გეთანხმები, სწორი მსჯელობაა.
აი ასეთი ანალიზიც დაიდო მცოდნეების მიერ რუსების კოლონების სირბილის და სიტუაციის ასახსნელად:
მეორე დღე (გუშინ ანუ) დაიწყო იმით, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმების ანალიზი
რომელიც ემთხვევა ყველა სხვა ანალიტიკოსების ხედვას და მოკლედ ძალიან ნათლად გამოჩნდა რო რუსები ძირითადად გვერდს უვლიან დიდ დასახლებულ პუნქტებს და გარბიან კიევის შესატევად უნდა გვესმოდეს რო ეს ხდება “ძირითადად”, ეს არ ნიშნავს რო თითო ბატალიონი არ რჩება ქალაქის შესაწუხებლად და რო “გვერდ ავლილ ქალაქში” სიმშვიდე იქნება მარა მსხვილ დასახლებულ პუნქტს ვერც ერთი, და ვერც ხუთი ბატალიონით ვერ დაიკავებ გზებზე აქა იქ ტოვებენ ოცეულს ან ასეულს და მართავენ ბლოკპოსტებს, ხან არავის არ ტოვებენ და რუსული კოლონის გავლის შემდეგ - გზა ისეა თითქოს არავის გაუვლია უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ გამოსცა მოწოდება - ნუ გაატარებთ ოკუპანტებს კიევისკენ მშვიდად, შეაწუხეთო. იმიტო რო ოფიციალურად მიგრიალებენ კოლონები მაქსიმალურ სიჩქარით კიევზე და როდემდე უკრაინელებმა დაიწყეს ხიდების აფეთქება სწორ მიმართულებებზე (ზედმეტი ხიდის აფეთქება არ შეიძლება, იმიტომ, რომ აფეთქებული ხიდი გიცავს მტრისგან - მარა წყვეტს შენი დასახლებული პუნქტის მომარაგებას და 1-2 კვირის მერე ძალიან გაჭირდება იმ დასახლებულ პუნქტში საჭმელიც და ყველაფერიც, მარა 1-2 კვირა გაძლონ და მერე იფიქრებენ…).
ამ ყველაფრის შედეგად, ჯერაც არ მისულა რუსული მძიმე ტექნიკა კიევის შემოგარენამდე, ჩრდილოეთიდანაც კი სამხრეთის მიმართულებაზე ნელ-ნელა გასაგებია რო მაქედან რუსები არ და ვერ მოვლენ, 400კმ-ია ხერსონიდან და ჩრდილოეთიდან ბევრად ნაკლები მანძილის დაფარვაზე გაიჭედნენ რუსები და…
არ გამოდის თურმე მარშბრასოკები მტრის ზურგში ადვილად
სად წავიდა ის კოლონები რომლებმაც პირველ დღეს დილას მოასწრეს გადარბენა დნიპროზე - უცნობია
გუშინ დღისით, ყირიმიდან წამოსულმა შენაერთებმა, ხერსონი აიღეს(მესამედ) და წავიდნენ ოდესისკენ, აბსოლუტურად არანაირი პრინციპული მნიშვნელობა ამ ოპერაციებს არ აქვს, გარდა იმისა, რო უკრაინული სამხედრო ნაწილები ვერ იღებენ გადაწყვეტილებას წამოვიდნენ უკან - კიევის დასაცავად თუ იომონ იქ
იმ განსხვავებით რო ოდესიდან წამოსვლას აზრიც არ აქვს, იმხელა მანძილია, ვერ ჩამოუსწრებ
მარა მეორეს მხრივ - რუსებს ისე გაეწელათ ამბავი რო ვაიდა გაძლოს კიევმა 3-4 დღე და მაშინ ჩამოუსწრებდი და იქნებ 5-6 დღეც გააძლებიებდი
(რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას იღებს ცენტრალური მმართველობა, მარა ეგენი ვერ წყვეტენ, უბრძანონ წამოსვლა თუ დატოვონ)
დღის განმავლობაში მეტი არაფერი დიდად აღსანიშნავი არ მოხდა. კიევში მთელი დღე, სამოქალაქო მანქანებით - იპარებიან სადესანტო ჯგუფები, 3-5 კაცის შემადგენლობით, რომლებიც “იბუდებენ” სადმე და მერე მოულოდნელად იწყებენ სროლას ქალაქის რანდომ წერტილში და იწვევენ არეულობას.
ყველა სროლის დაწყებისას ქალაქში(კიევში) - ირთვება რუსული დეზინფორმაციის მანქანა და ყველა ფორუმებზე წერენ რო ვსიო, დაეცა კიევი, ტექნიკა კიევში, ყველაფერი კიევში, 20 წუთში ინციდენტი იწურება, 1 საათი იხარჯება დეზინფორმაციის გადაფარვაზე რო ხალხო არა, არავინ არსად არ დაეცა.
კიეველები ჯერ ეხლა იწყებენ სროლის მიჩვევას და ყველა ავტომატიდან გასროლა დიდი ისტერიკაა, მძიმე ტექნიკა რო მოვა მერე დაიწყებენ მიხვედრას რას ნიშნავს სროლა და ეს მაიმუნობები რო მაიმუნობები იყო თურმე. მეტი დღემ ჩაიარა მშვიდად სინამდვილეში, გამოჩნდა რო რუსები “გაიბლანდნენ” ამ გადაადგილებაში და თავისივე თავს შეუქმნეს პრობლემები ამ “გრძელი გადასროლის” ტაქტიკით. რუსები გადავიდნენ ბევრად უმისამართო სროლაზე და მშვიდობიანი მოსახლეობის დაზიანებაზე, რაც იწვევს მოსალოდნელ გაბრაზების ეფექტს. ეხლა ძალიან მნიშვნელოვანია, ზურგში ჩატოვებულმა ქალაქებმა, თვალები გაახილონ, გამოვიდნენ ქალაქებიდან და დაიწყონ გზების გადაკეტვა (რაც ძალიან სარისკოა როცა ჰაერი მტრის ხელშია და ღიაზე თუ გიპოვეს მოგხვდება დაბომბვა, ამიტომ იმალება ყველა ქალაქებში და ტყეებში) - ეს ძალიან გაზრდიდა კიევის შანსებს. გამოჩნდა უკრაინული ტექნიკაც რომლებიც ქალაქებში ხიდების ქვეშ და დიდ პარკინგებზე ემალებიან ჰაერის და ელოდებიან მოწინააღმდეგეს,რომელიც არ მოვიდა(და წავიდა კიევზე). კიევის შემოგარენშიც უამრავი ტექნიკა და ბრიგადებია, მაგრამ კიევი არ დაკეტილა და მანქანებით, სამოქალაქოებში გადაცმული დივერსანტები აღწევენ შიგნით (ალბათ დღეს აიკრძალება მანქანებით მოძრაობა, ვინც სად მიდიოდა - უნდა მისულიყო უკვე და აწი ვსიო).
ქალაქში შიგნით, ანუ შემოგარენის მერე, მუშაობა უწევს პოლიციას და მოხალისეებს, დარიგდა 20 000 ავტომატი.
ასე დაღამდა
უკვე ღამით (25-დან 26-ზე ღამით) - იყო ბევრი გადაადგილება უკრაინული ნაწილების - გზებით, კიევისკენ, უმეტესობა გადაადგილებამ ჩაიარა ექსცესების გარეშე(იყო დანაკარგებიც).
ღამის 2 საათისკენ უკრაინელებმა ჩამოაგდეს რუსული სადესანტო IL-76 კიევის თავზე, შიგნი მჯდომი VDV ბატალიონი განადგურდა მასთან ერთად ჰაერში მეორე IL-76 ჩამოაგდეს უკვე დილის 4-სკენ, მაგრამ დესანტმა მოასწრო გადმოხტომა, ეს ხდება კიევიდან სამხრეთით 25კმ-ში, ვასილკოვოსთან. სადაც აღმოჩნდა რომ არის დაუზიანებელი აეროდრომი(რუსებმა თვითონ არ დააზიანეს და შემოინახეს ანუ), მიწაზე დახვდათ მე-40-ე ბრიგადა, მიმდინარეობს ბრძოლები.
აეროდრომის ხელში ჩაგდება ნიშნავს რო VDV მოვლენ ტალღად და მოიტანენ ტექნიკას, მჩატეს მარა მაინც, ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება მანდ ბრძოლებს დღეს სავარაუდოდ იქნება კიდევ დესანტირების მცდელობები. ვასილკოვოს მერი წერს, რომ ქალაქში გაფანტულია vdv და ბრძოლა მიდის ყველა ქუჩაზე ცალ-ცალკე. ამ ჩამოგდებებისას გამოჩნდა რომ უკრაინას გადაურჩა მინიმუმ ერთი ბატარეა C-300 (რომლებმაც განახორციელა ორივე გასროლა IL-76-ებზე),
რაც არ გამოჩენილა 2 დღეა, არის ბუკები და ტორ-ები (ჰაერ საწინააღმდეგო თავდაცვა, შედარებით ბევრი ჰყავდათ ესენი) - სამწუხაროდ ისე ჩანს რომ უმეტესობა გადანგურებულია

გზაზე, ღამით, კიევისკენ დახევისას შენიშნეს ბუკი რომელიც ააფეთქეს რუსებმა

კიევში დილისკენ ისევ გამოჩნდნენ დივერსიული ჯგუფები (სწორად გაიგეთ, ესეც VDV-ა ოღონდ ვერტმფრენებით რო მოიყვანეს) - ისევ, ყველა გასროლაზე კიევში - იწყება ტალღა დეზინფორმაციის რო ვსიო, კიევი დაეცა, საკუთარი არტილერია ბომბავს საკუთარ ქალაქს, ვსიო, დავემხეთ. მერე დაიდება ვიდეო და ჩანს რო ნაღმ ტყორცნი ცდილობდა ჩასაფრებული ჯგუფის ამოგდებას. რამენაირად უნდა გადალახოს პანიკა კიევმა და შეეჩვიოს რო ავტომატის სროლის ხმა არის აწი სიმშვიდე და ახალი ნორმა. ყველაზე დიდი ხიფათი გუშინაც და დღესაც - კიევში, არის მეგობრული ცეცხლი, სამწუხაროდ იმის გამო რო vdv-შნიკები მასიურად, გეგმაზომირად, წამოღებული აქვთ ტანსაცმელი - იცვამენ “გრაჟდანებს” - ძნელია გარჩევა, ხშირია შემთხვევები უკრაინული სამხედრო მანქანის მარტო გამოჭერის, ყველას დახოცვის, მათი ფორმების ჩაცმის და ქალაქში ისე შევარდნის (სამი ასეთი იყო რაც ვიცით). სამწუხაროდ იქნება ტრაგიკული შემთხვევები რომლებიც სავარაუდოდ გამოიწვევს დიდ რეზონანსს (რუსები ყველაფერს იზამენ რო გამოიწვიოს) და დაასუსტებს ქალაქის დაცვის მორალს, რო აი - უკრაინელები, უკრაინელებს ხოცავენო. არადა ეგ გარდაუვალია, სამაგიეროდ ქალაქის დაცვის უნარიანობა, რეალური, გაზრდილია წარმოუდგენლად, ანუ თუ არ დანებდა - კიევის “დამარცხება” ამ ეტაპზე წარმოუდგენელია სამხედრო თვალსაზრისით.
რას მოველოდეთ დღეს:
რომ ბოლოს და ბოლოს მოვლენ რუსული ბრონეტექნიკის მოწინავე ნაწილები კიევთან, სავარაუდოდ მოვლენ დაფანტულები, სავარაუდოდ ექნებათ დიდი დანაკარგები იმიტომ რომ პერიმეტრზე სულ უკრაინული ტექნიკა და ჯაველინებია(საუბარია რო კიევიდან 20კმ-ში არაა ჯერ არავინ, არც 40-ში, მანდ დგას დაცვა და ჯარი... vdv რო გადმოხტა, ზედ დაახტა დამცველ ბრიგადას.
გახშირდება რუსების მხრიდან მარადიორობა, გახშირდება გზაზე დაყრილი მიტოვებული რუსულ ტექნიკა.
იქნება შეტევის მცდელობები ოდესაზე, სავარაუდოდ იქნება პირველი საზღვაო დესანტიც (სერიოზული დესანტი).
იმიტომ რომ ნიკოლაევში ხიდი ააფეთქეს უკრაინელებმა(და ნიკოლაევიც არ დაცემულა ჯერ, არადა მანდ გვერდს ვერ აუვლი, უნდა გაიარო ნიკოლაევი რო ოდესაზე წახვიდე ხერსონიდან) - და სავარაუდოდ ეგ შეტევა ჩაიფუშება.
იმავდროულად ხერსონის გვერდით - ახალი კახოვკა და ჰესი ისევ უკრაინელების ხელში (პირველ დღეს შემოგრიალდნენ მანდ ტანკები და გაიარეს, მერე გამოფხიზლდა უკრაინა და დაიბრუნა და მას მერე არ დაუკარგავთ).
კოლონები გამოჩნდნენ პოლტავასთან(ხარკოვიდან მომავალი, ვინც გვერდი აუარეს ქალაქს) და იქაც არის ბრძოლები, სცენარი იგივე, მოვიდნენ, 1 ბატალიონი დარჩა, დანარჩენები წავიდნენ.
ყველა უკრაინული ქალაქის მერი, წერს რო კონტროლი ქალაქზე - უკრაინის მხარეს არისო(ხშირად მშვიდად სძინავთ, იმდენად).
რამდენიმე ქალაქის შიდა ლაივ კამერებზე, სამწუხაროდ - გამოჩნდა ტექნიკის მოძრაობა, რაზეც ჯერ აწიეს ისტერიკა ვაიმე რუსებს დაუკავებიათო (სუმი მაგალითად), მერე რუსებმავე დაწერეს უკრაინელების არის დააკვირდითო და ეხლა უარესი შედეგია.
გამოჩნდა რო ქალაქში ოხრად იყო ტექნიკა დამალული და რო ტექნიკა ამოძრავდა (სავარაუდოდ კიევისკენ).
ჩემი აზრით დღეს იქნება კიდევ რამდენიმე დესანტირების მცდელობა, იქნება მცდელობა ქნან ის რაც პირველ ღამეს უნდოდათ - დაიკავონ აეროდრომი და გადმოსვან სერიოზული დესანტი. ეს თითო ბატალიონები კი “აცხელებს” სიტუაციას მარა სტრატეგიულ დონეზე სემიჩკაა, და სამხრეთიდან კიევს საფრთხე შეექმნება მხოლოდ მაშინ როცა აეროდრომზე დაიწყებენ სადესანტო თვითმფრინავები დაჯდომას, რაც ასევე მომარაგებას მოუტანს რუსებს და ასევე ცუდია
მოკლედ აეროდრომი არ უნდა დარჩეთ რუსებს არცერთი, რო კიევის დაცვა არ გართულდეს.
ზოგადად ის VDV რაც ეხლა დესანტირდება არის რუსეთის ელიტის ელიტა, მაგათ “მეტი” არავინ ჰყავთ რუსებს, კადიროვებიც მოვლენ და მორჩა და ფრიად ადვილად ხდება მათი ლიკვიდაცია, ხმაური კი ბევრი იწევა(რუსული დეზა ყველაფერს შვება ამისთვის), მაგრამ რეალურად 3-5 კაციანი ჯგუფები ადვილი სანეიტრალებელია, პოვნაა თავიდან რთული, აი 2-3 ბატალიონი VDV ერთად ბევრად რთული პრობლემა იქნება, მარა ჯერ ვერ შეიკრიბნენ.
ზოგადად უკრაინის სამხედრო ძალების დანაკარგები მიზერულია (ომის მასშტაბთან შედარებით). უბრალოდ უმეტესობა საერთოდ გამოთიშულია ბრძოლიდან და ჩვენსავით მაყურებლად არი გადაქცეული, უნდა რამე ქნას ამაზე კიევმა - რო ვინც უსაქმოდ არის - ამოძრავდეს და იმოძრაოს სანამ ვინმესთან შეტაკებაში არ შევა, რო დააბას რუსები.
ვითომ კაიაო - რეზერვად შეავსებენ დაცვას მომავალ დღეებშიო, მარა მომავალი დღეები სავარაუდოდ არ იქნება.
სავარაუდოდ დღეს იქნება მოლაპარაკებები და იმისთვის რო უკრაინა არ წავიდეს დათმობებზე - მნიშვნელოვანია მიწაზე რუსებს არ ჰქონდეთ წარმატება და ჩანდეს რო სადაც ნახულობენ იქ ადუღებენ რუსულ ნაწილებს. მოკლედ უნდა მოველოდეთ ამას:
რომ იქნება მოლაპარაკებები და დიდი შანსია დაზავდნენ, რომ იქნება კიევზე პირველი შეტევა მძიმე ტექნიკით (და დიდი პანიკა რუსი დეზინფორმატორების მხრიდან) - მარა კარგად არი დაცული ქალაქი მაგ მხრიდან, 2 დღეა ელოდებიდან დღეს ვერ გაარღვევენ (რუსები კიდე დაშლილები არიან). მთელი დღე იქნება VDV-ს მცირე ჯგუფების თავის წამოყოფა ყველაზე მოულოდნელ ადგილებში, მათ შორის შესაძლოა თავდასხმა პირადად ზელენსკიზე და ა.შ..
დღისით დესანტირება დიდი სადესანტო თვითმფრინავებით არ არის მოსალოდნელი(თუ არ გააფრინეს), მარა საღამომდე თუ არ მოხერხდა აეროდრომის დაცვა - შემდეგი ღამე უარესი იქნება.
უნდა დავაკვირდეთ რამდენად უკრაინა გადავა Business as usual რეჟიმზე, პანიკამ უნდა დაიწყოს კლება და მეთოდური უნდა გახდეს მათთვის ომი. ყველა მეკითხება პროგნოზები რა არისო. ვერანაირი პროგნოზები ვერ არის, ვერც კარგი, ვერც ცუდი.
ის ფაქტი რო “50/50”-ზე, რუსეთის საუკეთესო ნაწილების წინააღმდეგ - უკვე საოცარი პასუხია დამიჯერეთ, არავინ ამას არ ელოდა.
მთავარი რაც უნდა ვანხოთ - არის დიდი სახმელეთო შეტაკებები კიევის გარშემო, ეხლა რასაც ვუყურებთ ყველაფერი სემიჩკებია, ასე რუსეთი ვერარფერს ვერ მოიგებს - მარტო დეზიფონრმაციას თამაშობს.
This post has been edited by grou on 26 Feb 2022, 18:45