ძალიან ნელა, მაგრამ უკრაინელები მაინც ფართოვდებიან და ტაქტიკურ კონტრ-შეტევებსაც აკეთებენ.
კიევთან დასავლეთით ფასტივ-მაკარივს რუსები აკონტროლებდნენ 1 კვირის წინ რუკაზე. დღეს უკრიანა აკონტროლებს და ბუჩასთან ჰყავთ დაფიქსირებული რუსები. აღმოსავლეთის მხრიდან ბროვარი-ში არის ფრონტი უკვე კვირაზე მეტია. ვერ მიდიან რუსები წინ და თან მანდეთ იმხელა ტყეებია, სიმწვანე წამოვა თუ არა დარწმუნებული ვარ გაყრიან რუსებს უკან საერთოდ.
ქალაქ სუმი-ს ასევე არაფერი ემუქრება, ალყის შანსიც აღარ აქვთ რუსებს არც მანდ და არც ხარკოვში.
იგივე ითქმის მიკოლაევზეც. დაიჭირეს უკრაინელებმა და იქით აწვებიან ხერსონს. მარიუპოლი ხომ საერთოდ, სასწაულებს სჩადის.
სიმართლე რომ ითქვას, რუსულმა 150 000-იანმა ჯარმა თავისი როლი "შეასრულა", რისი შესრულებაც შეეძლო, ანუ პლაცდარმები დაიკავა, საიდანაც მწვავე შეტევების განვითარება შეიძლება. წესით და რიგით ეხლა პუტინი მსხვილ მობილიზაციას უნდა აცხადებდეს და 30-50 ათასიან დამრტყმელ "მუშტებს" უნდა ქმნიდეს, რომლებიც უკვე აღებული პლაცდარმებიდან განავითარებენ შეტევას, მაგრამ არ აკეთებენ ამას. საინტერესოა რატომ? პირველადი ფრონტი დაფიქსირდა, ვერც წინ მიდიან და ვერც უკან. ვისი ან რის იმედზე არიან? ვერ ვწვავ პუტინის გეგმას. როგორც ჩანს, მართლა ვერ აცნობიერებს საფრთხეს.
მგონია, რომ მაინც მოუწევს მობილიზაციის დაწყება რუსეთში, ოღონდ ამასაც თავისი დრო აქვს და ახლა პუტინი იმას თუ ფიქრობს 3 თვე ასე ვიომებ, მერე გამოვაცხადებ მობილიზაციასო ან რამე მსგავსი, მართლა პიტალო ყოფილა ეგ უბედური. კრიტიკულ დროს კარგავს, რა დროსაც უკრაინელები შესამჩნევად ძლიერდებიან. სანამ კრემლი რამეს მოიფიქრებს, იმ პლაცდარმებსაც დაკარგავენ.
ომიდან ერთი თვე გავიდა და მარიუპოლიც არ აქვთ აღებული, რომელიც საწყისი ფრონტიდან 10 კილომეტრში იყო

ჩაჯმაც არი და ჩაჯმაც. ამას ყველაზე დიდი ანტი-რუსიც ვერ წარმოიდგენდა 3 კვირის წინ, როცა კიევის გადარჩენაზე ვლოცულობდით.