https://bm.ge/ka/article/seb-ma-savaluto-au...-gayida/104016/ეს ახალი ამბების საიტი ძალიან ინფორმატიული და კარგია ყველა თემებზე დეტალურად იწერება.
მოკლედ ესე ყოფილა.
ეროვნულმა ბანკმა ლარის გაცვლითი კურსის მხარდაჭერისთვის და სავალუტო ბაზარზე ლიკვიდობის მიწოდებისთვის სავალუტო აუქციონი განახორციელა და $39.6 მილიონი გაყიდა. აუქციონზე გასაყიდად $50 მილიონი დოლარი იყო გამოტანილი.
"2022 წლის 9 მარტს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-ის მიერ გასაყიდად გამოტანილი იქნა 50 მლნ. აშშ დოლარი. აუქციონზე გაიყიდა 39 570 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.3947 შეადგინა,"- ნათქვამია განცხადებაში.
ეს 2022 წლის პირველი სავალუტო ინტერვენცია იყო.
2021 წელს კი სებ-მა 9 ინტერვენციით 332.9 მილიონი დოლარი გაყიდა.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის იანვრის მდგომარეობით საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა $4,078,074,900-ს შეადგენს.
როგორც წერია წელს ეს ბანკის პირველი ინტერვენცია იყოო ხოლო შარშან მაგ 9 ინტერვენცია გაუკეთებია ჯამში 332 დოლარის.
ეს კარგია კიდევ ბევრი ინტერვენცია შეუძლია ბანკს თუ საჭირო გახდა.
სავარაუდოდ კურსი ბანკებმა სპეციალურად აახტუნეს რომ რუსები ყიდულობდნენ დოლარს და რაც შეიძლება მეტი ფული გადაეხადათ.
https://bm.ge/ka/article/ministris-pirveli-...icxvze-/103981/ამ ინფორმაციიდან გამომდინარე კი რომ
საქართველოში ბოლო დღეებში 20 ათასი რუსი შემოვიდა და ეხლა 3000 ღა დარჩა დანარცენი სხვა ქვეყნებში წავიდაო. აქედან გამომდინარე როცა ბანკებმა შეხედეს რომ რუსები დოლარს აღარ ყიდულობდნენ და წავიდნენ უკვე ჩაერია ეროვნული ბანკი ინტერვენციით და უცებ დააგდო სპეციალურად რუსებისთვის გაბერილი კურსი.
მოკლედ ფულს აკეტებენ ბანკები ასე ვფიქრობ.
თუ ადამიანმა წინასწარ იცი რომ ბანკი ინტერვენციას აპირებს მაშინ უნდა იყიდო დოლარი და მერე გაყიდო მე2-3 დღეს თუმცა ვინ გეტყვის ეროვნული ბანკი როდის მოიფიქრებს ინტერვენციას.
მაშინ უნდა ბანკში მუსაობდე კარგ თანამდებობაზე და ამ ინფორმაციებზე მიგიწვდებოდეს ხელი.