ეს რა ჯანდაბაა? ვინმე ღვთისნიერმა გადამითარგმნეთ რა აქ რა წერია
https://www.bpn.ge/article/94952-14-maisida...ebi-amokmeddebaსათაურში წერია უცხოეთიდან
გამოწერილ ამანათებზე ახალი
საფასურები ამოქმედდებაო, მერე წერია უცხოეთიდან
გამოგზავნილ ამანათებზეო ახალი
გადასახადები ამოქმედდებაო (ხომ ხვდებით სხვაობას?) 3000 ლარამდე 100 ლარიო? ანუ ფიქსირებული 100 ლარი 18%-ის ნაცვლად?
მოკლედ დაწერეთ რა რა უნდათ
14 მაისიდან უცხოეთიდან გამოწერილ ამანათებზე ახალი საფასურები ამოქმედდება
14 მაისიდან უცხოეთიდან გამოგზავნილ ამანათებზე ახალი გადასახადები ამოქმედდება. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, 2022 წლის 14 აპრილს მიღებულ იქნა „შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის №201 დადგენილება, რომლის მიღების ძირითად მიზნებს წარმოადგენს:
თვითმომსახურებისა და ელექტრონული სერვისების გამოყენების წახალისება, მათ შორის, დეკლარანტების/მონაცემთა ავტომატიზებულ სისტემა „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ „eCustoms“-ის მეშვეობით რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციით გაცხადებული საქონლის გაფორმებისათვის მომსახურების უპირატესი, განსხვავებული საფასურების შემოღება;
საქონლის საბაჟო დეკლარაციების „eCustoms“-ში დაშვებული პირების მიერ შევსებისა და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე საქონლის დეკლარირების წახალისება, რის ფარგლებშიც ფართოვდება იმ პროცედურების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებისას შესაძლებელია საქონლის წინასწარი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე დეკლარირება.
აღნიშნული ცვლილების მიხედვით, თვითმომსახურებისა და საქონლის წინასწარი (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირების წახალისების მიზნით, ქვემოთ მოცემული საბაჟო პროცედურებისთვის მომსახურების საფასურები განისაზღვრა შემდეგნაირად:
„გარდა ზემოაღნიშნულისა, ნორმატიულ აქტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ მომსახურების გაწევის მიზნებისთვის არასამუშაო დროდ განისაზღვრა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 21:00 საათიდან მომდევნო დღის 10:00 საათამდე პერიოდი, შაბათს − 21:00 საათიდან ორშაბათის 10:00 საათამდე პერიოდი და უქმე დღეები. ამასთანავე, გაფორმების ორგანოებში არასამუშაო დროს შეიზღუდება ისეთი საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციის შევსება, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2019 წლის 29 აგვისტოს №257 ბრძანებით დამტკიცებული „საბაჟო კონტროლის შესახებ“ ინსტრუქციის (დანართი №2) მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, პრიორიტეტული წესით გაფორმებას დაქვემდებარებულ საქონელს.
ნორმატიული აქტი, ასევე მოიცავს შემდეგი მიმართულებებით ცვლილებებს:
კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა და გაფორმება;
მონაცემთა ავტომატიზებული სისტემა „eCustoms“-ით სარგებლობა;
მატერიალური ფორმით წარდგენილი განცხადების საფუძველზე, საბაჟო დეკლარაციის/რეექსპორტის დეკლარაციისა და მისი თანმხლები დოკუმენტების ასლების გაცემა;
ფიტოსანიტარიულ ან ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის ნებართვებისა და სერტიფიკატების გაცემა;
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართული M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ავტოსადგომისათვის, შემოსავლების სამსახურის „საბაჟო გამშვებ პუნქტებში ავტოსატრანსპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონული სისტემის“ მომსახურება;
საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის გაფორმება;
სეს ესნ-ის კოდის განსაზღვრის მიზნით სასაქონლო ექსპერტიზის განხორციელება,“-ნათქვამია ინფორმაციაში.
მიმაგრებული სურათი