sandy
Super Crazy Member +++

        
ჯგუფი: Members
წერილები: 30789
წევრი No.: 47130
რეგისტრ.: 17-November 07
|
#58971390 · 5 Mar 2022, 14:40 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Ucha Abashidze 4 სთ · ომი უკრაინისთვის, დღე... აღარ ვიცი მერამდენე (ანუ აქამდე მოვედით აზზე ხართ? რუსეთი, მთელი თავისი ნაქები არმიით - დაესხა თავს უკრაინას, და სიტუაცია მოსულია "დღე არვიცი რამდენი"-მდე, საათებს კი არ ვითვლით რამდენი გაძლო უკრაინამ) მე-9 დაიწყო ხო? anyaway რუსეთის ჯარების შეტევა, უმეტესობა ფრონტებზე სრულიად შეჩერდა მეტი მოძრაობა არის სამხრეთში, იქ ჯერ კიდევ აქვთ "პოროხი" - ჩვენგან წაყვანილ აფხაზებს და სხვა კავკასიელებს ანუ მანდ ხდება ის რო უკრაინა ხო ისედაც ბრტყელია, მარა ჩრდილოეთით მაინც ბევრი პატარა ხეობებია და რაღაც რელიეფი არის კიდევ, და ქვემოთ გაშლილი მინდვრებია და ნუ სანამ დაჭაობებული არ იყო(გაყინული იყო) - რუსული ტიპის არმიისთვის იდეალური იყო შესატევად, ჯარები კიდევ მინიმუმი გაუშვეს უკრაინელებმა (ან საერთოდ არ... უმეტესწილად საერთოდ არ... ვერ ვიხსენებ სად იდგა სერიოზული უკრაინული საჯარისო ნაწილი სამხრეთში) მოკლედ გენშტაბმა დათმო ეგ მიმართულება, "ჯერ სხვაგან და მერე მაგას დავიბრუნებთ" იდეით სხვათაშორის საკმაოდ ტყუილად ანუ მათ ალბათ ეგონათ რო ზღვიდან მხარდაჭერა იქნება 24/7 და საზღვაო დესნატები და 1000 უბედურება და რო წინააღმდეგობის გაწევა არ გამოვიდოდა და დანაკარგები დიდი იქნებოდა და რეალობაში აღმოჩნდა რო რავი - ისე რაააა... ნუ ამის გამო "გაიწირა" მარიუპოლი, ეგენი არ დათმობდნენ და ჩაჯდნენ და იბრძვიან სიკვდილამდე და გარშემო რო ყველაფერს უბრძოლველად დათმობ - მთელი ჯოხი იასნად მათზე გადატყდება ჯერ დგას, დღესაც იდგება, ხვალაც - არ უჩანს მარიუპოლს დაცემის პირი (და რუსებს შეტევის) ხარკოვზე, და ჩერნიგოვოზე (ერთად ვამბობ მარა სვადასხვაგან არის, რუკაზე ოდნავ მაინც გახსენით და შეიქმენით წარმოდგენა სად რა არის, პატივისცემის ამბავია უბრალოდ იქ მყოფი ადამიანების ბოლო ბოლო) - ხოდა, ხარკოვს და ჩერნიგოვს ყოველი დილა გაუთენდებათ "ნეტა დღეს დაიწყება შტურმი?" კითხვით და პასუხი არ არსებობს, ნებისმიერ დღეს, შეიძლება გაწირონ რუსებმა ჯარი და დაარტყან უკვე ჯარით ანუ ეს არი "გასაკვირი" ადამიანებისთვის ვისაც შეხება არ ჰქონია, რო "ხარკოვს ურტყამენ" - იწერება უკვე 9 დღეა, და ვერ იგებ თუ ურტყამენ - რანაირად არ დაწყებულა ხარკოვზე შეტევა ხოდა ურტყამენ - არტილერიას და ბომბებს ფიზიკურად ფეხოსანი ჯარი(ან ტანკები) 2-ჯერ მივიდნენ, ერთხელ შებოდიალდნენ და ბოლო კაცამდე განადგურდნენ (ანუ როგორც წესი შენაერთი ასწრებს ხოლმე უკან დახევას და წააგებენ მარა არ ამოწყდებიან, ესენი ამოწყდნენ, ტყვედ ჩავარდა ზოგი, გრუს სპეცნაზი იყო) მაგრამ სინამდვილეში, მთავარი, ხდება ეს: ხარკოვში მდგომი ხალხი, ომის მეორე დღეს დავუშვათ, უმეტესობა ისე იყო განწყობილი "რავი ჯარმა იომოს, მე აგერ ხვალ დილას მაქვს საქმე ჯერ ინსტიტუტში, მერე საღამოს უნდა ვნახო გოგო, რა მინდა ეხლა ომში, აგერ ფანჯრებს გარეთ იომონ - გადაწყვიტონ რუსეთი ვართ თუ უკრაინა, მამენტ სულერთია ჩემთვის" ამ დაბომბვებმა ქნა ის რო ყველას ვიღაც ნათესავი დაეღუპა და დაუშავდა, დღეს ნეიტრალური ადამიანები ბევრად ნაკლებია, ბევრად მეტმა გაიაზრა რო ომშია და ჩვეულებრივი ცხოვრება დასრულდა ბევრად მეტმა გაიაზრა რო რუსეთი რო დაგიპყრობს - აღმოჩნდები სანქციებით კასტრირებულ გიჟ მორდორში ყოველი დღე, ხარკოვის, ჩერნიგოვის, სუმის, მარიუპოლის, ნიკოლაევის, და კიევის ნგრევისა - აჩენს ახალ მებრძოლებს რომლებიც თავის თავში ფიცს დებენ ბოლომდე იბრძოლონ, სერიოზულად, რაოდენობა უკრაინის ჯარის იზრდება, მაშინ როცა რუსეთის ჯარი დღეში 1500-მდე ადამიანს კარგავს(დაჭრილს უმეტესად) ამერიკის ოპერაციას ავღანეთში, ბოლო 10 წელი რავი, ერქვა "ავღანელი მოსახლეობის გულების და გონების მოგების ოპერაცია" იმიტო რო შეუძლებელია დიდ ქვეყანას ომი მოუგო, თუ იმათ დანებება არ უნდათ ამერიკამაც კი, შეუძლებელია აიღო და აკონტროლო (და ამერიკას 1 დღე ჯარის ოპერირება იმდენი უჯდება რუსეთი რო 1 წელში ხარჯავს ჯარზე, და მაინც არ ეყო ავღანეთის სამართავად) ერთადერთი გზა რუსეთს მოეგო ომი უკრაინასთან - იყო უკრაინელების გულები მოეგო (მას ეგონა რო უკვე ჰქონდა მოგებული და ტაშით შეხვდებოდნენ) უკრაინა როგორც ნაცია ძალიან სუსტი იყო, რბილად რო ვთქვათ მართლა ეგეთი მიდგომა იყო რო "რავი ერთი ხალხი ვართ რა, ვთამაშობთ ამ ქვეყნობანას პროსტა" (ბეეეეევრ უკრაინელს ვიცნობ და ბევრჯერ ვარ ნამყოფი) - ანუ ხუმრობა იყო ეს მათთვის, რავი არც ფიქრდებოდნენ ამაზე, დიდი ამბავი რუსი, უკრაინელი, რამ გაგვყოო (ზოგი იყო უფრო მომართულიც მარა, არც იმდენი რამდენსაც იფიქრებთ რო უნდა ყოფილიყო 2014-ის მერე... გულიც კი მიცრუვდებოდა უკრაინელებზე იმდენად ფეხზე ეკიდათ მასას ქუჩაში რო დადიოდი) ხოდა პუტინმა, ამ თავისი ძალადობით, და უკრაინელებმა - პირველ დღეებში თავდადებით შექმნეს ნაცია, ეროვნება - უკრაინელი აწი მორჩა, ნებისმიერი უკრაინელი შეურაცხყოფად მიიღებს რუსი უწოდო, ერთიდაიგივე ვართო არცერთი აღარ იტყვის ამ დაბომბვების შედეგად - და უკრაინელების გადაწყვეტილებით არ დანებებულიყვნენ, პლანეტაზე გაჩნდა განსხვავებული, სლავური კი არა - მხოლოდ სლავური წარმოშობის ნაცია, უკრაინელი რომელიც მთელ მსოფლიოში... აი ხელს რო გამოგიწოდებს ადამიანი, გამარჯობა მე უკრაინელი ვარო - შენთვის ეს ავტომატურად ენიშნება რო ეს ადამიანი(ქალი, კაცი, სულერთია) არი ვაჟკაცი, თავდადებული, შეუპოვარი და "მრავალ ჭირ ნახული" - და ავტომატურად პატივისცემით განეწყობი, და ასე იქნება ეს მრავალი წელი წინ... ეს ქნა უკრაინელების გადაწყვეტილებამ სიცოცხლის ფასად დადგნენ ბომბების ქვეშ... და ეხლა პუტინი ვეღარაფერს ხავსსაც კი ვერ ეჭიდება, ხავსებიც გათავდა რა შეიძლება ქნას უკრაინის ასაღებად, ეხლა პროსტო ბოლომდე ავლენს როგორი სატანის მოციქულია რუსებს რო რეპარაციები დაუწესდებათ, 50 წელი რო უნდა უხადონ უკრაინას, მერე გაიხსენონ ეს დღეები კარგად მოკლედ შეტევები ყველა ფრონტზე ან უსაშველოდ შენელდა, ან შეჩერდა სრულად იმ დონეზე რო კიევმა დროზე უნდა გაიაზროს რო მგონი პირდაპირი საფრთხის ქვეშ აღარ არის (სარაკეტო დარტყმებიც შემცირდა) და უნდა ეცადოს რაღაც სამსახურები აამუშავოს, იმიტო რო ეკონომიკა ყოველდღე პლინტუსის ქვემოთ მიდის ნელ-ნელა ეს ყველაფერი გადაიზრდება "უკრაინის ტერიტორიაზე რუსებზე ნადირობის ოპერაციად" და ეგეთი ფორმა უნდა მიიღოს, რო უკრაინა ჰუმანიტარულ კოშმარს გადაურჩეს - რო სადაც რუსები "დაძვრებიან" - იქ უნდა ინადირონ მათზე და დანარჩენი ქვეყანა უნდა შეეცადოს გამოვიდეს ბუნკერებიდან და თავის საქმე ისევ აკეთონ (და ყველანაირად მიეხმარონ ვინც რუსებს დასდევს იმათ და ვინც იმ ქალაქებშია რომლებიც იბომბება) ანუ, ამას იმიტომ ვამბობ რო ეს კვირა უკრაინის ყველაზე დიდ პრობლემად, ჰუმანიტარული კატასტროფის დაწყებას ვხედავ, და არა უშუალოდ რუსი ფეხოსანი ჯარის შეტევას - და მაგაზეა ყურადრება გადასატანი, როგორ შერბილდეს ჰუმანიტარული ვითარება ატანადამდე კი, ოდესაზე შეტევა იქნება, დღეს არა ხვალ, რად უნდათ - არავინ იცის, რაღაც პირველად გეგმაში ეწერა და უნდა შეასრულონ, ოღონდ აზრი დაკარგა სრულიად კი, მარიუპოლთან კიდე ბევრი რუსი დაიხოცება კი კიევის გარშემო კიდე იქნება რაღაც გარღვევების მცდელობები, გაუგებარია რა მიზნით ანუ მერე? - ჰა, შევარდება პატარა კოლონა ცოტა წინ, მერე? აიღებს კიევს თუ რა? რისთვის ეტენებიან? ერთადერთი თუ პატარა წინ წაწევა მოხდება, მარტო იმის ხარჯზე რო მოწინავე ჯარებს ტანკ-საწინააღმდეგო საშუალებები გამოელიათ და პროსტო შემდეგი ხაზის ბიჭები დაასვარკებენ რუსებს თავიანთსავე ჯავშანზე მეტი არაფერი შედეგი არ არის მიღწევადი კიევის წინააღმდეგ რუსებმაც იციან და აღარ აშუქებენ მაგ ფრონტს, რუსულ ტელეგრამებზე ლაპარაკობენ მიღწევებზე, როგორ აიღეს რაღაც სოფელი, არ ვხუმრობ, მთელი დღის მონაგარი არის დონბასში რაღაც სოფელი და იმას ზეიმობენ და ლამაზად ხატავენ რუკებს როგორ რაღაცეები ხდება სამხრეთით და კიევზე რო 3 არმია გაუშვით და გაქრა? - მათივე რუკებიდანაც გაქრა პა ხოდუ... ვითომ არ ყოფილა, შემტევი ჯარის ნახევარი, რაც შევიდნენ მთლიანად ისევ, არასოდეს არ იფიქროთ რო ყველა მოკვდა, ომი მასე არ ხდება, გაქრა ნიშნავს - შეწყვიტა ორგანიზებული შეტევა შეტევა ძაან ძნელი საქმეა და ბევრ "ფეხზე" დგას, ერთი ფეხის გამოცლაც კი ასუსტებს და მაგათ ფეხი აღარ დარჩათ თორე ფიზიკურად, ორკების ორდა, იქ არის - ოღონდ პროსტა ორდაა, აღარავის არაფერი უნდა სახლში წასვლის გარდა რამდენადაც ვიცით რავი, არ გეგონოთ რო მე იქ კამერა მიყენია და ვხედავ(მეორეს მხრივ ბევრი კამერები იღებენ და ვხედავ-თ კიდეც) ხოდა, რასაც ვხედავ ჯამში მოკრებილი ინფორმაციით - ასეა, ომი იმათ აღარ უნდათ და შეტევას ძაან დიდი შემართება სჭირდება მაგრამ, სუ, სუ ყველას გვეშინია რო ეს ასე არ მორჩება და რამეტი გაგვაკვირვებენ ოღონდ ოდნავ ტრაკს რო გაანძრევენ ისტერიკა არ დადგათ ეგრევე, აი თურმე რას აპირებდნენო არა, სერიოზული რამით უნდა გაგვაკვირვონ, ოდნავ ტრაკის განძრევები იქნება კიდევ, არაუშავს ეხლა უნდა გამეგრძელებია წერა იმაზე რო "მორდორი ჩამოიშლება"-ს მეტი არაფერი მეფიქრება თქო, მარა გამახსენდა რო ეს ჩამოიშლება - ნიშნავს რო მთელი მისი ნანგრევები ჩვენ დაგვეყრება თავზე და რო ამაში საზეიომო აღარაფერია ანუ არა, ვცდები გეტყვით - ეხლა ჩვენ უნდა ძალიან გვინდოდეს, მორდორი ჩამოიშალოს ბოლომდე - აი რუსები რო ჩამოდიან, შეიკავეთ სახეში შეფურთხების სურვილი - და დაელაპარაკეთ იმაზე რა ხდება ფრონტზე, რო ხო კარგად იცის რას სჩადიან, ხო კარგად იცის რო რუსებმა წააგეს? მერე გაუმერეთ რო ეხლა დაურეკე შენს ნათსავებს ვინც იქ დარჩა და ავად თუ კარგად, ეს აუხსენი როგორმე თქო იმიტო რო თუ მორდორი - ჩაიკეტა და ჩრდ. კორეა გახდა - ესენი აქ დარჩებიან უვადოდ ჩვენი არცერთი პრობლემა რაც გვქონდა - არ მოგვარდება და დაგვემატება ახლები თუ ბოლომდე ჩამოინგრევა - ესენიც წავლენ უკან და ჩვენი პრობლემების მოგვარებაც შეიძლება დაიძრას მკვდარი წერტილიდან (ნუ ზოგი მაინც დარჩება, რეპარაციების გადახდას გაექცევიან) ამიტომ, რახან რუსების ჩამოსვლას ვერ ვაჩერებთ - გამოვიყენოთ ხო არ გვქონდა კონტაქტი რუსებთან და ვერ ვაწვდენდით ხმას? - ეხლა ქუჩაში რო დაინახვთ და მერე მწერთ "სუ სლავა უკრაინი ვიძახე და იდგნენ დაჩმორებულები"-ს ნაცვლად მიესალმეთ, ამოიღეთ ტელეფონი, გამოკითხეთ ხო იცით უკრაინელებს რას უშვებით, არა, არა მოდი ვიდეოებს გაჩვენებთ თქო, თქვენი ჯარი რო 10 000 -ზე მეტი დაიკარგა 8 დღეში იცით თქო? - ტანკები 250-ს ასცდა თქო? - შეტევა რო აღარ მიდის თქო? და იცით თქო რო უაზროდ ხოცავთ სამოქალაქოებს და მიზანი მიუღწევადი გახდა თქო? და იცით თქო რო ნათესავებს ეს უნდა თქვენ აუხსნათ, ჩვენ არ გვისმენენ თქო? ხო აი ეხლა ეგ ქენით თქო, არა არსად არ წავალ - ჩემ თვალწინ დაურეკეთ თქო (ვხუმრობ) და მერე წამოსვლისას ბარემ სლავა უკრაინიც მიაძახეთ, ოკ ძაან ადვილია, მართლა გეუბნებით - რუს ტურისტს ხედავ, ესალმები, ჯიგრულად, "ვამ ზძეს ნრავიცცა? ხარაშო და ვ ევროპე? ატლიჩნა - ა ვი ზნაიწე ჩტო რასია ნაძელალა ვ უკრაინე? - ვაში როდსტვენნიკი ვ რასიი ზნაიუტ? - ვი პანიმაიწე ჩტო ვსიო ეტა ი ნა ვაშეი სოვესწი ტოჟე?" და ვსიო, ნერვების აუშლელად ა, ხო, ბოლოში "სლავა უკრაინი" არც ქსენოფობია, არც დისკრიმინაცია, უბრალოდ კონსტრუქციული დიალოგი - - - დღეის მოლოდინები არ ვიცი, ოდესამდე მივლენ? - ისე შენელდენ ეგენი ღმერთმა უწყის ქალაქები აუცილებლად ისევ დაიბომბება, მართალია ინტენსივობამ სინამდვილეში ძალიან იკლო გუშინ (მათ შორის იმიტო რო დივერსიულმა ჯგუფებმა მოიწერეს აქა-იქიდან გავანდგურეთ არტილერია რომელიც ქალაქს ესროდაო) მატულობს "გზებზე რეიდერების" რაოდენობაც, მანქანებიანი ტიპები რომლებიც შუა გზებზე კოლონებს იჭერენ ერთადერთი ძალიან გაუჭირდება მარიუპოლს, ფიზიკურად გაუჭირდება, მიწაზე დაცვა, ასე მგონია კიევთან ისევ იქნება გაუგებარი შეტაკებები, გაუგბარი დანიშნულების, სუფთად ხორცის დაკეპვა - რუსების-სავე მიერ, განწირული შეტევა - მეთაურობის ბრალია, დამცველების კი არა მოკლედ მაღაზიაში რო რუსებს ნახავთ კითხეთ უკრაინელი ხო არაა, თუ უკრაინელია ჩაეხუტეთ (სამწუხაროდ სახეზე ვერ გაარჩევ კი
--------------------
წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო...
|