განახლებული ინფორმაცია
ამ დროისათვის არსებული ვითარება(მე-11 დღის შეჯამება)
ზოგადად, შეიძლება ითქვას რომ დღეს რუსულ არმიას პრაქტიკულად არანაირი წინსვლა არცერთ მიმართულებაზე არ ჰქონიათ, რაც მიგვანიშნებს რომ სავარაუდოდ რუსების ძალები უკვე სერიოზულად არის გამოფიტული და ვეღარ ახერხებენ შემდგომ წინსვლას ახალი რესურსების მიღების გარეშე, უკვე მეორე დღეა ვრცელდება კადრები თუ როგორ ხდება ფაქტიურად ბოლო ბრძოლისუნარიანი ნარჩენების გადასროლა უკრაინის საზღვრისაკენ რუსეთის მთელი ტერიტორიიდან, მოკლედ რუსულ არმიას უკვე აშკარად ეტყობა დეფიციტი როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ჯავშანსატანკო კომპონენტში. ასევე აღსანიშნავია, რომ სამ დღიანი რუსების ტაიმაუტისა ფრთოსანი(კალიბრი) და ტაქტიკური(ისკანდერი) რაკეტების გამოყენებასთან დაკავშირებით, დღეს ერთგვარად განაახლეს სარაკეტო დარტყმები, თუმცა მათი სამიზნე იყო მხოლოდ ერთი აეროდრომი და შეზღუდულად 8 ფრთოსანი რაკეტა გაუშვეს, ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსმევს რომ ამ ნაწილშიც რუსებს უკვე სერიოზული დეფიციტი აქვთ(უკრაინული მხარის ინფორმაციით რუსებმა უკვე გაისოლეს კალიბრის დაახლოებით 90%). ამ ფონზე კი რუსეთი უკვე მეორე დღეა იძულებულია ისედაც რთულ ვითარებაში მყოფი სახმელეთო ნაწილების მხარდაჭერისათვის აქტიურად გამოიყენოს ავიაცია, თუმცა გუშინდელი მძიმე დღის შემდეგ არც დღეს გამოირჩეოდა ავიაცია დიდი აქტიურობით, რამდენიმე საჰაერო დარტყმა განახორციელეს, თუმცა არანაკლებ მოხვდათ, უკრაინულმა საჰაერო თავდაცვამ უკრაინელების მტკიცებით ხარკოვის სიახლოვეს 2 ერთეული სუ-25-ის ჩამოგდება შეძლო(ერთის ჩამოგდების ვიზუალური მტკიცებულება ვნახეთ, მეორის კი ჯერ არა), ასე რომ უკრაინული საჰაერო თავდაცვა ასეთუისე აგრძელებს კვლავ მოქმედებას. უნდა ავღნიშნო ბაირაქტარების ინტენსივობის მნიშვნელოვანი კლება, უკვე მე-5 დღეა სამწუხაროდ არცერთი ვიდეო აღარ გვინახავს მათი მოქმედებისა, როგორც მოსალოდნელი იყო მათი ეფექტურობა ვერ იქნებოდა მაღალი, რასაც მოწმობს 11 დღიანი ომის ფონზე სულ რამოდენიმე ვიდეოს არსებობა, იმედი მაქვს უკრაინელებს ჯერ კიდევ ყავთ ბაირაქტარები(სულად ვერ შეძლო რუსეთმა მათი განადგურება) და კვლავ ვიხილავთ მათ შემოქმედებას. სამწუხაროდ, რაც დრო გადის იკლევს უკრაინული ავიაციის აქტიურობაც, დღეს გავრცელებული ინფორმაციით რუსებმა შეძლეს ორი ერთეული უკრაინული სუ-25-ის ჩამოგდება, ცაში ფაქტიურად აღარ ჩანან უკრაინული გამანადგურებლები(მიგ-29-ები და სუ-27-ები) რაც მიგვანიშნებს, რომ ან ცაში სრულად გაბატონდნენ რუსული გამანადგურებლები(სუ-35-ები) და აზრი აღარ აქვს უკრაინული გამანადგურებლების ჰაერში აწევას ან უკრაინული გამანადგირებლების პარკი დიდწილად განაგურებულია უკვე, მოკლედ ამ მხრივ აშკარად სავალალო მდგომარეობაა უკვე . ეხლა რაც შეეხება კონკრეტულ მიმართულებებს:
1. სუმისა და ჩერნიჰივის მიმართულება - როგორც სხვა მიმართულებებზე, დღეს რუსებს ამ მიმართულებებზე არანაირი წინსვლა არ ჰქონია, ბოლო 5 დღის დაკვირვებით რუსული არმიის შეტევითმა პოტენციალმა სუმისა და ჩერნიჰივის მიმართულებებზე მნიშვნელოვნად არის დაკლებული და ფაქტიურად სტაგნაციურ მდგომარეობაში არიან, რუსულ არმიას უკვე აშკარად ეტყობა გამოფიტვის და ძალების თანდათან დეფიციტის ნიშნები და შესაბამისად მათი შეტევითი პოტენციალი ზემოაღნიშნულ მიმართულებაზე მნიშვნელოვნად შემცირებულია, თუკი ისინი დამატებით შევსებას არ მიიღებენ შეიძლება ითქვას აქ მათი მდგომრება უკვე რთულია. ამ მიმართულებაზე უკრაინული არმია საფრთხის მნიშვნელოვნად დაცემის გამო თითქმის აღარ ჩანს და სხვა მიმართულებებზე გადაინაცვლეს(კიევის აღმოსავლეთი), აქ უკვე ძირითადად პარტიზანული ქმედებებით ტერიტორიული თავდაცვის ძალები აქტიურობენ, რომლებიც ბოლო რამდენიმე დღეა ფიტავენ რუსულ ნაწილებს ამ მიმართულებებზე.
მოკლედ სუმისა და ჩერნიჰივის მიმართულებაზე სიტუაცია სტაბილურია.
2. კიევის მიმართულება - დღეს ეს მიმართულება ძალიან მშვიდი იყო, ფაქტიურად არ შეინიშნებოდა შეტაკებები, ორივე მხარე ინარჩუნებს წინა დღეებში დაკავებულ პოზიციებს. ერთადერთი გამოსაყოფია უკრაინული არტილერია და სპეციალური ოპერაციების ძალები, რომელიც აგრძელებენ რუსულ ჯავშანსატანკო კოლონებზე ნადირობას და მათ სერიოზულ გამოფიტვას. კიევზე ჯერ საფრთხე არ არის მოხსნილი, რუსეთს კვლავ აქვს "საშიში ძალა" ამ მიმართულებაზე და შესაძლოა კვლავ ეცადოს შეტევას ქალაქზე, თუმცა რაც დრო გადის კიევზე წარმატებული შეტევის შანსი კიდევ უფრო იკლებს. იმედია უახლოეს დღეებში უკრაინა გააგრძელებს ამ მიმართულებაზე კონტრშეტევას და კიევზე საფრთხეს საბოლოოდ მოხსნიან. ქალაქში კი სიტუაცია უკვე მე-7 დღეა სტაბილურია.
3. ხარკოვის მიმართულება - რუსულ ნაწილებს უკვე მეექვსე დღეა აღარანაირი სახმელეთო შეტევის მცდელობა აღარ აქვთ ქალაქზე, უკვე მეორე დღეა ქალაქ ხარკოვში ნაკლები დაბომბვა იყო, რუსებმა მხოლოდ ქალაქის შემოგარენში დაბომბეს სატანკო კომპლექსის ტერიტორია. ამ მიმართულებაზე გრძელდება რუსული ძალების გამოფიტვა უკრაინული არტილერიის მიერ, რომლებიც განუწყვეტლივ ურტყავენ რუსების სახმელეთო ნაწილების გადაადგილებებს ხარკოვის ჩრდილოეთ მისადგომებთან(რუსეთის საზღვარი) და უკვე მეორე დღეა სახმელეთო ნაწილებმა მნიშვნელოვანი ტერიტორიები დაიბრუნეს ქალაქის გარშემო. შესაბამისად ამ ეტაზე რუსების ქალაქზე შეტევის წარმატების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად დაკლებულია. ასევე აღსანიშნავია, სავარაუდოდ უკრაინის საჰაერო თავდაცვის დამატებითი ძალების განთავსება ხარკოვის მიმართულებაზე, რადგან დღეს ორივე რუსული სუ-25 სწორედ ამ მიმართულებაზე ჩამოაგდეს. ასევე აღსანიშნავია ქალაქ ბალაკლიასთან უკრაინული არმიის მიერ პოზიციების გამყარება, რითიც მათ რუსებს უკვე 48 საათია განძრევის საშუალებას არ აძლევენ, რუსები ასევე ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმის აღებაას, კარგი თავდაცვითი პოზიციების ფონზე აქ აუცილებელია კონტრშეტევის განვითარება და ქალაქ იზუმზე საფრთხის სრული მოხსნა, რათა შემდგომში არ მოხდეს ლუგანს-დონეცკის მომარაგების არხების გადაჭრა (პავლოგრადის მიმართულება) და შემდგომ უკრაინული ძალები დონეცკ-ლუგანსკში ალყაში მოაქცევა. მოკლედ უკრაინული არმიის მიერ ქალაქ ხარკოვის წარმატებული დაცვის შემდეგ, ისინი უკვე პერიმეტრის გაწმენდასაც აგრძელებენ და ნელ-ნელა ჩრდილო-აღმოსავლეთ მიმართულების(რუსების გეგმა ბ) სტაბილიზებაც დაიწყეს.
მოკლედ, თავად ქალაქში სიტუაცია სტაბილურია, თუმცა აღმოსავლეთ ფლანგზე საყურადღებო ვითარებაა კვლავ, გამონათების ნიშნები შეინიშნება, თუმცა შემდეგი რამოდენიმე დღე კიდევ უკეთ დაგვანახებს, უკრაინამ საბოლოოდ შეძლო ამ მიმართულების სტაბილიზება თუ რუსებს კვლავ შერჩათ ძალები ახალი შეტევებისა
4. დონეცკი - ლუგანსკის მიმართულება - აქ გამოსაყოფია ლუგანსკის და ფდონეცკის მიმართულებები. რუსებს შედარებით წარმატება აქვთ ლუგანსკის მიმართულებაზე , ნელი ტემპით მარა დიდი დანაკარგების ფონზე ახერხებენ წინსვლა და თანდათან ქალაქ სევერო დონეცკს უახლოვდებიან, თუმცა როგორც კი დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდნენ უკრაინელებმა სერიოზული ჩასაფრება მოუწყვეს სეპარატისტებს, გაანადგურეს 7 ერთეული ჯავშანტექნიკა და დაახლოებით 40-მდე სეპარატისტი მოკლეს. ქალაქზე შეტევის პირველი მცდელობა მოგერიებულია. დონეცკის მიმართულებაზე კი ქალაქ ვოლნოვახოსთან გრძელდება აქტიური საბრძოლო მოქმედებები და რუსების ბუქსაობა გრძელდება ბოლო 72 საათია, ისინი სერიოზულ დანაკარგებს განიცდიან და წინ ვერ მიიწევენ. მოკლედ, როგორც კი სეპარატისტები დიდ დასახლებულ პუნქტებს მიუახლოვდნენ ლუგანსკის და დონეცკის მიმართულებებზე მაშინვე დაიწყო მათი სერიოზული დანაკარგები და ბუქსაობა, იმედია ასე გაგრძელდება
ამ მიმართულებაზე, სიტუაცია რთულია, მარა არა კატასტროფული ჯერ
5. სამხრეთის მიმართულება - აქ გამოსაყოფია ხერსონი-ოდესის, მარიუპოლის და ზაპოროჟიეს მიმართულებები. ეს მიმართულება კვლავ ყველაზე მძიმედ რჩება უკრაინისთვის, თუმცა დღეს ომის დაწყებიდან პირველად რუსებს არანაირი წინსვლა არ ჰქონიათ და მეორე დღეა დაიწყეს ბუქსაობა. აღსანიშნავია, განსაკუთრებით მიკოლაევში რუსული არმიის სრული ფიასკო, გუშინდელი მარცხის შემდეგ დღეს აღარანაირი აქტივობა არ ჰქონით, დღეს უკრაინულმა ავიაციამ მოახერხა რუსულ პოზიციებზე საჰაერო დარტყმები, ასევე გაგრძელდა უკრაინული არტილერიის მიერ მათ პოზიციებზე დარტყმა. უკრაინული მხარე აქტიურად ახდენს ძალების გადაჯგუფებას ამ მიმართულებაზე და შესაძლოა მალე ვიხილოთ კონტრშეტევა ქალაქ ხერსონის მიმართულებით, რაზეც ერთგვარი მინიშნება დღეს მიკოლაევის გუბერნატორმა გააკეთა. რაც შეეხება მარიუპოლის მიმართულებას, აქაც დღეს პატარა მარა მნიშვნელოვანი სინათლის სხივი გამოჩნდა, უკრაინელებმა გუშინდელი წარმატებული რეიდი შემდეგ(გრადის და მისი გათვლის განეიტრალება) დღეს მტრის ზურგში ჩასაფრებით სერიოზული დარტყმა მიაყენეს მოწინააღმდეგეს (გაანადგურეს რამდენიმე ტანკი, ჯავშანმანქანა და დახოცეს 50-მდე რუსი) ასევე ქალაქის მისადგომებთან გრძელდება ქალაქის რუსების შესვლის ყველა მცდელობის აღკვეთა, უკვე მე-4 დღეა რუსები ვერ ახერხებენ ქალაქში შესვლას და ვერც ქალაქზე სრული ალყის შეკვრას. მარიუპოლის დამცველები ნამდვილი გმირები არიან და დიდი იმედი მაქვს მათი და ქალაქის გადარჩენა მოხდება, ჯერ დამხმარე ძალები არ ჩანს, მარა როგორც მიკოლავეის მიმართულებაზე გააქტიურდა უკრაინული არმია და მაშინვე დაიწყო რუსების აწიოკება, იმედი მაქვს მარიუპოლზეც უახლოეს დღეებში დაიწყებენ დამხმარე ძალების გადასროლას
და ბოლოს, მესამე მიმართულებაზე (ზაპოროჟიე), რუსები ქალაქ ენერჰოდარიდან და ატომური ელექტროსადგურიდან გასვლის შემდეგ ფაქტიურად აღარ აქტიურობენ ამ მიმართულებაზე. დღეს არანაირი მცდელობა არ ჰქონიათ ქალაქ ზაპოროჟიესკენ დაძვრისა. როგორც ჩანს სამხრეთის მიმართულებაზე ძირითადი ძალები მარიუპოლი-მიკოლაევის მიმართულებებზე ყავთ და აქ უკვე ძალა აღარ ყოფნით რომ შეტევის შემდეგი ფაზა წამოიწყონ ამ ეტაპზე.
სამხრეთის სამივე მიმართულებაზე სიტუაცია საკმაოდ რთულია, თუმცა ჯერ კრიტიკული კვლავ არ არის არცერთი
ეს არის ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა
დიდება და გაძლება უკრაინას ღორების ურდოს წინააღმდეგ !!!
ეს კი ამ დროისთვის არსებული ვითარება