https://www.bpn.ge/article/92784-rus-miliar...omis-18-dgeshi/რუს მილიარდერთა ათეული შეიცვალა, მათი დიდი ნაწილის ქონება კი განახევრდა - ვინ რამდენი დაკარგა ომის 18 დღეში
უკრაინის წინააღმდეგ, რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუს მილიარდერთა ათეული შეიცვალა, მათი დიდი ნაწილის ქონება კი განახევრდა.
,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ ფორბსის მილიარდერთა რეიტინგით, ვინ რამდენს ფლობდა და რამდენს ფლობს დღეს:
ვლადიმერ ლისინი - ის ყველაზე მდიდარი რუსების სიაში კვლავ პირველ ადგილზეა, თუმცა ომის დაწყებამდე თუ 29.6 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა, დღეს მისი ქონება $17.7 მლრდ-ია..
ალექსი მორდაშოვი, რომელიც ომის დაწყებამდე მეორე იყო სიაში. დღეს რეიტინგში მეხუთეა. ომის დაწყებამდე 28.5 ლრდ აშშ დოლარს ფლობდა, დღეს კი, $13.3 მლრდ-ს.
ლეონიდ მახელსონი რეიტინგში ერთი პოზიციით დაქვეითდა და თუ ომის დაწყებამდე 27.2 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა, დღეს $14.0 მლრდ დოლარს ფლობს.
ვლადიმერ პოტანინი კი, მიუხედავად ქონების დაკარგვისა, რეიტინგში დღეს მეორე ადგილზეა. ომის დაწყებამდე ის 26.9 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, $17.3 მლრდ-ს ფლობს.
ანდრეი მელნიჩენკო დღევანდელი მდგომარეობით რუს მილიარდერებს შორის მეცხრე ადგილზეა. ომის დაწყებამდე ის 27.5 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, მისი ქონება $11.1 მლრდ-ია.
ვაგიტ ალეკპეროვმა მეექვსედან მეათე ადგილზე გადაინაცვლა და $10.5 მლრდ-ს ფლობს, მაშინ, როცა ომის დაწყებამდე მისი ქონება 24.8 მლრდ აშშ დოლარი იყო.
გენადი ტიმჩენკო - მისი პოზიცია კვლავ უცვლელია, თუმცა შეიცვალა ქონება. 22 თებერვალს ის 23.3 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი , $11.3 მლრდ-ს.
პაველ დუროვი - მილიარდერი იშვიათი გამონაკლისია, რომლის დანაკარგიც შედარებით მცირეა. ომის დაწყების მომენტისთვის ის, 17.2 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა. დღეს კი, მისი ქონება $15.1 და სიაში მესამე ადგილზეა.
ალიშერ უსმანოვის ქონება ომის დაწყებისთვის 16.8 მლრდ აშშ დოლარი იყო. დღეს კი, მისი ქონება $11.4 მლრდ-ია.
რომან აბრამოვიჩი კი, რომელიც 22 თებერვლის მდგომარეობით 14.3 მლრდ აშშ დოლარს ფლობდა და მეათე ადგილს იკავებდა ფორბსის მილიარდერთა სიაში, დღეს, $7.2 მლრდ-ს ფლობს.
This post has been edited by Pepper_Crowley on 14 Mar 2022, 16:33
დაე იყოს დღეს მზისფერი, ყველაფერი.
The fox that makes the ravens fly.
საფრანგეთში ძაან ბევრჯერ ვარ ნამყოფი
კრუასანი მიყვარს (c) ინსტრუქტორი