#58953423 · 2 Mar 2022, 02:03 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართვის თეორია პაკისტანი ჰო შეცდომით წერია ირანს იქეთაა კიდე, მარა შინაარსობრივად არაფერს ცვლის.
არც იმას ვამტკიცებ რომ რაც მიწერია ყველაფერი ვიცი და მე მირეკავენ და მეუბნებიან რა უნდა,
უბრალოდ ანალიზია. რაზეა აგებული პროპაგანდის ხაზი, რაც ფაქტებია და ამაზე კეთდება მთავარი აქცენტები და ვარაუდები რა შეიძლება იყოს რეალური მიზნები და რა იყოს მათი მიღწევის გზები.
იმას ვერავინ დამაჯერებს რომ უკრაინაა ამ ომის მიზანი და გაცილებით მეტს არ ითხივს რუსეთი.
ფაქტი არის ერთი, დასავლეთმა უკრაინა არ ჩააბარა. და არც ისე დაუდგა გვერდით უკრაინას რომ ვიფიქროთ ყველაფერს აკეთებს ოღონდ პუტონმა ეგ არ წაიღოს. კი ბაზარი არაა ბევრ რამეში ეხმარება. მარა ეს არაა იმდენი რითაც კონკრეტულად ამ ომში დაამარცხებენ რუსეთს. თუ მსოფლიოს ამაზე მეტი არ შეუძლია ცუდად ყოფილა საქმე. მარა ისიც ფაქტია არც უბრძოლველად აბარებენ. თორე ეტყოდნენ ზელენსკის არაფერს მოგცემთ არ აქვს აზრი წინააღმდეგობას და მოაწყობდნენ ტექნიკურად ზელენსკის გაშვებას ხელისუფლებიდან * * * SabaGEO საქართველო როგორ უნდა ჩაერთოს ომში წარმოუდგენელი მგონია ეგ. მითუმეტეს ვიღაცის ტვიტების გამო საქართველოს საერთოდ არ მგონია რაიმე მნიშვნელოვანი როლი ქონდეს ამ დიდ ომში.
თუ მიზანი პოლონეთზე და ბალტიისპირეთზე გასვლაა უკრაინა აუცილებლად ჭირდებოდა, თუ მიზანი აქვს თურქეთს შეუტევს მაგაში კი გამოვადგებით მარა ერდოღანი სირი არაა ეგ აცადოს და ვერ მიუხვდეს. თან არც ჩანს ისე თურქეთი რამეზე შფოთავდეს. პოლონეთი არაა მარტო ჰუმანიტარული და ფარული დახმარებებით შემოიფარგლოს.
ჩვენთან არაფერი მოხდება სერიოზული მგონია ეგ კულუარებში დალაგდება. ჩვენ რაში უნდა დავჭირდეთ მე არ ვიცი.
|