რუსეთის მიერ უკრაინაში ფართო მასშტაბიანი შეჭრის დაწყების 23 დღე გავიდა, ბოლო 2 დღის (22-ე და 23-ე) დღეების სიტუაციური ანალიზი. ამ პერიოდში როგორც რუსეთს ისე უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით ქონდათ გარკვეული წარმატებები და მარცხი.
მაშასადამე, მივყვეთ თანმიმდევრობით და განვიხილოთ.
დავიწყოთ კიევით - კიევის ოლქში ვითარება მეტწილად უცვლელია, რუსები განლაგებულინი არიან და სამხრივ მცირე მასშტაბის იერიშებს ახორციელებენ კიევის ჩრდილოეთიდან გოსტომელის მიმართულებიდან, ჩრდილო-დასავლეთიდან ირპენისა და ბუჩას რაიონებიდან, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ბროვარის რაიონის მიმართულებიდან. მიუხედავად ამისა, რუსებს კიევთან არ აქვთ წინსვლა, ხოლო უკრაინლებმა გასულ ორ დღეში ქალაქ კიევის ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენებ და უკრაინული ძალების კონტროლირებადი ტერიტორიების საზღვრებთან მნიშვნელოვანი და წარმატებული რეიდები განახორცილეს. ეს არ იყო კონტრშეტევა თუმცა იყო ოპერატიულ დონეზე წმენდის ოპერაციები. საპასუხოდ რუსულმა ძალებმა უკრაინლების საარტილერიო დაბომბვა განახორცილეს, რასაც მოჰყვა მსხვერპლი, მათ შორის ქართველ მებრძოლებშიც. კიევში რუსები არ არიან და დიდ წილად არც ფრონტზე არსებული ვითარება შეცვლილა. რუსები ცდილობენ ქალაქის ალყაში მოქცევას, როგორც მინიმუმ ისეთ დონეზე, როდესაც ისინი გააკონტროლებენ ქალაქში შესასვლელ და გამოსასვლელ საკვანძო მაგისტრალებს და მიწვდებიან დედაქალაქს არტილერიით. პარალელურად, გრძელდება კიევის დაბომბვა ძირითადად ფრთოსანი რაკეტების გამოყენებით, რომელსაც რა თქმა უნდა ვერ ექნება მასიური სახე და მათი არც თუ ისე მცირე ნაწილის გადაჭერას ახორციელებს უკრაინული საჰაერო თავდაცვა. აქ აღსანიშნავია, უკრაინელების მიერ კიევი-ჩერნიჰივის მიმართულებით რუსული ნაწილების მნიშვნელოვანი განდევნა, ამ ეტაპზე დედაქალაქზე აღმოსავლეთიდან საფრთხე მოხსნილია.
ჩერნოგოვი - ქალაქში რუსები კვლავ არ არიან, ის იმყოფება ოპერატიულ ალყაში და სისტემატიურად იბომბება. ადგილზე ვითარება პრაქტიკულად არ შეცვლილა.
სუმი - სუმშიც, ვითარება უცვლელია, იმყოფება ოპერატიულ ალყაში, ქალაქი კი იბომბება. თავად ქალაქში რუსები არ არიან. გამოსაყოფია აქტიური პარტიზანული მოქმედებები.
ხარკოვი - ქალაქის დონეზე ვითარება უცვლელია, არ იმყოფება ალყაში თუმცა ხარკოვში უსაფრთხო შესვლა და გამოსვლა შეზღდულია . რუსები არიან ძირითად ჩრდილოეთიდან ფლანგებზე ჩამოშლილი. ქალაქი კვლავ მასიურად იბომბება. იზუმთან კი რუსები კვლავ ვერ ახერხებენ უკრაინული თავდაცვის გარღვევას, აქვთ დიდი დანაკარგები.
დონბასი - როგორც იცით დონბასი დაყოფილია ორ ოპერატიულ მიმართულებად, პირველი ეს არის ლუგანსკის ოლქი, სადაც რუსებმა საწყის დღეებშივე მოახერხეს წინსვლა სეპრატისტული ძალების კონტროლირებადი ტერიტორიის ჩრდილოეთ მიმართულებით, შემდეგ კი განაგრძეს წინსვლა ჩრდილო-დასავლეთით სევეროდონეცკისკენ. თუმცა, ადგილზე მძლავრი უკრაინული ძალების მედგარი წინააღმდეგობის გამო, მათი წინსვლა შეჩერდა. პარალელურად, სევეროდონეცკის ჩრდილოეთისკენ ხარკოვის რეგიონის სამხრეთიდან წამოსული შეტევა, ქალაქ იზიუმთან, სადაც უკრაინელებმა შეძლეს რამდენიმე დღის განმავლობაში რუსების შეჩერება, დღეის მდგომარეობით რუსების კონტროლშია მისი ჩრდილოეთ ნაწილი, რაც ზრდის საფრთხეებს ლუგანსკის უკრაინული ძალების ე.წ. ქვაბში მოქცევის, როგორც მინიმუმ 3 მხრიდან რუსულ-სეპარატისტული ძალების საარტილერიო ცეცხლის მანზილზე იმყოფებიან.
რაც შეეხება, დონბასის დონეცკის მიმართულებას, სადაც რუსებმა შეძლეს დონბასის სამხრეთ-დასავლეთით მარიუპოლისკენ (მაროუპოლზე ცალკე დავწერ) წინსვლა და მარიუპოლის ბლოკადა, სხვა რუსულ ძალებთან ერთად, ასევე რუსებმა შეძლეს დონეცკის დასავლეთით ვოლნოვახას აღება და ზაპოროჟიეს სამხრეთში მყოფ უკაინულ ძალებთან შეერთება, რითაც მარიუპოლი სრულ ბლოკადაში მოექცა.
კიდევ ერთხელ დავწერ, რომ დონბასში რუსული შეტევის პერსპექტივები და შეტევის განვითარების სცენარი გვაძლევს იმის თქმის უფლებას, რომ რუსები ცდილობენ დონბასის ყველაზე ბრძოლისუნარიანი და მათ შორის მრავალრიცხოვანი უკრაინული ძალების ალყაში მოქცევას, რაც პერსპექტივაში კიევზე შეტევის დაწყების დროს, გამორციხავს მათ მხარდაჭერას დედაქალაქის დაცვის ძალებზე. ხოლო საალყო ძალების გარდა, სხვა რუსული ძალები გააგრძელებენ წინსვლას კიევისკენ.
გავაგრძელოთ უკრაინის სამხრეთით.
დავიწყოთ ყირიმიდან დაწყებული შეტევის მარცხენა მიმართულებით, ქალაქ ნიკოლაევისკენ, სადაც რუსებმა შეძლეს ხერსონის აღება, შემდეგ კი ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან, ისევე როგორც აღმოსავლეთიდან მიადგნენ ქალაქს, თუმცა რამდენიმე წარუმატებელი შეტევის შემდეგ, უკრაინულმა ძალებმა წამოიწყეს კონტრშეტევა და რუსული ძალები ქალაქის შემოგარენიდან საკმაო მანზილზე გაყარეს. კერძოდ, საუბარია უკრაინკა-ლუჩი-პოსად-პოკროვსკეს ადმინისტრაციულ ერთეულებზე. ამ მონეტში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ოდესაზე შეტევის განსახორციელებლად, საპლაცდარმედ უმნიშვნელოვანესი ქალაქი ნიკოლაევიდან, რუსული ძალები საკმაოდ შორს იმყოფებიან.
რაც შეეხება, ყირიმიდან დაწყებული შეტევის მარჯვენა მიმართულებას, როგორც იცით რუსებმა დაიკავეს მელიტოპოლი, ბერდიანსკი, ენერგოდარი და დასავლეთიდან და ჩრთილოდეთიდან მიადგნენ მარიუპოლს, შემდეგ კი დაიწყეს სეპარატისტულ ძალებთან ერთად ქალაქის ბლოკადა და აღების ოპერაცია.
ცაში, რუსეთმა სრული დომინირება კვლავ ვერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა რომ რუსული ავიაცია დღიურად 2 ასეულზე მეტ საბრძოლო გაფრენას ახორციელებს, საავიაციო დარტყმები ძირითადად ხორციელდება საზღვრების სიახლოვეს და დონბასში. ანუ, იმ ტერიტორიების სიახლოვეს მდებარე უკრაინულ პოზიციებზე და დასახლებებზე, სადაც რუსებმა შეძლეს არტილერიითა და რაკეტებით უკრაინული ჰსთ სისტემების განადგურება ან საკმარისად ჩახშობა, პარალელურად კი საკუთარი ჰსთ ფარის გაშლა.
სიღრმეებში, რუსული ავიაცია ვერ მოქმედებს თავისუფლად, ისევე როგორც მასიურად ვერ იბომბება ავიაციის გამოყენებით კიევი.
საბოლოოდ, საბრძოლო მოქმედებები გრძელდება ზოგან დაბალი ზოგან მი მაღალი ინტენსივობით. განსაკუთრებით ტემპი გაიზარდა და მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება დონბასის ფრონტის ხაზზე, რადგანაც უკვე რუსები არტილერიიით წვდებიან უკრაინული ძალების სიღრმეებს, პარალელურად ცას სრულად რუსები აკონტროლებენ, რაზეც მიუთითებს ადგილზე განადგურებული არაერთი უკრაინულ საშუალო და შორმანძილზე მოქმედი სტაციონალური და მობილური ჰსთ სისტემები, ამავდროულად კი დონბასში რუსული ავიაციის ინტენსიური მუშაობა. თუმცა, დონბასში დიდი რაოდენობით უნდა იყოს ახლო მანძილზე მოქმედი პორტატული საზენტიო სარაკეტო სისტემები, რაც მძიმე დღეში ჩააგდებს რუსულ საფრონტო ავიაციას და დამრტყმელ შვეულმფრენებს.
უკრაინას კი აქვს მხოლოდ ერთი შანსი, ნებისმიერი ფორმულირებით, კომბინაციით თუ მდგომარეობით ამ ომში უნდა გაიმარჯვოს. მჯერა, რომ ამთ ეს შეუძლიათ და რეალურად გახდება უკრიანული მიწა რუსეთის იმპერიული ზრახვების სასაფლაო!
დიდება უკრაინას!
ეს კი ამ დროისთვის არსებული ვითარება
This post has been edited by DIDGORI-GEO on 19 Mar 2022, 14:20