინ.
ამიტომ იქნება ლაითი სანქციები.
გახსოვთ რას ითხოვდა პუტინი? ოფიციალური წერილობითი გარანტიები რომ უკრაინა (საქართველო) არასოდეს არ შევიდოდნენ NATO, თვითონ NATO კიდევ უნდა დაბრუნებოდა 1997 წლის პოზიციებს თუ არადა ფართომასშტაბიანი ომით აგვარებდა ამას. მიიღო რაიმე? ვერა. "დაჟე" თეთრმა სახლმა დროებითი "მორატორიუმიც" კი უარყო, პუტინის მოგონილია და ღია კარის პოლიტიკა ძალაშიაო.
ამის მერე რა ქნა პუტინმა? აღიარა დონბასი. განა აქაც და პრესაშიც არ იწერებოდა რომ ხუილოს სრული ჩასვრის და გასხმის შემთხვევაში დონბასს აღიარებსო. დონბასიც ვერ მიაქვს ჯერჯერობით მთლიანად, იძახის ადმინისტრაციულ საზღვრებში ვაღიარეო, მაგრამ მარიუპოლზე და კრამატორსკზე ვერ იწევს. ამ მომენტისთვის ასეა. ყველაფერი თუ ასე დამთავრდა უკრაინა კი არა ხუილოა დამთავრებული. სახის შენარჩუნებაც გაუჭირდება. (მიუხედავად იმისა, რომ ეს აღიარება სახის შენარჩუნების მცდელობა იყო)
ამის ფონზე მოულოდნელად გერმანიამ იმისთანა სანქცია ხია სრულმასშტაბიანი შეჭრის დროს არ მეგონა თუ იზამდა - გააჩერა ჩრდილოეთის ნაკადი 2.
ინგლისმა და ამერიკამ წინასწარი სანქციები დაანონსეს, (ინგლისმა რეალურად საკმაოდ ძლიერი) რის გამოც ოლიგარქები დაკარგავენ თანხებს, ქონებას, მოგზაურობის შესაძლებლობას. სხვათაშორის ინგლისის სპეცსამსახურებმა დაანონსეს რომ უკვე "ვერხუშკა" უკმაყოფილოა პუტინითო.
არადა ჯერ არ შეჭრილა ტიპი, სადაც იდგა ის აღიარა რეალურად.
სანქციების ფსიქოლოგია კიდევ ასეთია, სულ უნდა არსებობდეს უარესი ანუ შეკავების მექანიზმი. ხუილომ უნდა იცოდეს რომ რაც მეტს წაიწევს სანქციები უფრო დამანგრეველი იქნება. ზელენსკი რომ იძახის ახლავე დაადეთ ყველაფერიო, დღესვე რომ გათიშონ სვიფტიდან, პერსონალურად დააყადაღონ ყველა მილიარდერის ქონება, პერსონალური სანქციები მთელს რუსეთის მთავრობაზე, ხუილოს ჩათვლით, შეიძლება ვაბანკზე წავიდნენ, მაინც გვშლიან ან სახელმწიფოებრიობას გვინგრევენ და დავაი დავცხოთო, ახლა ეტაპობრივად წავა ყველაფერი.
ვნახოთ ჯერ, გაბედავს კი ხუილო მასშტაბურ ომს და თუნდაც ლუგანსკი/დონეცკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლას?
რეალურად ეს არის მნიშვნელოვანი.
თუ ვერ გაბედა ეს ამ ფორმაციის რუსეთის დასასრული და ხუილოს ჩამოშლის დასაწყისია. ტიპი ვეღარასოდეს დაესხმება უკრაინას, თუ ამას ვერ შეძლებს ახლა, მითუმეტეს ვერ შეძლებს 2-3 წელიწადში. კიევში ასეთი დაპირისპირების ფონზე აღარ მოვა პრორუსული ხელისუფლება აღარასოდეს და უკრაინის NATO-ში ინტეგრაცია შეუქცევადი გახდება. თანაც ეს ყველაფერი იმის ფონზე რომ ხუილოს მიერ "აღიარებული", ანექსიისთვის გამზადებული ფსევდოწარმონაქმნების 65% ოკუპირებული ექნება უკრაინას.
ვნახოთ რა მოხდება.
აი, ხუილო თუ შექანდა უკრაინაში და იქ დიდი ომი წავიდა და ამ დროს დასავლეთმა არაფერი ქნა მერე ვილაპარაკოთ მძინარე ჯოზე.
This post has been edited by გ ი ო რ გ ი on 22 Feb 2022, 22:33
"We come from our childhood" (A. De Saint-Exupéry)