ახლა შემხვდა სტატია, სადაც უკრაინაში მებრძოლი ქართველი ამბობს, რომ 2000 ქართველი მხოლოდ მარიუპოლშია. სხვები კიდევ სხვაგან.
საერთოდ, საინტერესო ინტერვიუა:
„აქ ორი ათასი ქართველი ყოველდღე იბრძვის, ალყაშია მარიუპოლთან, რომელიც ვერ გაარღვიეს რუსმა ფაშისტებმა. ეს ხალხი აქ არ აკეთებს მხოლოდ უკრაინის საქმეს, საქართველოს საქმესაც აკეთებს“.

საერთოდ, საინტერესო ინტერვიუა:
„ჩვენ ვართ კიევის შემოგარენში და სპეციალური დავალებებით გავდივართ ქალაქ ირპენში, რომელიც ერთ-ერთი ცხელი წერტილია. ინტერნაციონალური ლეგიონი ვართ, აქ მოხალისეები მსოფლიოს ბევრი ქვეყნიდან შემოგვიერთდნენ, 35 ქართველი კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არიან. ჩვენი ჯგუფის წევრი იყო ჩემი უახლოესი მეგობარი დათო რატიანიც, რომელიც ახლახან დაგვეღუპა.
რა მოხდა იმ დღეს, შეგიძლიათ გაიხსენოთ?
დავალებაზე ვიყავით გასული, შეტაკება გვქონდა ფაშისტებთან. ოპერაცია წარმატებით ჩატარდა, 4 ჯავშანტრანსპორტიორი გავუნადგურეთ. აქედან ერთი ე.წ „კამანდირსკი“ ჯავშანტრანსპორტიორი ყოფილა და ძალიან გამწარდნენ ოკუპანტები. გავანადგურეთ როგორც ტექნიკა, ასევე ცოცხალი ძალაც. ისინი ჩვენთან პირდაპირ ბრძოლებში ვერ შემოდიან, ძალიან მშიშარები არიან, მათ მხოლოდ ერთი – ანტიჰუმანური, არაადამიანური ომის წესი აქვთ და ჰაერიდან ანადგურებენ ყველაფერს. საზენიტო ტყვიამფრქვევებით გვიშენენ.
...
[ირპენი] ულამაზესი, პატარა ქალაქი იყო, რომელიც ახლა ორადაა გაყოფილი, ნაწილი რუსების კონტროლის ქვეშაა. ქალაქი ყოველდღე იბომბება, აფეთქებულია ხიდი. იცით, როგორ გამოიყურება სახლები? როცა ვუყურებ 16-სართულიან შენობებს, ვამჩნევ, რომ ამორჩევით აქვთ ბომბები ნასროლი.
ზუსტად იქ, სადაც პატარა ბავშვები, მოხუცები, ქალები, მშვიდობიანი ადამიანები ცხოვრობდნენ, პირდაპირ ფანჯრებში აქვთ ნასროლი. გული მოგიკვდება.
...
ირპენში არის ორი ადგილობრივი ქართველი, რომლებმაც ორი კადიროველი სნაიპერის შაშხანით გაანადგურეს. ვიცით, რომ ამის გამო კადიროველები ძალიან გამწარებული არიან. პირისპირ შეჯახება მათ წევრებთან არ გვქონია.
...
რა თქმა უნდა, უკრაინელები ამას ძალიან აფასებენ, ძალიან უყვართ ქართველი ხალხი, მაგრამ არ ენდობიან ხელისუფლებას.
...
დღეს ჩვენი ჯგუფი კიევშია. ირპენში მეორე დღეა ირაკლი ოქრუაშვილის ჯგუფია გასული, ჩვენ მათთან კავშირი არ გვაქვს და ძალიან ვნერვიულობთ, იმედია საღამოს ყველა მშვიდობიანად დაბრუნდება. ირპენში კი არცერთი დღე სიმშვიდე არ არის. ყოველდღე იბომბება.
რაზე ფიქრობთ, როცა დილით ცას უყურებთ?
პირდაპირ გეტყვით, ცას არ ვუყურებ. თუ ჭურვი შენკენ მოდის, მაინც ვერაფერს მოასწრებ, ვერ გაასწრებ.
https://batumelebi.netgazeti.ge/news/398549/„35 ქართველი კი ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრები არიან“ - ეს რომელი მოძრაობაა, ხომ ვერ გაიხსენებდა ზოგი.