ამ თემაში ვპოსტავთ ყველაფერს ამ ომზე
ხოლო ამ ტემაში განთავსდება მხოლოდ ინფორმაცია
უკრაინა-რუსეთის ომი (post #58928928)----------------------------------------------------------------------------------
ყველაზე საქმიანი ანალიზი ომზე.
კიბორგა
გრძელიაა, მარა წასაკითხია
https://www.facebook.com/cyb.mcloud/posts/8164048376954281შემოკლებით:
ომი უკრაინისთვის: დღე პირველი
ამ დღისთვის რუსეთის ჯარი აქტიურად ემზადება ბოლო 3 თვეა და პასიურად ემზადებოდა ბოლო 14 წელია, ჩვენთან ომის მერე
ეს იყო ზამბარა, რომელიც დაჭიმეს, დაჭიმეს, დაჭიმეს - გაამზადეს, შეარჩიეს მომენტი, შეარჩიეს კუთხე, მიმართულება - და გაისროლეს
რუსეთის ჯარი იყო ყველაზე "მაგარი" - პირველ დღეს, პირველ წუთს, პირველ წამს. მიზანი ეს იყო - შოკური დარტყმით, ჩამოეშალა მოწინააღმდეგე
და დღის ბოლოს ყველა მეგობარი მწერდა - "სად არის 150 000 ჯარისკაცი?"
ადამიანებს შეგრძნება გვაქვს, რომ 150 000 ქვეითი უნდა უტევდეს და რო ეს რაოდენობა უნდა "იგრძნობოდეს" ვიდეოებზე და უკრაინელების აღწერებში
მთელი ეს დროა, ყველა ვისაც საქმეში ჩაგვეხედება, გავიძახით, რომ 150 კი არა ნახევარი მილიონი არ არის საკმარისი იმ ფართობის დასაფარად რომელზეც რუსები განაწილდნენ უკრაინის გარშემო
კოალიცია რო კუვეიტის გასანთვისუფლებლად უტევდა ერაყს, მილიონიანი ჯარი მიაყენა
სუფთად ქვეითი ჯარი, რუსულ ჯარში, მხოლოდ მესამედია, დანარჩენი არის მომარაგება, კვება, ინჟინრები, ოფიცრობა, მძღოლები, რაღაცის ოპერატორები და ა.შ.
გვატყუებს ჩვენ ყური, "ას-ორმოცდა-ათი-ათასი" როცა გვესმის, ამას გავიძახით, ვისაც გაგვეგება, 2008-წლიდან მოყოლებული - რო რუსული ჯარი არ არის ისეთი ძლიერი როგორც წარმოგიდგენიათ.
რო რუსები რო 50 ათასზე ლაპარაკობენ, მაგავე ჭრილში დასალვეთის ქვეყნები მილიონზე საუბრობენ ხოლმე, იმიტომ რომ შეუძლებელია მსხვილ ქალაქს შეუტიო 3000 კაცით და თუ ის ქალაქი თავდაცვას აპირებს, მოერიო
150 ან თუნდაც 200 ათასი რო განაწილდა მთელს საზღვარზე(იქედან მხოლოდ ⅓-ია უშუალოდ მებრძოლი), ამდენ მიმართულებაზე, ამდენ ფრონტზე, დაიკარგა კონცენტრაცია და დაიკარგა ერთიანი მუხტის შექმნის საშუალება. პირველი დღე არ იყო მხოლოდ მაჩვენებელი, მაგრამ პირველი სამი დღის ჯამში რაც შედეგი დადგება - სუ ეს იყო 14 წელი რუსების "დაჭიმული ზამბარა" რომელმაც გაისროლა
პირველი დღე, უფრო სწორად პირველი დღეები - არის როცა რუსეთი გაიბრწყინებს, იმიტო რო ყველაფერი მოიკრიბა ამდენი წელი - რო ამ პირველ წუთებში გაისროლოს. და რუსეთის მიზანი უნდა იყოს სანამ ამ ტალღაზეა - მანამდე მიაღწიოს წარმატებას
სანამ ცეცხლი გამოელიათ გულში ჯარისკაცებს და დაღუპული ძმაკაცების შემხედვარე გული აუცრუვდათ
სანამ ტექნიკის უმეტესობა გაფუჭდა(ყველა ტექნიკა ფუჭდება, ყველა ქვეყნის და არმიის, მითუმეტეს როცა ამხელა მანძილები აქვთ დასაფარი, ბრძოლის ქვეშ თანაც, მითუმეტეს რუსული)
სანამ ყველა ბატალიონში დანაკარგები გაჩნდა და სტრუქტურა აირია
სანამ ახალი დაზეთილი ტექნიკა ისევ დასაზეთი გახდა (უმეტესობა მძიმე ტექნიკის “სვლის რესურსი” არის 500კმ, მერე კაპიტალური რემონტი სჭირდება, უჰუ, არ მოგესმათ, 500კმ წინ კი არა, 500კმ სულ, მარჯვნივ მარცხნივ გორაობაც ითვლება… ცუდ გზაზე - კიდევ უფრო ნაკლები, რაიმეს აფეთქება ახლო მახლო? - კიდევ მინუს რესურსი…)
სანამ მოწინააღმდეგე, რომელმაც მოახერხა და არ სჯეროდა რო თავს დაესხმებიან და არ იყო საკმარისად მზად, გონს მოეგო
სანამ უკრაინელებმა ხიდები ააფეთქეს
სანამ ხალხი "სადღაც გარბის" და გზების დანაღმვა ვერ ხერხდება
სანამ უკრაინა გადაეწყო საომარ "ადათზე" და შეწყვიტა იარაღის "საწყობებში", ხოლო ჯარის "ბაზებზე" შენახვა
სანამ არის "წერტილოვანი კონცენტრირებული მიზნები" რო რაკეტა დაარტყა და შედეგი მიიღო (და არა უბრალოდ სამოქალაქო მოსახლეობა გაამწარო და მოწინააღმდეგე გააცოფო)
სანამ ჩვეულებრივ უკრაინელ მოქალაქეს იარაღი არ უკავია და საერთოდ ჯერ ფიქრობს რა ქნას
სანამ კაცებს ქალები და ბავშვები მიჰყავთ პოლონეთის საზღვრისკენ და არ სცალიათ(ღაც ცალკე დებილობაა და უნდა გადავეჩვიოთ, უკრებიც და ჩვენც, ქალებმაც იციან აწი მანქანის ტარება, არაა საჭირო გაცილება და საცობში მწყობრად დგომა პირველი დღე.)
სანამ ყველა უკრაინელ ოჯახს ვინმე ნათესავი არ დაეჭრა გრადებით დაბომბვისგან და შემოჭრილ მტერზე გაცოფება ვერ მოასწრო ჯერ
ზოგადად, უკრაინის ზომის და მოსახლეობის ქვეყნის "დაპყრობას", ფურცელზე, რამდენიმე მილიონიანი არმია არ ეყოფა, არათუ 150 ათასი, რომელიც კიდევ გაფანტულია 5 ფრონტზე ეხლა ამიტომ რუსებს სჭირდებათ "ძალის გამამრავლებლები", რომლების მოქმედების უმეტესობაც შეზღუდულია დროში
ასეთი ძალის გამამრავლებლებია:
- მოულოდნელობა
- დეზინფორმაცია
- მოწინააღმდეგის შიში
- მოწინააღმდეგის დეზორგანიზებულობა
- მშვიდობიანი მოსახლეობის ფეხებში აბლანდვა
- სიჩქარეში და გაურკვევლობაში დანაკარგები
ნელ-ნელა ამ ყველაფერს დაალაგებს უკრაინა, და რაც უფრო დაალაგებს - იმავ დროულად რუსეთის დაჭიმულ ზამბარას - შემოეფცქვნება მუხტი
ამიტომ რუსეთმა უნდა მოასწროს გატეხოს უკრაინა და აიძულოს ზელენსკის ან დანებდეს, ან მთავრობა გაიქცეს, ან განხეთქილება მოხდეს - იმისთვის რო დე-ფაქტო წინააღმდეგობას მორჩეს უკრაინა
იმიტომ, რომ ყოველი შემდეგი დღე - დაასუსტებს რუსეთს და ძალას მოუმატებს უკრაინას
რუსული ჯარი - არის საექსპედიციო ძალა, რომლებმაც უზარმაზარ ტერიტორიაზე - უნდა დააორგანიზონ შეტევა, რომლის ორგანიზების "პიკიც" იყო პირველი დღე - როცა ყველა ტანკი გამართული იყო, ყველა გრადში ყველა ჭურვი დატენილი იყო და ყველა ჯარისკაცი ჯანმრთელი იყო, ჰოსპიტალები კი ცარიელი
და უკრაინა არის ქვეყანა, რომელსაც მთელმა მსოფლიოს დივანის ექსპერტებმა - ვერ დავაჯერეთ მარტივი ფაქტი - რუსები დაგესხმებიანო
მხრიდან - მოასწრებს რუსეთი დააჩოქოს უკრაინა სანამ თავისი ძალის საუკეთესო ფორმაშია, თუ გამოეცლება "პოროხი" და უკრაინა მაინც არ გატყდება
სწორად უნდა გესმოდეთ, უკრაინა რო ფეხზე წამოდგება - სუფთად მებრძოლების რაოდენობის მხრივ, შანსი რუსეთს კი არა - აღარავის ექნება პლანეტაზე. ოღონდაც მანამდე არ ჩამოიქცეს
და სწორად გაიგეთ - პირველი 2-3 დღის მერე - რუსეთის ძალა კლებაზე წავა:
ლოჯისტიკური(მომარაგების) პრობლემები ათმაგად გართულდება
გაწელილი ფრონტი
დაჭრილები
დაზიანებული საბრძოლო საშუალებები
სისრულე და ძალა დაკარგული ბატალიონები
მოსაგვარებელი პრობლემები დაპყრობილ სამოქალაქო ობიექტებზე
წყობიდან თავისით გამოსული ტექნიკა
ჩამორჩენილი არტილერია
შეშინებული ავიაცია
ნელ-ნელა გაფანტული დეზინფორმაციის ბოლი და ა.შ.
ამიტომ არის, რომ პირველი დღეები კრიტიკულია უკრაინისთვის
თუ უკრაინა ამ პირველ დღეებს გადაიტანს, დიდი შანსია ყველაფერს გადაიტანს და თუ ყველაფერს გადაიტანს - დიდი შანსია იქეთ არ გახდეს სანქციები უკრაინაზე დასადები - რუსეთიდან გამოდითო
თუ უკრაინა კიდევ 2-3 დღე გაძლებს, ნელ-ნელა ამ ფრაზას ყველა გავიმეორებთ - სუ ეს იყო რუსული დათვის, დასვენებული, მომზადებული, ნავარჯიშები, ახალი შეღებული, ქვემეხებ დატენილი, კარგად ნაჭამი და სუფთა ფორმაში ჩაცმული - რუსული დათვის ტორის მოქნევა?
რაც მეტხანს გაგრძელდება ეს ომი, მით მეტ რუსულ ძალებს "აიწოვს" დანარჩენი მიმართულებებიდან და დასუსტება იქნება თვალშისაცემი
და რამდენი "შევსებაც" არ უნდა მიიყვანოს რუსეთმა უკრაინაში - "ისეთი მაგარი" ვერ იქნება როგორც პირველ დღეებში იყო, იმიტომ რომ აზელილი ჯარი, გაფანტული ფრონტი, "შეტენილი ლოჯისტიკა" და "სადღაციდან მოყვანილი მეორე ხარისხოვანი ტექნიკა და ჯასრიკაცები" აღარ არის ის - რაც იყო პირველ დღეს (დღე კრებითად, სუ გავიმეორებ, ანუ - გუშინ, დღეს, ხვალ, პირდაპირი გაგებით - ხვალაც და მერე სხვა ამბავი იქნება)
საუკეთესო ბატალიონები წამოყვანილი რუსეთის მეორე ბოლოდან, დაზეთილი ტექნიკა, ნაჭამი პროფესიონალი საკონტრაქტო სამხედროები, ტექნიკის საუკეთესო მოდელები და ყველაფერი მომზადებული ამ ერთი დარტყმისთვის
სუ ეს არის, წვევამდელი 18 წლის ბავშვები არ არიან მანდ, დახეული ფორმები არ აცვიათ, რას აკეთებენ - კარგად იციან, ესაა რაც ჰყავს რუსეთს, ყველა მიმართულებიდან მოიყვანა და მანდ მოაგროვა, ერთად ავარჯიშა, თუ რამე დააკლდათ მიაწოდა - ეგ არის რაც არის რუსული ჯარი
რუსეთმა დაუშვა მთავარი შეცდომა, რომელიც თან გარდაუვალი იყო
გაფანტა ძალები, რის გამოც ვერ მოახერხა ვერცერთ მიმართულებაზე ისეთი გამანადგურებელი “გადავლა” რო უკრაინაში პანიკა დაიწყოს
არადა რომ არ გაეფანტა - ერთ მუშტად, თუ უკრაინა დაცვას დააპირებდა და წინ იმდენივე ჯარს დაუყენებდა - ვერც მაშინ მიაღწევდა წარმატებას
ამიტომ იყო გარდაუვალი - უნდა ალყაში მოექცია უკრაინა და ჯარი გაფანტული გამოვიდა
და ამიტომ რუსეთის მხრიდან მცირე ჯგუფებმა, პირადი ვაჟკაცობის და ტექნიკის უპირატესობის ხარჯზე უნდა მიაღწიონ გადამწვეტ წარმატებას - არათანაბარ ბრძოლაში (არათანაბარ იმიტომ, რომ როცა უტევ 5-ჯერ მეტი უნდა იყო "თანაბარი" რო იყოს ბრძოლა)
ხოდა რუსული ტექნიკა, ოდნავ ძველ რუსულ ტექნიკას - საკმარისად არ ჯობია (ანუ აბრამსები გადაუვლიდა T64-ებს, მარა T72 ვერ უვლის ზედ… და მოდიფიკაციები ორივე მხარეს აზელილად ჰყავთ და რომელი რას ჯობია თვითონ ვერ იგებენ. საერთო ჯამში - ტექნიკა, ორივე მხარეს ერთნაირი ნაგავია, ამაზე თანხმდებიან თვითონვე)
რუსი ჯარისკაცი - უკრაინელზე ვაჟკაცი არ არის
რუსი ჯარისკაცი ნაჭამი მარტო პირველ დღეს იყო, უკრაინელი სახლშია - ბევრად დიდხანს იქნება ნაჭამი
რუსებმა მთელი "ბრაზი" პირველი წამისთვის მოიკრიბეს, უკრაინელი ჯერ დაბნეულია, რო დაეღუპება დედა და და, მერე ნახავენ რა გიჟები არიან გაბრაზებული უკრაინელები რომლებიც სახლს იცავენ
რუსებს დაემხარებათ თუ ერთ ან ორ ფრონტზე "გადაუარეს" უკრაინელებს და ჩაბარება დაიწყო უკრაინამ იმ სექტორზე, ეს მისცემს ჯარების გაერთიანების საშუალებას
უკრაინელებს - დაეხმარებათ ყოველი შემდეგი გაძლებული საათი, იმიტომ რომ მართლა ბევრი უკრაინელი სამხედრო ეჭვობს, მართლა მუშაობს ის პროპაგანდა რო სლავები ვართ ჩვენც, თქვენ კი არ გერჩით, ზელენსკის მოშორება გვინდა, დადე იარაღი - წადი სახლში, მერე ჩემთან ერთად იმსახურებ 1 კვირაში უკვე რუსულ ჯარშიო
მარა რაც მეტი დრო გავა, უფრო ყველა სამხედრო ირწმუნებს რო თუ სხვა იდგა ბოლომდე - შენც უნდა იდგე ბოლომდე, რო არ გავრბივართ არავინ და არ დაგაღალატებენ შენი ძმები და მარტო არ დარჩები (სხვა ფრონტი არ ჩაბარდება ანუ)
ყოველი საათი - რომელიც რუსეთმა ვერ დაიკავა ხარკოვი, მარიუპოლი, ხერსონი(დაიბრუნეს უკრებმა) - ყოველი საათი ტრაგედიაა რუსეთისთვის, და ფეხზე წამოდგომაა უკრაინისთვის
კი, შეიძლება ხარკოვი ბოლოს დაეცემა - მარა ამასობაში თუ მორჩა უკრაინაში "ხალხის გზებზე გრიალი გასაქცევად" - თუ მოხერხდა მობილიზაცია, თუ მოესწრო ძალების მოკრება უკრაინელების მხრიდან და იარაღის დარიგება
მერე ხარკოვი თავის თავს თვითონ გაინთავისუფლებს 1-2 კვირაში
რუსები ძალიან, ძალიან პატარა ძალებით არიან შესული რეალურად უკრაინაში, ერთი ხარკოვის დაკავებას შეიძლება არ ეყოს ეს ძალები
ამერიკა რო იყოს, მთელი რუსეთის არმიის რაოდენობა ხალხი - მარტო ხარკოვის მიმართულებაზე იქნებოდა საჭირო
და ამერიკული ტექნიკა და ორგანიზაცია ჯობია რუსულს, რამდენჯერ ჯბია, დაზვერვაც ჯობია და საერთოდ პუნქტი არ არის რომელიც არ ჯობია (რუსებს ჰგონიათ რო ამერიკელები "პენდოსები" არიან, და “დუხი არ აქვთ”, მარა ვისაც ამერიკაში უცხოვრია იცის რო ამერიკა ბევრნაირი არსებობს, და შუა და სამხრეთელი შტატებიდან ამერიკელები რუსებზე ნაკლები "გიჟები და დებილები" არ არიან და არც ვაჟკაცობაში ჩამოუვარდებიან რუსებს და ჯარისკაცები არანაკლებ ხისთავიანები ჰყავთ ამერიკელებს, ოღონდ მილიონები, ამერიკული საზღვაო ქვეითები მხოლოდ, რუსულ მთელ სახმელეთო ჯარზე მეტნი არიან… და ამერიკას კიდევ ჰყავს თავდაცვის ძალები რომლებიც მილიონებში იზომება… ფული უნდა ჯარის შენახვას, ვისაც აქვს ფული - იმას ჰყავს დიდი ჯარი… )
ხოდა - ამხელა ფრონტზე გაფანტული რუსული ჯარი, არი ტოტალური სისულელე
თუ უკრაინა არ დანებდა პირველ დღეებში
მთელი ამ ომის "მუღამი", რუსეთის მხრიდან - არის ეფექტის მოხდენა, უკრაინელების შეშინება - და "ჩაბარება"
რუსების ერთადერთი სანსი არის რო უკრაინა გატყდეს, სანამ რუსეთის ძალა წინასწარ გამზადებულ მაქსიმმუმზეა და უკრაინა "დაფანტული" და დაბნეული
აი ეს უნდა ვქნათ ჩვენც, ვისაც იცნობთ უკრაინელს - უნდა მიაწვდინოთ ხმა, რომ გაუძელით - პირველი დღე იყო ყველაზე უარესი, მეორე იქნება უფრო ადვილი - იმიტო რო რუსების ჯარი გაიფანტა, ტექნიკა დაზიანდა, დაჭრილები გაუჩნდათ, მომარაგება გართულდა, ფორმა გაიხა
მესამე დღე იქნება უფრო ადვილი, მეოთხე უფრო ადვილი და ნელ-ნელა იგრძნობთ რო თქვენ მოძლიერდით და რუსეთი აიზილა
და უკრაინული ნაწილები გონს მოვლენ, ხალხი იარაღს აიღებს ხელში - და ყველაფერს შეძლებთ თქო
ყველამ უნდა მიაწვდინოთ ხმა იმ უკრაინელს ვისაც შეძლებთ - რო პროსტა გაუძელით! - პირველი დღეები გაუძელით, არ დანებდეთ, არ გაიქცეთ, თუ უკვე გაიქეცით - მიტრიალდით უკან, არაუშავს
ხოდა აი უკრაინელები რო თვალებში გამოიხედავენ - ე მანდ ინანებს პუტლერი რაც ჩაიდინა
მარა მაქამდე უნდა გაძლოს უკრაინამ, გაიხსენეთ ვის იცნობთ უკრაინელს, თუნდაც "ისე გამარჯობის დონეზე" და მისწერეთ, დაურეკეთ, ფეისბუქზე, ინსტაგრამზე, ზუმში - ორი სიტყვით აუხსენით რატომ უნდა გაძლოს, ის კი არა რო "მიდი ბიჭო შენ იცი!" - ეგ ვალის მოხდად ჟღერს
არა - აუხსენით - რო რუსეთი იყო ყველაზე ძლიერი პირველ დღეს, იმიტო რო ემზადნენ მაგისთვის - და თქვენ იყავით ყველაზე სუსტი პირველ დღეს, იმიტო რო ვერ გაგაგებინათ პლანეტამ რო მოემზადეთო
მარა აწი რუსეთი სუ დასუსტდება და აიზილება, და თქვენ მოძლიერდებით ყოველ წამიერად და არ იფიქრო დანებება, პირიქით - მონაწილეობა მიიღე ფეხზე წამოდგომაში თქო
მიზანი არის რო - თუ გატყდება კიევი, ჩაბარდება ქვეყანაც
რუსები მაგ თამაშს აწვებიან - რო მოსახლეობას არ ეხებიან, გშია? - გამოდი ჭამე, ნათესავებთან გინდა? - მიბრძანდით. რამე პრეტენზია გაქვთ? - გაესაბრეთ ჩვენს მენეჯერ ოფიცერს ქალბატონო
შედეგად ქალაქი არაა ალყაში და ალყაში მყოფი ქალაქის პრობლემები ჯერ არ უდგას
და თუ პირველ შოკს გაუძლებენ უკრები - მიხვდებიან რო - რატო ვნებდებით როო? - ვიყოთ ასე, რას გვიშლიან, დასანებებელი რა გვჭირსო
მარა როცა სამოქალაქო ხარ და ცხოვრებაში ომი არ გინახავს, პირველი წუთები ძაან ძნელია
გგონია რო თუ დანებდები - ყველაფერი უცებ მორჩება და დაბრუნდება როგორც იყო
ყველას ეგ შოკური სინანული აქვს გულში, რო “რა მოხდება ეს არ მომხდარიყო”, ვერ იჯერებენ, უნდათ რო “გუშინ როგორც იყო ისე გათენდეს ხვალ” და ტვინი ატყუებთ რო რაიმე დათმობით - ეს შესაძლებელია
არადა არა, რომც დანებდნენ - მთელი წელი საშინელი სიდუხჭირე ექნებათ და ბოლოს სანქციებში ამომპალ რუსეთის შემადგენლობაში აღმოჩნდებიან
კიევი კიდე ხო და, ხარკოვის დონის ქალაქები რუსეთში არი ოფიციალური კლოაკა
რუსეთის წინაშე ეხლა დანებება ძალიან დებილური არჩევანია სინამდვილეში, შოკი უნდა მოინელო უბრალოდ, აღარაფერი იქნება კარგად - უნდა შეეგუო რო შენი ბრალი არ არის, მტერმა "გაჩუქა" ეს უბედურება და უნდა მიზნად დაისახო რო ისე მოიშორო ეს მტერი - უარეს დღეში ჩავარდეს თვითონ და მორჩა
დღეს იქნება ალბათ ყველაზე მნიშნველოვანი დღე, დღეს რამდენიმე დიდ ქალაქზე სერიოზული შეტევა წავა
რახან კიევი არ გაიქცა პირველ დღეს, ეხლა უნდა აგრძნობინონ ხალხს რო "დაგამარცხებთ და გადაგივლით, გააგდეთ მთავრობა, დაყარეთ იარაღი!"
დღევანდელ დღესაც თუ გადაიტანს უკრაინა - ხვალ ექნებათ საშინელი განცდა რო "იმედი აღარ არსებობს" (დღევანდელი დანაკარგების გამო)
და ზეგიდან იქნება გაბოროტებული უკრაინა და ჩასვრილი რუსების დასაწყისი
მარა ზეგამდე უნდა იცხოვროს უკრაინამ და ძალიან 50/50-ზეა სამწუხაროდ
იმიტო რო რუსეთმა იცის რასაც აკეთებს, იცის რაც ემუქრება თუ დროზე არ გატეხა და ყველაფერს იზამს ეს ორი დღე რო მეოთხე დღე და "ომის დაწყებიდან ერთი კვირის თავი" არ დადგეს
გავმეორდები - მიაწვდინეთ რიგით უკრაინელებს ხმა, უბრალო ჰაერზე სიტყვებით კი არ გაამხნევოთ, კითხეთ როგორ არის, უთხარით რო რუსეთის ჯარი პირველ დღეებში არის ყველაზე ორგანიზებული და ძლიერი და აწი უფრო გაადვილდება - თუ გაძლებთ თქო და თქვენ აწი იქნებით უფრო ძლიერები - და თავბედს აწყევლინებთ თუ ძალას მოიკრებთ თქო
This post has been edited by FRIDRIX on 26 Feb 2022, 22:24
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)