ესა დღევანდელი საღამოს ბრიფინგის ღრუტუენბის შეჯამება
რუსეთის თავდაცვის სამინსიტროს განცხადებით, ოპერაციის პირველ ეტაპზე, 30 დღის განმავლობაში ძირითადი მიზენბი შესრულებულიაო.
კერძოდ, ბლოკირებულია ქალაქები კიევი, ხარკოვი, სუმი, ჩერნიგოვი, ნიკოლაევი და ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების უმეტეს ნაწილს სრულად ვაკონტროლებთო.
კიევის ბლოკირებისას მის გარშემო არსებული რუსული ძალები არ აძლევენ უკრაინულ ძალებს დონბასის ძალებზე დახმარების შესაძლებლობასო, სწორედ ამიტომ დავიწყეთ მთავარი მიზნის განხორციელება, რაც დონბასის სრულ საზღვრებში გათავისუფლება არისო.
პარალელურად, თითქმის სრულად არის განადგურებული უკრაინული საჰაერო თავდაცვა და ავიაციაო, ისევე როგორც აეროდრომები, საბრძოლო მასალის საწყობები და ნავთობტერმინალებიო.
რაც საბოლოო ჯამში გაგვიადვილებს დონბასის სრულ საზღვრებში გასვლასო.
მეტიც, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკვე სრულად კონტროლდება ლუგანკსის რეგიონის 93% ხოლო დონეცკის რეგიონის 54%-იო.პარალელურად ბრძოლა გრძელდება მარიუპლოშიო.
ყველაფერი მიდის მკაცრად გაწერილი გეგმის მიხედვით, მინიმალური დანაკარგებით და მსხვერპლითო.
30 დღის განმავლობაში უკრაინლებმა დაკარგეს 30 000 სამხედროო, მათგან 14 000 დაიღუპაო 16 000 კი დაჭრილ/დაშავებულიო.
განადგურებულია, უკრაინული სამხედრო ტექნიკის 70%-იო.
ამასთან, ზუსტი რაკეტების გამოყენებით განადგურებული უცხოური ლეგიონის ობიექტების შემყურეო, მათ ქვეყნის დატოვება დაიწყესო. ჯამში, ისედაც 6500-ზე მეტი არ იყვნენო.
აღარ არსებობს უკრაინული რეზერვიო და წინააღმდეგობას გვიწევენ დაბალი მომზადების დონის ერიტორიული თავდაცვის ძალებიო.
მოკელდ, რუსების ამდენ ბლა ბლა ბლაში, ერთი რაც გამოიკვეთა, ის არის, რომ რუსები ახლა ცდილობენ დონბასის სრულ საზღვრებში გასვლას და მის ყირიმთან დაერთებას.