
აშშ-მ რუსულ ბანკ „იუნისტრიმს“ და ამავე სახელის ფულადი გადარიცხვების სისტემას სანქციები დაუწესა.
„იუნისტრიმი“ იყო ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა რუსეთიდან ფულის გადარიცხვისთვის, იტყობინება რუსული მედია.
„ნეტგაზეთის“ დაკვირვებით,
საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებისთვის ეს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სისტემა იყო ფულის გადმორიცხვისთვის. მიუხედავად „იუნისტრიმის“ სანქცირებისა, რუსეთიდან ფულის გადმორიცხვა შესაძლებელი რჩება, მაგალითად, „ზოლოტაია კარონას“ სისტემით.
https://netgazeti.ge/news/681014/