უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი - რუსეთი დაიქანცა უკრაინაში 3 დღის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებებით, ამიტომ ავრცელებენ ინფორმაციას ბელარუსში შესაძლო მოლაპარაკებებზე
რუსეთი დაიქანცა უკრაინაში სამი დღის განმავლობაში აქტიური საომარი მოქმედებებით. სწორედ ამიტომ, რუსეთი ავრცელებს ინფორმაციას ბელარუსში შესაძლო მოლაპარაკებების გამართვაზე, - ამის შესახებ ბრიფინგზე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა განაცხადა.
„რუსეთის მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის დელეგაცია გამოვიდა ინიციატივით, გაიმართოს მოლაპარაკებები. სამხედრო თვალსაზრისით, ეს ნიშნავს, რომ მათ დაკარგეს ინიციატივა და ახლა არ შეუძლიათ აწარმოონ აქტიური საბრძოლო მოქმედებები. ვფიქრობ, მათ დარჩათ ერთი-ორი მცდელობა, რათა შეუტიონ ან განახორციელონ აქტიური მოქმედებები, ამიტომ, ჩემი და სხვა სამხედრო სპეციალისტების შეფასებით, უდიდესმა დანაკარგებმა, რომლებიც მათ განიცადეს, ასევე უკრაინელი ხალხის, შეიარაღებული ძალების წინააღმდეგობამ მათი გეგმები ჩაშალა. პირველი სამი დღის კამპანიამ აჩვენა, რომ უკრაინაში შემდგომი შეტევითი ოპერაცია უსარგებლოა“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
https://www.interpressnews.ge/ka/article/69...molaparakebebze ოლაფ შოლცი უკრაინისთვის იარაღის გაგზავნაზე - პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო
ამ უკიდურესი საჭიროების დროს უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ, პუტინის აგრესიაზე სხვა პასუხი შეუძლებელი იყო, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში განაცხადა, სადაც მან უკრაინის ჯარისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდების შესახებ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილებაზე ისაუბრა.
„ეს ომი პუტინმა აირჩია და არა რუსმა ხალხმა, ამიტომ ნათლად უნდა დავინახოთ, რომ ეს პუტინის ომია“, - აღნიშნა შოლცმა.
მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინაზე თავდასხმით პუტინი ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას.
„უკრაინაზე თავდასხმით პუტინს არ სურს მხოლოდ ქვეყნის აღმოფხვრა მსოფლიო რუკიდან, ის ასევე ანადგურებს ევროპული უსაფრთხოების სტრუქტურას“, - აღნიშნა შოლცმა.
მან ასევე განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა შეიარაღებული ძალებისთვის დაფინანსებას ზრდის და ამ მიზნით 2022 წლის ბიუჯეტში 100 მილიარდ ევროს გამოყოფენ.
„ამიერიდან, ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ზე მეტი თავდაცვის სექტორს მოხმარდება“, - აღნიშნა შოლცმა.
შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ უკრაინისთვის 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღისა და 500 „სტინგერის“ სარაკეტო სიტემის გაგზავნის გადაწყვეტილება მიიღო.
ფაქტს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა. „ასე გააგრძელე, კანცლერო ოლაფ შოლც! ომის საწინააღმდეგო კოალიცია მოქმედებს", - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.
https://www.interpressnews.ge/ka/article/69...sheuzlebeli-iqo