მე-16 დღის შეჯამება
რუსეთის არმიის შემტევი ავანგარდში მყოფი ძალები შეიძლება უკვე პირდაპირ ითქვას, რომ რამოდენიმე მიმართულების გარდა სრულად დეზორგანიზებულია, მათი შეტევით პოტენციალი კი მნიშვნელოვნად დაქვეითებულია, უკრაინულმა არმიამ კი ყრუ თავდაცვითი მოქმედებების შემდეგ, ნელ-ნელა დაიწყო კონკრეტულ მიმართულებაზე ლოკალური თუმცა შეტევითი ოპერაციების წარმოება. რამდენიმე დღიანი ურთულესი ბრძოლების შემდეგ, უკრაინულმა არმიამ კიევის ჩრდილო-დასავლეთით შეძლო მნიშვნელოვანი დასახლებული პუნქტის მოშჩუნის აღება, რითიც ანტონოვის სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს აეროდრომს უკვე დასავლეთ მხრიდანც მიუახლოვდა, რუსული არმია კი უკვე 10 დღეზე მეტია, უშედეგოდ ცდილობს ირპინი-ბუჩას მიმართულებაზე წინ წაწევას, ამ მიმართულებაზე ერთადერთ პრობლემატურ ლოკალურ მიმართულებდ რჩება მაკარივი-ჟიტომირის ტრასის მიმართულება, სადაც რუსები ინერციით აგრძელებენ ძალიან ნელ წინსვლას. ასევე, კიევის აღმოსავლეთ მიმართულებაზე გუშინდელი წარმატებული კონტრშეტევის შემდეგ, უკრაინულმა არმიამ კიევის მისადგომებიდან დაახლოებით 20 კილომეტრით უკუაგდო რუსული ნაწილები და სრულად გაწმინდა, არამხოლოდ ბროვარი, არამედ მის გარშემო ტერიტორია, მოკლედ კიევის გარშემო სიტუაცია რჩება საყურადღებოდ, კვლავ დიდია შანსი რუსულმა არმიამ შეეცადოს გენერალური შეტევის დაწყება კიევზე, თუმცა რაც დრო გადის მათი შემტევი პოტენციალი კიდევ უფრო ქვეითდება და შესაბამისად წარმატების შანსებიც იკლებს. კარგი ამბებია ჩერნიჰივიდან, უკრაინულმა არმიამ ტერიტორიული თავდაცვის ძალებთან ერთად დღეს 5 სოფელი გაანთავისუფლა და გრძელდება კონტრშეტევა, აქ რუსულ ნაწილებს უკვე საფრთხე აქვს, რომ კიევისაკენ დაძრული შემტევი დაჯგუფება, თავად მოხდეს ალყაში, თუკი უკრაინელები შეძლებენ ნიჟინთან მომარაგების არხის გადაჭრას, ასე რომ რუსულ ძალებს მოუწევთ გადაწყობა და ერთდგვარი თავდაცვითი პოზიციების გამაგრება, რაც კიევზე შეტევის პოტენციალს კიდევ უფრო დაააქვეითებს
მინდა ავღნიშნო უკრაინული არმიის ძალიან კარგი ქმედებები მიკოლაევის მიმართულებით, რუსული ძალები კვლავ ვერ ახერხებენ ქალაქში შესვლას, უკრანულმა ძალებმა კი რუსებს ჩასაფრება მოუწყვეს სოფელ ჰურიევკასთან(ქაალქის ჩრდილოეთი) და ვოჟნესენსკისთან განთავსებულ ძალებს უკვე სერიოზული მომარაგების პრობლემები აქვთ(ამ ძალებმა ასევე ვერ შეძლო ქალაქ ვოჟნესენსკის აღება), თუკი უკრაინელებმა წარმატებით განაგრძეს ჩასაფრებები და კონტრშეტევა წამოიწყეს, მაშინ დიდია შანსი მაგ დაჯგუფებასაც სერიოზული პრობლემები გაუჩნდეს და სრულად ჩამოეშალოთ შეტევითი დაჯგუფება(ვიხილოთ ბლომად მიტოვებული ტექნიკა და ტყვედ აყვანილი სამხედროები)
კარგი სიგნალი მოვიდა ზაპაროჟიედან, რუსები უკვე რამოდენიმე დღეა ვერ ახერხებენ ქალაქის მიმართულებით დაძვრას, დღეს ჰქონდათ მცირედი მცდელობა თუმცა უკრაინულმა არმიამ ჩანასახშივე ჩაახშო ეს მცდელობა და სოფელ კამიანსკისთან წარმატებული ჩასაფრებით მძიმე დარტყმა მიაყენა რუსულ არმიას, რის შემდეგაც მათ მოუწიათ უკან დახევა
მიუხედავად მარიუპოლში ურთულესი ვითარებისა, რაც დღეს ვოლნოვახოს დაკარგვამ კიდევ უფრო დაამძიმა, უკრაინული არმია სრულიად გასაოცრად მაინც ახერხებს წარმატებული რეიდების განხორციელებას, გავრცელებული ინფორმაციით უკრაინელებმა ქალაქის შემოგარენში წარმატებით შეძლეს ერთი ტაქტიკული ბატალიონის ზომის დაჯგუფების განადგურება, სავარაუდოდ ხვალ დაიდება მტკიცებულებებიც
უკვე ბოლო რამდენიმე დღეა ვეღარ ვხედავთ რუსების ვერც ტაქტიკურ და ვერც ფრთოსანი რაკეტების აქტიურ გამოყენებას, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს იმ ფაქტს, რომ რუსებს უკვე სერიოზული დეფიციტი აქვთ ამ კუთხით
რუსული ავიაციის აქტიურობაც ძალიან დაბალია, რაც გამოწვეულია უკრაინული საჰაერო თავდაცვის მაღალეფექტური მუშაობით
და ბოლოს, დღეს პუტინის აღიარება, რომ იწყებენ სირიული ნაწილების გადასროლას, ეს ხაზს უსმევს, რომ რუსული არმიის მდგომარეობა ძალიან მძიმეა
მოკლედ, ნელ-ნელა მაგრამ მეთოდურად უკრაინული არმია ახერხებს უპირატესობის მოპოვებას, რუსული არმია კი ძალიან სერიოზულ დანაკარგებს განიცდის
რუსეთი ნელ-ნელა კარგავს ინიციატივას და მძიმე დანაკარგების ფონზე, ვერ ახერხებს დასახული ამოცანების გადაჭრას
კიევის გარშემო არსებული ვითარება და უკრაინული არმიის კონტრშეტევა ორივე მიმართულებაზე