ცოტა ტვინი გაანძრიეთ ხალხო, ამ უკრაინელებს გგონიათ დღეს საქართველოს ბედი ადარდებთ?! უკრაინელებს ძალიან კარგად ვიცნობ და ძალიან მიყვარს ეგ ხალხი. უამრავი მეგობარი მყავს უკრაინაში და როგორი სიმპატიებიც არ უნდა ჰქონდეთ ქართველების მიმართ, დღეს იცოდეთ, მაგათ პირველ რიგში თავისი ქვეყნის და ერის ბედი ადარდებთ და ასეც უნდა იყოს.
იქნებ გაიხსენოთ სააკაშვილის მმართველობის პერიოდი, თუ რა თქმა უნდა ასაკობრივად გახსოვთ ეგ დრო. სააკაშვილი ასეთ დროს რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, ეგრევე ომში ჩაითრევდა ქვეყანას და ამჯერად 5 დღეს ნამდვილად ვერ გავძლებდით. ჩვეულებრივი საარტილერიო ცეცხლით მოწვდებიან რუსები თბილისს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რაკეტებიც კი არ დასჭირდებათ.
თავის სისხლსა და ხორცს არ ინდობენ უკრაინაში და აქ დაინდობენ ვინმეს?!
უკრაინელების ნამდვილად მესმის. 2008-ში ჩვენც ყველაფერს გავაკეთებდით, ვინმეს რომ მეორე ფრონტი გაეხსნა რუსეთისთვის, თუნდაც ორი დღით, რომ როგორც მინიმუმ საინფორმაციო ომისთვის გამოგვეყენებინა ეგ ომი, მაგრამ ვინც ახლა აქ ცდილობს საქართველოს ომში ჩათრევას, ყველა საქართველოს მტერია იცოდეთ, მაგათი არ მესმის, არც არასოდეს მესმოდა და ვერც ვერასოდეს გავუგებ! ქვეყნისა და ერის ინტერესები ყოველთვის პირველ ადგილზე უნდა იყოს და მერე უკვე მეზობლების. უნდა დავეხმაროთ უკრაინას ყველანაირად, მაგრამ ომი უნდა ავიცილოთ!
ვინმეს კიდევ თუ გეპარებათ ეჭვი, ზედ უკრაინის ომის წინ მიშას აქ ჩამოსვლის მიზანი რა იყო, გაანალიზეთ ნაცების დღევანდელი ქმედებები და ზელენსკისა და უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებები. ეგ ყველაფერი ერთი გეგმის ნაწილია და ძალიან ლოგიკურ ჯაჭვს ქმნის!