DIDGORI-GEO
ანტიბიძინისტი,ანტიპუტინისტი

        
ჯგუფი: Members
წერილები: 39116
წევრი No.: 131463
რეგისტრ.: 19-May 11
|
#58959394 · 3 Mar 2022, 03:15 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
განახლებული ინფორმაცია ამ დროისათვის არსებული ვითარება(მე-7 დღის შეჯამება) ზოგადად, შეიძლება ითქვას რომ დღეს კვლავ ბევრი ტყედ ჩავარდნილი რუსი სამხედრო და მიტოვებული სამხედრო ტექნიკა ვიხილეთ და რაც დრო გადის მათი ეს რაოდენობა მნიშვნელოვნად იმატებს, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსულ არმიაში გრძელდება მასიური დემორალიზება და კიდევ უფრო მძიმდება ვითარება. ასევე აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვნად იკლო რუსების მიერ ფრთოსანი(კალიბრი) და ტაქტიკური(ისკანდერი) რაკეტების გამოყენებამ, რაც მეტყველებს რომ მათი მარაგები ამ კუთხით მნიშვნელოვნად მცირდება. თუმცა, ნელ-ნელა უფრო მეტად რთავენ ავიაციას, რაც მათ დანაკარგებს ამ კუთხით კიდევ უფრო გაზრდის(გუშინ დადასტურებულად ორი შვეულფრენის დაკარგვის შემდეგ დღეს ვიზუალურად დადასტურებულად დაკარგეს ერთი სუ-25 და ერთი KA-52 ალიგატორი). აღსანიშნავია, ის ფაქტიც, რომ უკრაინელებმა დღეს პირველად ომის დაწყებიდან მოახდინეს შეტევითი ოპერაცია, კერძოდ კიევის დასავლეთით უკრაინის არმიის მე-14 მექანიზირებული ბრიგადისა და 95-ე სადესანტო მოერიშე ბრიგადის ნაწილების ერთობლივი ოპერაციით აიღეს დასახლებული პუნქტი მაკაროვი, ეს არამხოლოდ მნიშვნელოვანი მომენტია ფსიქოლოგიურად, არამედ სამხედრო თვალსაზრისითაც, რადგან არამხოლოდ რუსული ძალების ბლოკირება მოხდა, რათა მათ ვერ შეძლონ კიევის ალყაში მოქცევა დასავლეთ მხრიდან, არამედ შემდეგი წინსვლის შემთხვევაში შესაძლებელია ზურგიდან მოქცევა რუსული ნაწილებისადმი, რომლებიც ირპენი-ბუჩისაკენ პერმანენტულად ცდილობენ წინსვლას, მოკლედ ეს ფაქტი აშკარად აღსანიშნავია და იმედია შემდეგ დღეებში კიდევ უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცემა უკრაინელების შეტევით ოპერაციებს. და ბოლოს, კიდევ ერთ მნიშვნელოვან ფაქტს მინდა გავუსვა ხაზი, აღსანიშნავია უკრაინული არმიის საკმაოდ მობილური და მანევრული თავდაცვითი ბრძოლები ანუ ისინი მაქსიმალურად მოქნიკად ცდილობენ მტრისათვის ბარიერების სექმნას და შემდეგ მათ განადგირებას, ძალიან მცირე დანაკარგების ფონზე, ამას ისიც მეტყველებს, რომ ამ დრომდე არ ფოქსრდება უკრაინული ნაწილების ალყაში მოქცევის ფაქტები, საპირისპიროდ კი ბევრი რუსი სამხედროები აყავთ ტყვედ, ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს. 1. სუმისა და ჩერნიჰივის მიმართულება - მნიშვნელოვნად იკრო რუსული არმიის შეტევითმა პოტენციალმა სუმის, ჩერნიჰივის მიმართულებებზე, რუსულ არმიას უკვე აშკარად ეტყობა გამოფიტვის და ძალების თანდათან დეფიციტის ნიშნები, მათი შეტევითი პოტენციალი ზემოაღნიშნულ მიმართულებაზე მნიშვნელოვნად შემცირებულია, უკრაინული არმია კი თანდათან, სხვადასხვა მეთოდებით(არტილერია, ბაირაქტარები თუ ტანკსაწინააღმდეგო მობილური ჯგუფები) ფიტავს რუსულ ნაწილებს ამ მიმართულებებზე შესაბამისად, ეს მიმართულება უკვე სტაბილურად შეიძლება ჩაითვალოს და რაც დრო გადის კიდევ უფრო მეტად ახერხებენ უკრაინული მხარე მისთვის სასურველი მდგომარეობის შექმნას, თუმცა აქ საყურადღებოა რუსული ნაწილების გადაადგილება კიევის ჩრდილო აღმოსავლეთის მიმართულებით,მათ ძალიან ნელი ტემპი აქვთ, თუმცა საწიროა უკრაინული არმიის კიდევ უფრო მეტად ამ მიმართულებაზე რუსული ნაწილების განადგურება, რათა მათ ვერ შეძლონ კიევის აღმოსავლეთიდან ბლოკირება, აქ აქტიური ბრძოლები მიდის და იმედია უკრაინელები მალე შეძლებენ ამ მიმართულების სრულ სტაბილიზებას. ასევე გამოსაყოფია სუმის ტერიტრიული თავდაცვის ძალები, რომლებიც ყველაზე მეტად აქტიურობენ და რუსებს მნიშვნელოვან დანაკარგებს აყენებენ, რაც უკრაინულ არმიამ ამ მიმართულებაზე მნიშვნელოვნად უმსუბუქებს საქმეს 2. კიევის მიმართულება - დღეს შედარებით მშვიდი იყო ეს მიმართულება. ფაქტიურად არ ყოფილა რაიმე მძიმე სახის შეტაკება. გრძელდება რუსული ნაწილების დამატებითი მობილიზება ამ მიმართულებაზე, თუმცა უკრაინული არტილერიის აქტიურობით რუსები ვერ ახერხებენ მასიური შეტევის დაწყებას, მათი ყველა მცდელობის ძირშივე აღკვეთა ხდება. (უკვე პენტაგონმაც დაადასტურა დღევანდელ პრეზ რელიზში, რომ რუსულ ნაწილებს საკმაოდ ბევრი სხვადასხვა სახის პრობლემა აქვს ამ მიმართულებაზე, იმის გარდა რომ მათ უკრაინული არმია მძიმე დარტყმებს აყენებს და არ აძლევს წინსვლის საშუალებას, ასევე აღინიშნება საწვავის და სხვა სახის მომარაგების დეფიციტი, რამაც უკვე მესამე დღეა ფაქტიურად დააპაუზა მათი წინსვლა), უკრაინული არტილერია და ბაირაქტარები მნიშვნელოვან დარტყმებს აყენებენ(ფიტავენ) რუსულ შემტევ ძალებს კიევის ჩრდილოეთით, ამ მიმართულებაზე რუსულ არმიას კვლავ აქვს მცდელობები კიევზე წინსვლის (ჩრდილო- დასავლეთის მხრიდან ჰორენიჩის, გოსტომელისა და დედიმოვის მიმართულებით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან კოზელეცისა და ბობროვიცის მიმართულებით0, თუმცა ჯერ-ჯერობით ამ ყველა მიმართულებაზე უკრაინული არმია საკმაოდ მოქნილად პასუხობს მათ და ახერხებს მით შეჩერებას. ასევე, რაც უკვე ზემოდ ავღნიშნე, მათ პირველად შეძლეს შეტევაზე გადასვლა, რითიც მოახიდნეს რუსული ძალების წინსვლის ბლოკირება დასავლეთისა და შემდეგ კიევის სამხრეთის მიმართულებით. მოკლედ რუსეთი უკვე მერამდენე დღეა უშედეგოდ დილობს კიევის ალყაში მოქცევა და რაც დრო გადის მათ ამ მიზნის მიღწევა კიდევ უფრო გაუჭირდებათ, უკრაიამ კი თუ შეძლო ამ ინტენსივობით რუსული შეტევების მოგერიება და მათი გამოფიტვა, სავარაუდოდ მალე მათ ექნებათ შესაძლებლობა კიდევ უფრო განავითარონ შეტევა და უკან დაიბრუნონ ანტონოვის აეროდრომი და მიმდებარე ტერიტორია, შესაბამისად მთლიანად მოხსნან საფრთხე კიევზე. უშუალოდ ქალაქში კი ბოლო 3-4 დღეა სიმშვიდეა, თუ არ ჩავთვლით რუსული საარტილერიო, სარაკეტო და საავიაციო პერმანენტულ დარტყმებს. ქალაქზე უსაფრთხოების ძალებმა(განსაკუთრებით საპოლიციო და უშიშროების ძალებმა) ფაქტია კონტროლი დაამყარეს, აღარ შეინიშნება დივერსანტების აქტიურობა და მოსახლეობაში პანიკამაც იკლო. მოკლედ, ამ ეტაპზე კიევის მიმართულებაზეც სიტუაცია შედარებით სტაბილურია 3. ხარკოვის მიმართულება - რუსების ქალაქზე სახმელეთო შტურმის სრული ფიასკოს მერე, რუსულ ნაწილებს მის მერე აღარანაირი სახმელეთო შეტევის მცდელობა აღარ ჰქონდიათ, მათ მხოლოდ ლაჩრულად მარცხის გამო მშვიდობიან მოსახლეობაზე დაიწყეს შურისძიება და გრძელდება ქალაქის უმოწყალო დაბომბვა თითქმის მათ ხელთ არსებული ყველა შეიარაღებით, უშუალოდ სამხედრო თვალსაზრისით ამ მიმართულებაზეც მნიშვნელოვნად მიდის რუსული ძალების გამოფიტვა უკრაინული არტილერიის მიერ, რომლებიც განუწყვეტლივ ურტყავენ რუსების სახმელეთო ნაწილების გადაადგილებებს ხარკოვის ჩრდილოეთ მისადგომებთან(რუსეთის საზღვარი). რუსებიც ცდილობენ მაქსიმალურად დაასუსტონ უკრაინული თავდაცვა სხვადასხვა ტიპის ინტენსირი დაბომბვით, თუმცა ფაქტია ეს ჯერ არ გამოსდით, შესაბამისად ამ ეტაზე მათი ქალაქზე შეტევის წარმატების შესაძლებლობა იკლებს, თუმცა რუსებმა უკვე დაიწყეს გეგმა ბ-ს ამოქმედება ანუ როდესაც ნახეს რომ ქალაქზე პირდაპირ შესკდომას აზრი არ აქვს და ვერ არღვევენ უკრაინულ თავდაცვას, დაიწყეს ქალაქზე ფლანგური შემოვლის მდელობა მისი შემდგომი ალყაში მოქცევის მიზნით, განსაკუთრებით გააქტიურდნენ ქალაქის აღმოსავლეთ ფლანგზე და გუშინ ქალაქ კუპიანსკის აღების შემდეგ, დღეს უკვე ქალაქი ბალაკლია დაიკავეს, სამწუხაროდ აქ უკრაინული ნაწილების წინააღმდეგო არ მომხდარა. საყურადღებოა ეს მიმართულებები და იმედი მაქვს უახლოეს პერიოდში უკრაინული არმია ამ მიმართულებაზე ძალებს გადაისვრის, რათა შემდეგში არამხოლოდ აღკვეთოს რუსების რაიმე წინსვლა, არამედ კონტრშეტევით უკან დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები. ამ მანევრით რუსები ცდილობენ არამხოლოდ ხარკოვის ალყაში მოქცევას, არამედ დონეცკ-ლუგანსკში არსებული უკრაინული ნაწილების ზურგში მოქცევას და შემდგომ მათთვის მომარაგების არხების გადაჭრას, ამიტომ ძალიან საყურადღებოა ეს მიმათულება. მოკლედ, თავად ქალაქში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა აღმოსავლეთ ფლანგზე საყურადღებო ვითარებაა 4. დონეცკი - ლუგანსკის მიმართულება - აქ რუსები პირდაპირი მნიშვნელობით პირდაპირ საზარბაზნე ხორცით (სეპარატისტები) აგრძელებენ პირდაპირ შესკდომას უკრაინულ ნაწილებზე, აქ რუსებს აქვთ ყპველდღიური მცირედი წინსვლა დიდი დანაკარგების ფონზე, რაც ასევე გამოწვეულია სხვა მიმართულებების მნიშვნელობიდან გამომდინარე უკრაიმული არმიისათვის,რომლებიც განაგრძობენ ეტაპობრივ ტაქტიკურ უკანდახევას. ამ მიმართულებაზე ერთადერთი აშკარა პრობლემად რჩება მარიუპოლის მიმართულება, რუსები ნელი ტემპით მარა მაინც ახერხებენ დონეცკის მხრიდან მარიუპოლზე მიახლოეებას, თუმცა აღსანიშნავია, რომ დღეს ამ მიმართულებაზე წინსვლა არ ჰქონიათ რაც უფრო უახლოვდებიან მარიუპოლს მათი დანაკარგები მნიშვნელოვნად გაიზრდება, რაც იმედი მაქვს მათ მნიშვნელოვნად გამოფიტავს ამ მიმართულებაზე, სიტუაცუა რთულია, მარა არა კატასტროფული ჯერ 5. სამხრეთის მიმართულება - აქ გამოსაყოფია ხერსონი-ოდესის და მარიუპოლის მიმართულებებზე. ეს მიმართულება კვლავ ყველაზე მძიმედ რჩება უკრაინისთვის. მიუხედავად რუსების მიეს ქალაქ ხერსონის ნაწილობრივი კონტროლისა, ფაქტია მათ არ ყოფნით სრული ძალები რომ ქალაქზე ეფექტური კონტროლი დაამყარონ, ქალაქსა და მის მისდგომებთან კვლავ რჩებიან უკრაინული ძალები, რომლებიც ელოდებიან მომენტს, როდესაც კონტრშეტევაზე გადავლენ, ამიტომ რუსებისათვის ქალაქი ხერსონი ვერ ჩაითვლება სრულად აღებულად. ასევე, აღსანიშნავია ქალაქ ხერსონის აღების შემდეგ რუსული კოლონის შეტევის მცდელობა მიკოლაევის მიმართულებით, თუმცა იქ მიმავალი კოლონა სერიოზული უკრაინული არტილერიის ცეცხლის ქვეშ მოყვა, ასევე ადგილობრივმა თავდაცვის ძალებმა უკრაინულ არმიასთან ერთად ჩასაფრებებით მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს რუსულ ნაწილებს, რითიც რუსების წინსვლა შეჩერებულ იქნა და ამ ეტაპზე უკუგდებული(აღსანიშნავია, რომ ამ მიმართულებაზე უკრაინელებმა შეძლეს რუსული ელური ნაწილების(გრუ-ს სპეცრაზმელების) ტყვედ აყვანა. ასევე, რუსები ჯერ ვერანაირ რაიმე მნიშვნელოვან მანევრს ვერც ხმელეთიდან და ვერც ზღვიდან ვერ ახერხებენ ქალაქ ოდესის მიმართ. რაც შეეხება მარიუპოლის მიმართულებას, ამ მიმართულებაზე დღეს რუსებს ფაქტიურად წინსვლა არ ჰქონდათ, რაც უფრო უახლოვდებიან მარიუპოლს მოიმატებს მათი დანაკარგებიც, ჯერ-ჯერობით ვერ ახერხებენ ქალაქზე ალყის შეკვრას, თუმცა მაინც დიდი შანსი რჩება რომ ეს შეძლონ. დღეს ქალაქის მისადგობთან იყო უკვე პირველი ბროლები, სადაც რუსებმა დანაკარგები განიცადეს და მოუწიათ შეტევის შეჩერება. ეს კიდევ ცხადყოფს, რომ უშუალოდ ქალაქის ბრძოლებში ძალიან სერიოზულ დანაკარგებს იგემებენ და უკრაინული ტავდაცვა ქალაქში საკმაოდ ძლიერადაა წარმოდგენილი. სამხრეთის ორივე მიმართულებაზე სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა ჯერ კრიტიკული კვლავ არ არის
ეს არის ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა
დიდება და გაძლება უკრაინას ღორების ურდოს წინააღმდეგ !!!
--------------------
Слава Україні, Героям слава!!! Слава нації. Смерть ворогам!!!
|