sandy
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 30817
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
|
#58947316 · 1 Mar 2022, 09:50 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ucha Abashidze 32 წთ · უკრაინისთვის ომი, დღე მეხუთე
რუსეთმა გააგრძელა სრულიად უაზრო და უშედეგო შეტევები კიევის ჩრდილო-დასავლეთიდან, რომლებიც იმდენად “წაკითხული” იყო, რომ გაუგებარია, რას აკეთებს რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა. ამ დროს ფიქრობ, რომ რაღაც მოულოდნელი დარტყმა მზადდება სადმე მეორე მხრიდან, მაგრამ 21-ე საუკუნეა, ყველა მათი კოლონას ადგილმდებარეობის სატელიტური სურათები აქვთ უკრაინას დღეში სამჯერ, არაფერი “მოულოდნელი კოლონა” არ მოდის არსაიდან, კი, შეიძლება სადმე ტყეში არის 100 კაცი, მარა უკრაინამ დიდი ხანია გაიარა ის ეტაპი, 100 კაცის რომ ეშინოდათ.
100 ბრონე მანქანა რო მოდის, დროზე მოდითო, წერენ ტელეგრამზე და თიშავენ ტელეფონს. მერე 2 საათი სიჩუმეა ხოლმე და მერე იდება ვიდეოები გადამწვარი რუსი ტექნიკის დესანტი ოდესაში არ შედგა, ვითომ ამინდის გამო, გემები დაბრუნდნენ დისლოკაციის ადგილზე(რამდენადაც ვიცით).
დღის ბოლოს გასაგები გახდა რო რუსეთმა იცის რო წააგო და დღის მეორე ნახევრიდან უმისამართოდ იბომბება ქალაქები და კლავენ მოსახლეობას, მხოლოდ ერთი მიზნით - მოლაპარაკებებზე მეტი წონა და მეტი შანტაჟის “ვალიუტა” რომ ჰქონდეთ რუსებს. მეტი არაფერი საშუალება არ დარჩათ, უკრაინა დაპყრობილი არ იქნება, ეს გადაწყვეტილია და ეხლა საუბარია იმაზე “რას გამოსტყუებენ” იმის ფასად, რომ ბავშვები აღარ დაგიხოცოთო კი აი ეგეთი “ვალიუტა” მარტო რუსეთს შეიძლება ჰქონდეს - “გინდა ბავშვი აღარ მოგიკლა ბალისტიკური რაკეტით? - ჰოდა ,მაშინ ამ პირობაზე დათანხმდები”.
გუშინ სამხრეთ ფრონტზე კიდევ რამდენიმე მცირე დასახლებული პუნქტი დაიკავეს რუსებმა, არა აიღეს - იმიტო რო აღება ხდება ბრძოლით, არამედ დაიკავეს - უბრალოდ მივიდნენ და უთხრეს ოკუპირებული ხართო რამდენიმე პუნქტში ვერ მივიდნენ, იმიტო რო სროლა მოუწევდათ, მარა იმათმაც იციან რო ოკუპირებულები არიან, უთქმელად ზოგადად მთავარი რაც ხდება სამხრეთ ფრონტზე არის რო ნელ-ნელა უკრაინულმა ჯარმა დაიხია და რუკაზე “გაწითლდა” ის რეგიონები სადაც რუსები მივიდნენ და ლნრ/დნრ -ის სადისტმა ტერორისტებმა იხელთეს დრო იმით რო უკრაინას ჯერ მათთვის არ სცალია და 1-2 დასახლება რომლებსაც 8 წელი უტევდნენ წვალებით მარა აიღეს (დათმო უკრაინამ ძირითადად). მარა სინამდვილეში გადამწყვეტი ბრძოლა წინ არის სამხრეთისთვის უნდა გაუძლოს მარიუპოლმა და უნდა რამენაირად გამოძებნოს ძალები კონტრ-შეტევისთვის უკრაინულმა გენშტაბმა, არ ვიცი, ოდესამ უნდა გამოყოს ბრიგადა, ან ბატალიონი, კიდევ ვინმემ, დნეპრმა, სხვა ძალები უნდა მოიძებნოს რომლებიც ამდენი დღეა ბრძოლას ელიან და არ მივიდა ბრძოლა მათთან, უნდა მორჩნენ ლოდინს და გამოვიდნენ მარიუპოლის დასახმარებლად რაიმე გზით უნდა მოხდეს “რუსების შეწუხება” სამხრეთში, რო მხოლოდ მარიუპოლი არ იყოს მიზანში და ალყაში (ეხლა ალყაშია რეალურად) ანუ დღეს იქნება უმძიმესი დღე მარიუპოლისთვის, რომელიც იქნება სტალინგრადი ოფიციალურად (ჩემი პროგნოზია ეს, ნეტა შევცდე).
და გაგრძელდება მძიმე ბრძოლები კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით. აღარ ვამბობ ბუჩა-ირპენის მთავარ ქუჩაზე თქო, იმიტო რო გუშინ ვთქვი, შემედავნენ, მერე ვიფიქრე მართლა დებილები ხო არ არიან რუსები - იქნებ ვცდები თქო, მარა გამოვიდა რო არ შევცდი - და ისევ ის ქუჩა გაივსო დამწვარი რუსული ტექნიკით.
ხოდა ამიტომ სავარაუდოდ დღეს რამე სხვა გზაზე შეუტევენ, თუ თავში ტვინი ვინმეს დარჩე იქ საერთოდ - მარა ნუ ზოგადი მიმართულება იგივე იქნება, როგორც უკვე ვთქვი - სატელიტიდან “ზოგადი ძალა” ჩანს და ვერ ახტებიან და სხვაგან ვერ დახტებიან უცებ უკვე 4 დღეა იცის ეგ შეტევის მიმართულება კიევმა, 3 დღეა გარანტირებულ სიკვდილზე შემოდიან რუსები მაგ მხრიდან და ადექვატური უკრაინული ძალებია მაქეთ მობილიზებული, რომც გაარღვიონ პირველი ხაზი, რომელიც 2 დღის წინ უნდა გაერღვიათ ყველანაირი შეფასებებით, კიევის ქუჩებში ჯერაც უსაქმოდ ელოდება რეგულარული ჯარი და რეზერვი და ალბათ უკვე “ბედნიერი” იქნებიან ბრძოლაში ჩაერთონ მარა ნაცვლად ამაზე კონცენტრირებისა - პუტინი შორი მოქმედების რაკეტებით ბომბავს ქალაქებს და პასუხის გაცემის საშუალება სამწუხაროდ არ არსებობს ძირითადად როდემდეც უნდა მანამდე დაბომბავს, სამოქალაქოები უბრალოდ უნდა ჩაძვრნენ სადაც შეძლებენ და გადარჩნენ, მეტი გზა ამ ეტაპზე არ არის რა შეგვიძლია ვქნათ ჩვენ? ეხლა უნდა ყველა დავჯდეთ, გავიხსენოთ ვის ვიცნობთ რუსს, მოვიკრიბოთ ნერვები და მივწეროთ/დაველაპარაკოთ იმიტო რო პირველი 10 წუთი, კანზე თმები ყალყზე დაგიდგებათ ისეთს მოისმენთ მათგან მე გავუთიშე ქოლი გუშინწინ საუბრისას მოსკოველ ნაცნობთან შეუძლებელია მეთქი მასთან საუბარი მარა სხვა გზა არაა, უკრაინელი ბავშვები და ქალები კვდებიან - იმიტო რო რუსებს წარრმოდგენა არ აქვთ რა ხდება, და ჩვენ ყველას - საშინლად “არ შეგვიძლია” მათთან საუბარი მარა უნდა ვქნათ რას მოელოდეთ: არგუმენტს რო პუტინი თუ წავა - ამერიკა დაიპყრობს რუსეთს და ამიტომ პუტინი ჯობია უნდა აუხსნათ რო ამერიკას არაფრად არ უნდა მაგხელა თავის ტკივილი, ყველას პლანეტაზე გვინდა რო რუსეთმა მოუაროს თავის თავს, და რო მათი ლიდერი იქნება ისევ რუსი და ვისაც ეყვარება ქვეყანა და არ შექმნის კრიმინალურ მაფიას მოისმენთ არგუმენტს რო უკრაინა 8 წელი ბომბავდა დონბასს და რო რატო მაშინ არ გეცოდებოდათ ის ხალხიო - უნდა აუხსნათ რომ დონბასში ყველაფერი დაიწყო რუსეთიდან შესული აგენტებით, რუსეთიდან მიწოდებული იარაღით და რუსეთიდან მართული იყო ყოველთვის და ძალიან გვეცოდებოდა ის ხალხი, მარა პუტინის შეყვანილი დაქირავებული მებრძოლებისთვის რეგიონის დატოვება უარესი იყო, და როგროც ამ 8 წელმა აჩვენა რა დღეშიც იმ ხალხმა იცხოვრა იქ - იმ ხალხზე უბედური ცხოვრება არავის არ ჰქონდა ეს 8 წელი, იმ რუსი ვირიშვილების გამო, ვინც იქ სიტუაციას მართავდნენ. მარა რო მასშტაბები შეუდარებელია, ეხლა იბომბება მილიონიანი ქალაქები, მთელი რუსეთის დიადი არტილერიით, უმოწყალოდ და რო თვითონაც კარგად იციან რო უკრაინის ჯარი ძალიან სუსტი იყო მთელი ეს წლები და რაც დონბასში ხდებოდ,ა შედარებაც არ შეიძლება იმასთან, რაც ეხლა ხდება.
მოისმენთ არგუმენტს რო ტყუილია ეგ ყველაფერი და რუსეთს ამხელა დანკარგები არ აქვს უკრაინაში - რაზეც უნდა უთხრათ, რომ კარგი - მარა პირველ რიგში არის ტელეგრამ ჯგუფი სადაც ათასობით რუსის ფოტო დევს და გთხოვ აბა შეისწავლე, მეც მაინტერესებს - და მითხარი ფეიკი როგორ არის თქო. და ასევე მეც მაინტერესებს და აი სამინისტროს მოთხოვეთ მონაცემები დაჭრილებზე და დაღუპულებზე, დაბლოკილი რო აქვთ და არ პასუხობენ ბავშვების მშობლებს-თქო. ზოგადად მთავარი მიზანი - გაუჩინოთ ეჭვი, სერიოზული ეჭვი, თქვენ გეჩხუბებიან - მარა გათიშავენ ტელეფონს და მერე იჯდებიან გულში ანერვიულებული, რო სიმართლე ხო არაა რასაც ეს ნაცნობი მეუბნებოდა, მართლა ბევრი ხო არ დაიხოცა, მართლა ხო არ ვაგებთ ომს, მართლა იქნებ ამერიკას კი არა ჩინეთს უნდა ჩვენი დამონება(და ისე ყველა ვიღაცის ქვეშ ვართ, რას იზამ, პროსტო უნდა აირჩიო მტერი ვინაა შენი და მოყვარე). აი ეს არი დღეს რაც უნდა ვქნათ, მეთოდურად, ნერვებ მოკრებილად - უნდა რუსებს ველაპარაკოთ, რო გაიგონ რას შვება მათი მთავრობა მათი ხელით, რო საღამომდე ის მაინც მოხერხდეს რო რუსეთი ილუზიაში ნაკლებად ცხოვრობდეს, ვიდრე დილას ცხოვრობდა.
დღეს, მომდევნო 12 საათში ესაა მნიშვნელოვანი: მარიუპოლი არ დაეცეს. ქალაქების დაბომბვა შეწყდეს - მარა არა უკრაინის მხრიდან ქვეყნის ნაწილების დათმობის ფასად რუსებმა გაიგონ, რა ხდება და გამოვიდნენ ჭურიდან, რომელშიც ზიან.
პ.ს. ბელორუსია ნელა და ფეხის თრევით აპირებს ჩაერთოს ბრძოლებში, ეგეც იმაზეა დამოკიდებული რამდენად ნათლად გამოჩნდება რო რუსებმა გაიგეს რა ხდება და რო ამ მათ მოგონილ სისხლიან თეატრს აზრი აღარ აქვს
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|